განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და ვატიკანის სამოციქულო დესპანმა საქართველოში, აველინო ბეტანკურმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ვატიკანის სამოციქულო დესპანთან, ჟოზე აველინო ბეტანიკურთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მიმდინარე ერთობლივი პროექტები და თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილა.
გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ჟოზე აველინო ბეტანიკურს მრავალწლიანი პარტნიორობისთვის და განათლების სისტემაში განხორციელებული არაერთი მასშტაბური პროექტის მხარდაჭერისთვის.
მინისტრმა სამოციქულო დესპანს განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეები და საკუთარი ხედვები გააცნო. გიორგი ამილახვარმა განსაკუთრებით გამოყო მეცნიერთა და მკვლევართა მხარდაჭერის კუთხით ვატიკანთან არსებული თანამშრომლობა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, კერძოდ, ქრისტიანული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის საქმეში მხარეებს შორის კავშირების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული მკვლევართა ჯგუფი იმყოფებოდა ვატიკანში, სადაც „Propaganda Fide“-ს საისტორიო არქივში დაცულ ქართულ და საქართველოსთან დაკავშირებულ ჯერ კიდევ შეუსწავლელ წყაროებზე დაიწყებს მუშაობას. აღნიშნული საარქივო მასალა უცნობია სამეცნიერო საზოგადოებისთვის, შესაბამისად, მათი აღნუსხვა და სისტემატიზაცია ხელს შეუწყობს ახალი კვლევების განხორციელებასა და ახალი ცოდნის შექმნას.
თავის მხრივ, ჟოზე აველინო ბეტანიკურმა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების გაფართოებისა და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოხატა და აღნიშნა, რომ ვატიკანის საელჩო ამ მიმართულებით, სამინისტროსთან აქტიურად ითანამშრომლებს.
წყარო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
1685994920
საქართველოსაქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება
🔷 საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ს...
1685955897
ემიგრაცია"ამიტომ არის საშიში ხანგრძლივი ემიგრაცია, ამიტომ არის საშიში ახალგაზრდების გადინება საქართველოდან" - ემიგრანტი იტალიიდან
ქართული გვარი რომ გაქვს ადამიანს ,მხოლოდ ეგ არ ნიშნავს რომ ხარ ქართველი ... ეროვნებას არ განსაზღვრავს მხოლოდ გვარი.. ადამიანი იმ ეროვნებისაა რომელ ერშიც და სოციუმშიც იზრდება.... ბავშვობიდან რუსეთში ,...
1685740275
სპორტი6 მედალი ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა- 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ ლერი...
1685733473
სპორტისაქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართვე...
1685732784
სპორტიისტორიაში პირველად-ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა
ქართული მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა-ევროპულ თამაშებზე ანა ნიკოიანი იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი ქართული მაგიდის ჩოგბურთისთვის ასეთ დიდ ტურნირზე ქართველი სპორტსმენის მონაწილეობი...