ლევან მაჭავარიანი: სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და ქალი

სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და ქალი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი პარლამენტის მიერ მიღებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონის შესახებ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის განცხადებას.
„ყველას უფლებები, რა თქმა უნდა, დაცულია, ვინც სხვანაირად თვლის, მოდით ასე ვთქვათ. თავის სახლში რაც უნდა ის აკეთოს, მაგრამ ის, რომ ვიღაცამ პროპაგანდა მოინდომოს ამ ყველაფრის, მით უმეტეს, ის მარაზმული პროპაგანდა, რასაც ძალიან ბევრ ქვეყანაში ვხედავთ და რომელიც მიმდინარეობს ბავშვებში, ეს არის წითელი ხაზი.
ჩვენ როდესაც ეს კანონი მივიღეთ, სრული მხარდაჭერა გვქონდა მოსახლეობის. მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი ამომრჩეველია თუ რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველია, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს კანონი იყო აუცილებელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათი დაკვეთა შევასრულეთ და შესაბამისად, რამდენიც უნდა გააგრძელონ ევრო ბიუროკრატებმა იმასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ეს კანონი თითქოს ეწინააღმდეგება რაღაც დემოკრატიულ სტანდარტებს თუ დემოკრატიულ ღირებულებებს. ეს არის აბსურდი. ამ აბსურდის თეატრში ჩვენ მათ ვერ ავყვებით. თავიანთ ქვეყნებში რაც უნდათ ის აკეთონ. არის ძალიან ბევრი ქვეყანა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვგულისხმობ, სადაც შეუძლია ქალს მივიდეს სამოქალაქო რეესტრში და ერთ საათში გახდეს კაცი. ჩვენ ამ მარაზმში ვერავის ავყვებით და ამ ტყუილში ვერავის შევყვებით“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ დროებითი რეზოლუცია მიიღო, სადაც დაგმობილია პარლამენტის მიერ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი.
1741504157
ახალი ამბებისაქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...
1741465889
სპორტისაქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა
9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...
1741464309
მსოფლიოჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს
ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...
1741462307
მსოფლიოფრიდრიხ მერცის ბლოკმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური გაერთიანების ბლოკმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა. ბლოკის ლიდერმა, ფრიდრ...
1741461052
მსოფლიო„შემაძრწუნებელი ამბავი“ - აშშ-ის ელჩი უკრაინაში რუსეთის სარაკეტო იერიშს ეხმაურება
აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა, რასაც, ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ელჩმა აღნიშნა, „მშვიდობიანი მოსახლეობა ამ...