ლევან მაჭავარიანი: კაია კალასის ქმარს დღემდე აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესები რუსეთში და ჩვენ მოგვიწოდებს, სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა

„კაია კალასის ქმარს დღემდე აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესები რუსეთში და ჩვენ მოგვიწოდებს, სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ საქართველოს შიდა საქმეების ჩარევაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებები ჩვენი ხელისუფლების მისამართით ხორციელდება იმიტომ, რომ „ვერ გამოგვიყენეს მეორე ფრონტად“.
„ბოლო 3 წელია მას ვაკვირდებით, რომ უსაფუძვლო ბრალდებები მოდის ჩვენი ხელისუფლების მისამართით ზუსტად იმ დღიდან, რა დღესაც უკრაინაში დაიწყონ ეს ტრაგედია. ამის მარტივი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ვერ გამოგვიყენეს მეორე ფრონტად და შემდეგ სცადეს უკვე ამ განცხადებებით და ოპოზიციის მხარდაჭერით რევოლუციის სცენარების მოწყობა, 4-ჯერ ჰქონდათ უკვე ეს მცდელობა.
კონკრეტულად ქალბატონ კალასზე და ზოგადად ბალტიის ქვეყნებზე, რომლებიც გააქტიურებულები არიან, „დიფ სთეითმა“ რებრენდინგი მოახდინა, იგი მთლიანად კონცენტრირებულია ბრიუსელში, ბრიუსელის ბიუროკრატებზე და მათი ქვეყნის ლიდერების გაორმაგებულ შეტევაზე არიან გადმოსულები.
ქალბატონი კაია კალასი გახლდათ ესტონეთის პრემიერი ცოტა ხნის წინ და მის ქმარს დღემდე აქვს ძალიან მსხვილი ბიზნესები რუსეთში, საიდანაც მილიონობით დივიდენდს და ჩვენ მოგვიწოდებს რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა.
ლიეტუვა პირველ ადგილზეა ღვინის ექსპორტით რუსეთში, როდესაც თვითონ საერთოდ არ აქვს ღვინის კულტურა. ლატვია მაგალითად სპირტიანი სასმელების კუთხით არის მოწინავე პოზიციებზე, ყველაზე მეტი ვისკი შეაქვს რუსეთში, როდესაც თვითონ არ აწარმოების ამ ვისკის. ორმაგ სტანდარტებთან და უსამართლობასთან გვაქვს საქმე.
ჩვენი მოქალაქეები ამას მიეჩვივნენ, რა თქმა უნდა, უკვე ყველა ყველაფერს კარგად ხედავს. ლუსტრირება მოხდა ძალიან ბევრი რაღაცის, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ბატონმა ტრამპმა დაიკავა ოვალური ოფისი. ევროკავშირსა და ბიუროკრატებში სერიოზული პრობლემაა იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად ახლა ბატონი სი ძინპინი, როგორც გავრცელდა ინფორმაცია არ მიიღებს მონაწილეობას იმ საიუბილეო სამიტში, რომელიც დაგეგმილია ევროპაში, ევროკავშირის და ჩინეთის ურთიერთობასთან 50 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატები რა განცხადებებს აკეთებს დღევანდელი ადმინისტრაცია, ბატონი მასკი იქნება, ბატონი ვენსი თუ ბატონი ტრამპი ეს ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად შეიტყვეს.
მათ თავიანთი პრობლემები აქვთ, აქედან გამომდინარე, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას და ისეთი მეორე ხარისხოვანი ქვეყნები ჰყავთ უფრო ჩართული, როგორც არის ბალტიის ქვეყნები და ასე შემდეგ. თვითონ თავიანთ პრობლემებზე არიან კონცენტრირებულები და აქედან გამომდინარე, სერიოზული ქაოსი არის თვითონ ოპოზიციაშიც. იმიტომ, რომ ვეღარ გაიგეს უკვე ვისგან რა ინსტრუქცია მოდის და რა ინსტრუქციას უნდა მიჰყვნენ“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.
1742233663
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ ყველა ლანძღავს, ყველამ უარყო - ეს ხალხი წარმოადგენს აგენტურას და აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება
სალომე ზურაბიშვილი ზუსტად 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ დაეწყვნენ, ყველა ლანძღავს და ყველამ უარყო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარ...
1742233013
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: უდიდესი უტიფრობაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, ადამიანს, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა
ეს არის უდიდესი უტიფრობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა...
1742232107
საზოგადოებამამუკა მდინარაძე - ამ ფონდების მიზანი გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებაც გახლავთ, გეუბნებიან, დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას
არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ დავუჯეროთ პროკურატურას, საკუთარი თვალით ნანახი და საკუთარი ყურით გაგონილი იმავეს ადასტურებს, რასაც დღეს პროკურატურა ამბობდა თავის განცხადებაში, – ამის შესახებ „ქარ...
1742230972
სპორტიგიორგი მიქაუტაძე: ჩემი გატანილი გოლი ძალიან მომეწონა, „ლიონში“ ჩემი საუკეთესო კვირა იყო
„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ლე ავრთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც მან 13 წუთში გოლით და ორი საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა, კომენტარი გააკეთა. როგორც გიორგიმ აღნიშნა, მას საუკეთესო კვირა...
1742230581
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე
საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე , - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებ...