გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ემიგრანტი მეცნიერი, რომელსაც მსოფლიო იცნობდა

ახლახანს პოლონეთში ცნობილი ქართველი ემიგრანტი კაცი, დამსახურებული ფიზიკოსი ბადრი ტალიაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“უდიდესი მწუხარებით გატყობინებთ, რომ ამა წლის 23 მარტს ვარშავაში გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი ფიზიკოსი ბადრი ტალიაშვილი.

ბადრი ოცი წელია მუშაობდა პოლონეთის სახელმწიფო ფიზიკის ინსტიტუტში და გახლავთ მრავალი მნიშვნელოვანი კვლევის, აღმოჩენის და ნაშრომის ავტორი.

დაიბადა 1950 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. მუშაობდა, როგორც ფიზიკოსი თბილისის საკონსტრუქციო ბიუროში, ქარხანა მიონში, შემდეგ ფიზიკის ინსტიტუტში.

1996 წლიდან მიწვეულ იქნა პოლონეთში, სადაც მუშაობდა ჯერ ვაკუუმური ტექნოლოგიების ინსტიტუტში, შემდეგ კი, გარდაცვალების დღემდე პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო ფიზიკის ინსტიტუტში წამყვან სპეციალისტად ფიზიკოს ინჟინერის თანამდებობაზე.

ბადრი ტალიაშვილმა არაერთი აღმოჩენა გააკეთა ფიზიკის დარგში და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და კვლევის ავტორი გახლავთ.

ბადრი, როგორ უაღრესად კულტურული, განათლებული და კეთილშობილი ადამიანი ძალიან დაგვ აკლდება მის მეგობრებს, საყვარელ ოჯახსა და ქართულ სათვისტომოს პოლონეთში.

უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

საქართველოს დიასპორა პოლონეთში"

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵გყავთ თუ არა მფარველი ანგელოზი? - გაარკვიეთ არის თუ არა თქვენთან ახლოს  

🔵"ხვიჩას არაფერი ეტყობა მაღალი შეგნების - ის მართლაც ლაღი სოფლელი ბიჭია..." - გია ეძგვერაძე  

🔵🆘 გაავრცელეთ მაქსიმალურად! "ილია გაუჩინარდა 17 მარტის გამთენიას: ის წავიდა სახლიდან ისე რომ არავინ გაუფრთხილებია და მასთან კონტაქტი შეწყდა" - ახლობლები ილია ფუტკარაძეს ეძებენ   

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1685994920

საქართველო

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება

🔷 საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ს...

საქართველო

1685955897

ემიგრაცია

"ამიტომ არის საშიში ხანგრძლივი ემიგრაცია, ამიტომ არის საშიში ახალგაზრდების გადინება საქართველოდან" - ემიგრანტი იტალიიდან

ქართული გვარი რომ გაქვს ადამიანს ,მხოლოდ ეგ არ ნიშნავს რომ ხარ ქართველი ... ეროვნებას არ განსაზღვრავს მხოლოდ გვარი.. ადამიანი იმ ეროვნებისაა რომელ ერშიც და სოციუმშიც იზრდება....  ბავშვობიდან რუსეთში ,...

იტალია

1685740275

სპორტი

6 მედალი ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა- 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ ლერი...

Ჭიდაობა

1685733473

სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართვე...

nakrebi

1685732784

სპორტი

ისტორიაში პირველად-ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ქართული მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა-ევროპულ თამაშებზე ანა ნიკოიანი იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი ქართული მაგიდის ჩოგბურთისთვის ასეთ დიდ ტურნირზე ქართველი სპორტსმენის მონაწილეობი...

tenisi