მამუკა მდინარაძე - ამ ფონდების მიზანი გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებაც გახლავთ, გეუბნებიან, დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას

არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ დავუჯეროთ პროკურატურას, საკუთარი თვალით ნანახი და საკუთარი ყურით გაგონილი იმავეს ადასტურებს, რასაც დღეს პროკურატურა ამბობდა თავის განცხადებაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძემ აღნიშნული ფონდების მიზანი არის არამარტო ძალადობის წახალისება, არამედ სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებაც.
„ამ ფონდების მიზანი გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა და ხელი შეეწყოთ ამისთვის, სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებაც გახლავთ, გეუბნებიან, დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას. ეს არის სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმების მცდელობა და არანაკლები მავნებლობაა, ვიდრე თავად იმ დანაშაულის ჩადენა. ჩვეულებრივი წამქეზებლობის ფორმაა. სამწუხაროდ, ამას აკეთებენ ევროკავშირის ფონდები, ამას აკეთებდა USAID-ი თუ სხვა გარედან დაფინანსებული ორგანიზაციები. ეს არის შენი სახელმწიფოს, შენი ქვეყნის, შენი სამშობლოს წინააღმდეგ გალაშქრება, ვითომ მორალური, შეფარვითი ფორმით. როგორ ჩანს, პროკურატურამ იმ მიზნით, რომ მათი საქმიანობა შეისწავლოს, დააყადაღა და შეაჩერა ეს დანაშაულებრივი მოქმედება, რასაც ისინი ახორციელებდენენ“, – განაცხადა მდინარაძემ.
პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს გაავრცელა.
1742238353
საზოგადოებამაჭავარიანი: ოპოზიციის გადასაწყვეტი რომ იყოს, რა თქმა უნდა, ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგი გამომჟღავნდება
„ოპოზიციის გადასაწყვეტი რომ იყოს, რა თქმა უნდა, ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგი გამომჟღავნდება და ეს რეალური რეიტინგი არის დრამატულად შემცირებული, ვიდრე...
1742237193
საზოგადოებამარტვილში ორ ლოკაციაზე ხანძარია
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხანძარია. წაჩხურის მთის ფერდობზე და სალხინოში, ლეცავეს უბნის ფერდობზე ცეცხლი უკიდია ეკალბარდებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ორივე ლოკაციაზე სახა...
1742235838
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირში და ბრიუსელში არიან წარმომადგენლები, რომელთა განცხადებები ხშირად მიმართულია იმ სტაბილურობის შესარყევად, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას
ევროკავშირში და ბრიუსელში არიან წარმომადგენლები, რომლებიც გარკვეულწილად ნეგატიურ როლს თამაშობენ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორ...
1742233663
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ ყველა ლანძღავს, ყველამ უარყო - ეს ხალხი წარმოადგენს აგენტურას და აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება
სალომე ზურაბიშვილი ზუსტად 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ დაეწყვნენ, ყველა ლანძღავს და ყველამ უარყო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარ...
1742233013
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: უდიდესი უტიფრობაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, ადამიანს, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა
ეს არის უდიდესი უტიფრობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა...