მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე

საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე , - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისივე განმარტებით, ზოგადად ონლაინ მედიაზე ეს კანონმდებლობა არ გავრცელდება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე ისაუბრა სხვა აქტუალურ საკითხებზე, რაზედაც სხდომაზე იმსჯელეს.
„ჩვენ განვიხილავთ გამჭვირვალობის ამერიკულ კანონს - ფარას რომლის პირდაპირი თარგმანი დავაინიცირეთ და ახლა მხოლოდ შესაბამისობაში მოდის ქართულ კანონმდებლობასთან. მთელი პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ ის, რომ არაფერი დაემატება რაც არ არის რელევანტური ქართულ საკანონმდებლო ნორმებთან ის ამოაკლდება მხოლოდ და ჩვენ მართალია რომ გაცილებით მკაცრ კანონს მივიღებთ, ვიდრე ეს იყო გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც რუსული დაარქვეს, თუმცა საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი დარწმუნდა, რომ ეს იყო ქართული კანონი. თუმცა ჩვენ ახლა უფრო მკაცრ, ანუ ამერიკულ კანონს ვიღებთ.
შემდეგი საკითხი: თავის დროზე სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებული სამშობლოს ღალატის მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ბრუნდება.
მესამე, ასევე ძალიან აქტუალური საკითხია მაუწყებლობის შესახებ კანონი. ჟურნალისტების მიერ აღიარებული ქცევათა წესები გადადის სავალდებულო აღსრულებაში, გამომდინარე იქიდან, რომ ის გადადის სახელმწიფო რეგულირების სფეროში. თუ აქამდე იყო თვით რეგულირებაში და კონკრეტულ მედიასაშუალებებს თავად ჰქონდათ კონკრეტულ დარღვევებზე რეაგირების უფლება და საშუალება, ახლა ეს ფუნქცია გადაეცემა კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. განსხვავება მხოლოდ ეს არის. ასევე საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული იქნა დამატებით ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება: გარდა იმ ნორმებისა, რომელიც აღიარებულ იყო თავად მთლიანი ჟურნალისტებისა ქართული კორპუსისა და ამ პროფესიის წარმომადგენელთა უმრავლესობა ხელს აწერდა, ამას გარდა საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე. დღეს აქტუალური იყო მედიაში საკითხი - გავრცელდება თუ არა ონლაინ მედიაზე ზოგადად - არა ონლაინ მედიაზე ზოგადად არ გავრცელდება, მაგრამ მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე კანონის ნორმები გავრცელდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1742237193
საზოგადოებამარტვილში ორ ლოკაციაზე ხანძარია
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხანძარია. წაჩხურის მთის ფერდობზე და სალხინოში, ლეცავეს უბნის ფერდობზე ცეცხლი უკიდია ეკალბარდებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ორივე ლოკაციაზე სახა...
1742235838
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირში და ბრიუსელში არიან წარმომადგენლები, რომელთა განცხადებები ხშირად მიმართულია იმ სტაბილურობის შესარყევად, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას
ევროკავშირში და ბრიუსელში არიან წარმომადგენლები, რომლებიც გარკვეულწილად ნეგატიურ როლს თამაშობენ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორ...
1742233663
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ ყველა ლანძღავს, ყველამ უარყო - ეს ხალხი წარმოადგენს აგენტურას და აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება
სალომე ზურაბიშვილი ზუსტად 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ დაეწყვნენ, ყველა ლანძღავს და ყველამ უარყო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარ...
1742233013
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: უდიდესი უტიფრობაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, ადამიანს, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა
ეს არის უდიდესი უტიფრობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა...
1742232107
საზოგადოებამამუკა მდინარაძე - ამ ფონდების მიზანი გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებაც გახლავთ, გეუბნებიან, დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას
არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ დავუჯეროთ პროკურატურას, საკუთარი თვალით ნანახი და საკუთარი ყურით გაგონილი იმავეს ადასტურებს, რასაც დღეს პროკურატურა ამბობდა თავის განცხადებაში, – ამის შესახებ „ქარ...