გია ვოლსკი - საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ადგილობრივ არჩევით სტრუქტურებში რაც მეტი იქნება ხალხის წარმომადგენლობა, მით მეტი იქნება ხალხის გავლენა აღმასრულებელ სტრუქტურებზე

 ვენეციის კომისიას ამ შემთხვევაში არ აქვს სამართლებრივი შეფასება. იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც საქართველოშია შექმნილი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც მეტი იქნება ხალხის წარმომადგენლობა ადგილობრივ არჩევით სტრუქტურებში, მით უფრო მეტი იქნება გავლენა ხალხისა აღმასრულებელ სტრუქტურებზე,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასა და რეკომენდაციებს „საარჩევნო კოდექსში“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებზე.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანით რევოლუციური გზის ერთ-ერთი მიმართულების პრევენცია მოხდა და მიზანი არ ყოფილა ოპონენტების პოლიტიკური მონაწილეობის შეზღუდვა.

„ქალაქებსა და სოფლებში ხალხი მოითხოვს რაც შეიძლება მეტ რესურსს, რათა თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს იმ სტრუქტურებში, რომელიც ადგილობრივი არჩევნების შემდეგ შეიქმნება. ეს რეალობა არსებობს და ამ რეალობას თვალს თუ გაუსწორებენ და მიაჩნიათ, რომ ქართველი ხალხი თურმე ის ყოფილა, ვინც ქუჩაში გამოდის, ქვეყნის დამარცხებას და ნეგატიური პროცესების შეუქცევად განვითარებას ლამობს, მაშინ აიღონ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. პირიქით, უფრო მეტი შანსი აქვთ გამარჯვებისა, თუ მათ მიაჩნიათ, რომ მათი აზრი დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით უფრო პოპულარულია. არ მიაჩნიათ, წარმატების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ და რა საკვირველია, ამ შემთხვევაშიც და ვენეციის კომისიის ეს პოლიტიკური განცხადებაც მათთვის მისაღებია. პოლიტიკური განცხადება, რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს სამართლებრივ ნაწილთან მით უმეტეს იმ ნაწილში, როდესაც ვენეციის კომისია გვირჩევს, რომ 2/3-ით მიიღონ ცესკო-ში გადაწყვეტილებები; მაგალითად, ჩვენ ეს შევცვალეთ, ვინაიდან, საბოტაჟი იყო აშკარა და ვერანაირად ვერ იქნება ცესკო-ს გადაწყვეტილებები დამოკიდებული უმცირესობის მოსაზრებაზე, რომლებიც ამ საბოტაჟის რეჟიმში არიან გადასული. საერთოდ გაჩერდება ცესკო-ს საქმიანობა, ოქმს ვერ მიიღებენ, არჩევნებს ვერ დაამტკიცებენ. სწორედაც პრევენცია მოხდა რევოლუციური გზის ერთ-ერთი მიმართულების ამ კანონში ცვლილებებით. არანაირი ინტერესი ჩვენ იმასთან დაკავშირებით, რომ შევზღუდოთ ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური მონაწილეობა საარჩევნო პროცესში არც გვქონია და არც გვექნება. არჩევნები თავისუფალია და ვისაც მიაჩნია, რომ გამარჯვების რესურსი აქვს, გამოვიდეს, იბრძოლოს და გაიმარჯვოს, მაგრამ ის, რომ საზოგადოებას სურს, მეტი წარმომადგენელი ჰყავდეს არჩევით ორგანოებში, რათა მეტი ბერკეტი ჰქონდეს ხელთ, რათა გავლენა მოახდინოს აღმასრულებელ სტრუქტურებზე, რა საკვირველია მისაღებია, გასათვალისწინებელია და მხოლოდ და მხოლოდ უკეთესობას მოიტანს,“- განაცხადა ვოლსკიმ.

ვენეციის კომისიამ „საარჩევნო კოდექსში“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებების შესახებ დასკვნა და რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742755094

სპორტი

„დღევანდელი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ და ჩემი მიზანია, რომ გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მაქსიმალურად კარგად მოვამზადო“ - ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-აუტის საპასუხო მატჩის (6:1) შემდეგ ისაუბრა. „ყველა ტურნირზე, სადაც გამოვდივართ, გვსურს, რომ მაქსი...

ვილი სანიოლი

1742753463

სპორტი

„ბოდიშს ვუხდი სომეხ ხალხს და სომეხ გულშემატკივარს ასეთი ანგარიშისთვის, არ ვიცი, ასე რატომ ვითამაშეთ, უბრალოდ, არ ვიცი, ახლა რა ვიფიქრო“ - სომხეთის მწვრთნელი

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ'სხიპმა საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-აუტის საპასუხო მატჩის (1:6) შემდეგ ისაუბრა.  „როგორც წინა პრესკონფერენციებზე ვთქვი, მიქაუტაძე...

სომხეთის მწვრთნელი

1742752285

ახალი ამბები

პრეზიდენტი: მადლობა ჩვენს საამაყო ნაკრებს ამ შესანიშნავი თამაშისთვის! მთელი საქართველო თქვენ გვერდით დგას - წინ დიდი გამარჯვებებისკენ!

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. პრეზიდენტმა წარმატებები უსურვა ეროვნულ ნაკრებს მომდევნო თამაშებში. „გილოცავთ! საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა...

პრეზიდენტი

1742751810

სპორტი

„ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი, რაც ჩვენს ნაკრებს უთამაშია“ - გურამ კაშია

უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის დასრულდა. შეხვედრა ვილი სანიოლის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა, რასაც ლოგიკური დასასრული მოჰყვა. მატჩი საბო...

 გურამ კაშია

1742750518

სპორტი

„ასეთი სიამოვნება არცერთ სხვა სტადიონზე თამაშისას არ მიმიღია“ - ოთარ კიტეიშვილი

ოთარ კიტეიშვილმა საქართველო-სომხეთის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ის აღნიშნავს, ნაკრების კარგი თამაშით გახარებულია. „დინამო არენა“ ჩვენთვის განსაკუთრებული სტადიონია, რაც კიდევ ერთხელ დადასტ...

ოთარ კიტეიშვილი