„ნაციონალური მოძრაობა“ როგორც რეჟიმი, ისე გასამართლდება და ის საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური ველიდან, ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია, არ გვჭირდება მავნებლები ოპოზიციაში“ - ლევან მაჭავარიანი

„ნაციონალური მოძრაობა“ როგორც რეჟიმი, ისე გასამართლდება და ის საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური ველიდან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ყოფილი ხელისუფლების გასამართლების დაპირების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ გარკვეულ დათმობებზე მოუწია წასვლა, მათ შორის, კოჰაბიტაციის თემაზე. 

„რაც უფრო წლები გადის, საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენ უფრო ვძლიერდებით ეკონომიკურად, ასევე, როგორც დამოუკიდებელი, შემდგარი სუვერენული სახელმწიფო და არის უკვე ისეთი გადაწყვეტილებები, რის შეთანხმებაც ჩვენ არ გვჭირდება, საქართველოშივე ვიღებთ ამ გადაწყვეტილებებს. მით უმეტეს, გადახედეთ ბოლო წლებს, რამდენად შეცვლილია ეს ყველაფერი. ნებისმიერი პატრიოტი ქართველისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც იგი გრძნობს, რომ ცხოვრობს სუვერენულ სახელმწიფოში”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ გამოსვლაში გაიმეორა ეს დაპირება და ის აუცილებლად შესრულდება.

„ბიძინა ივანიშვილი ძალიან მკაფიოდ დაჰპირდა ჩვენს მოსახლეობას უკვე მეორედ და ამას ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ. „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც რეჟიმი, ისე გასამართლდება და ის საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური ველიდან. ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია. არ გვჭირდება მავნებლები ოპოზიციაში. რა ჯობია იმას, როდესაც შენ ხარ ხელისუფლებაში და გაკონტროლებს ამ მავნებელი, არა აგენტი ოპოზიცია. სულ ტონუსში ხარ იმიტომ, რომ იგი სწორ შენიშვნებს გაძლევს, სწორ თემებზე გაკრიტიკებს და არა ის, თეთრზე რომ შავს გეუბნება და ხალხს აგიჟებს, ქართულ კანონს რუსულს ეძახის“, - ისაუბრა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გასამართლების დაპირება მხოლოდ სისტემურ დანაშაულებს არ ეხება.

„ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი გაჟღერდა, არა მარტო იმ საშინელ ქმედებებზე, სისტემურ გაუპატიურებებზე, სისტემურ ბიზნესის რეკეტზე, საძინებლებში თვალთვალზე, ქუჩაში და ციხეებში ადამიანების ხოცვაზე. მხოლოდ ამაზე არ გასამართლდებიან. არსებობს კითხვის ნიშნები, როგორ შეიყვანეს ქვეყანა 2008 წელს პირისპირ რუსეთთან ომში. ამაზეც მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა. მოდით, დაველოდოთ არჩევნების შედეგებს. ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ჩვენი მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ, მოგვანიჭებენ მანდატს. ჩვენ საკონსტიტუციური უმრავლესობის ამბიცია გვაქვს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742228348

საზოგადოება

საქართველოს განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციის განსაზღვრასთან დაკავშირ...

სამინისტრო

1742228245

მსოფლიო

რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა

რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, რაც ქვეყნებს შორის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე ბრძოლების გამო დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა. რუანდის საგარეო უწყებაში განაცხადეს...

რუანდარუანდა

1742223782

ახალი ამბები

დაკავებულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ც...

დაკავება

1742222226

საზოგადოება

აშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება

2025 წლის თებერვლის თვეში აშშ-დან ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფულადი გზავ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1742220580

ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანამდევ კანონპროექტებთან ერთად. კანონპროექტის თანახმად, „იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწ...

საქართველოს პარლამენტი