საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში გადაღებულ კლიპზე: სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულ სიწმინდეს ასე უპატივცემულოდ ეპყრობიან - აზერბაიჯანმა ზომები უნდა მიიღოს

საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოს, რომელშიც აზერბაიჯანელი მუსიკოსი ტაძრის ამბიონზე კომპოზიციას ასრულებს. ცნობისთვის, საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილების შემდეგ, მუსიკოსმა აღნიშნული ვიდეო წაშალა.
როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, ასეთი ფაქტები აქამდეც დაფიქსირებულა და „საწყენია, რომ მსგავსი შეუფერებელი და შეურაცხმყოფელი ქმედებები ხდება ამ ტაძარში“.
„რამდენიმე დღეა ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მუსიკალური ვიდეოკლიპი, რომლის კადრებიც გადაღებულია ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში, კახის რაიონში, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. კადრებში ჩანს, რომ აზერბაიჯანელი მუსიკოსი ტაძრის ამბიონზე დგას და „აჭარულის“ მელოდიისა და სიმღერის თანხლებით ელექტრონულ მუსიკალურ ინსტრუმენტზე „ასრულებს“ გარკვეულ კომპოზიციას.
აღნიშნულმა ფაქტმა მყისიერად გამოიწვია საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა. როგორც ირკვევა, მოგვიანებით შემსრულებელმა კომპოზიცია Youtube არხიდან წაშალა და განაცხადა, რომ ეს ვიდეო ქართული კულტურისა და ხელოვნებისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამოსახატავად გადაიღო და მას სხვა მიზანი არ ამოძრავებდა. ასევე დასძინა, რომ უმოკლეს დროში გამოასწორებდა ამ შეცდომას. თუმცა კლიპის ამონარიდები ამ დრომდე კვლავ იძებნება სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საპატრიარქო აზერბაიჯანის ხელისუფლებას და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს, შეიხ ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს მიმართავს, დროულად მოხდეს ფაქტების მოკვლევა და სათანადო ზომების მიღება, რომ სამომავლოდ, ასეთ შემთხვევებს ადგილი არ ჰქონდეს.
„სამწუხაროდ, ეს ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჰერეთში მდებარე ქართულ სიწმინდეს - ქირმუხის წმინდა გიორგის ტაძარს ასე უპატივცემულოდ ეპყრობიან და იყენებენ ცალკეული ვითომ კულტურულ-სახელოვნებო კამპანიისათვის.
საქართველოს საპატრიარქოს ყველა მსგავსი შემთხვევებისადმი გამოუხატავს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება და წუხილი. ამჯერადაც გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს აღნიშნული ფაქტის გამო. ქურმუხის ტაძარი უდიდესი მნიშვნელობის სალოცავია. ეს სიწმინდე აღიარებულია არა მარტო მართლმადიდებლების, არამედ მუსლიმთა მიერაც. გარდა ამისა, მას აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ისტორიულ-კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამიტომ კიდევ უფრო გაუგებარი და დიდად საწყენია, რომ მსგავსი შეუფერებელი და შეურაცხმყოფელი ქმედებები ხდება ამ ტაძარში.
მივმართავთ აზერბაიჯანის ხელისუფალთ და ვთხოვთ სულიერ ლიდერს, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს, მის აღმატებულებას, შეიხ ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს, დროულად მოხდეს ფაქტების მოკვლევა და სათანადო ზომების მიღება არსებული შემთხვევების სამომავლოდ აღმოსაფხვრელად.
იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ქვეყნებსა და რელიგიურ ლიდერთა შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულება მსგავსი უპატივცემულო შემთხვევების დროულად გამოსწორების წინაპირობა იქნება და შესაბამისი ორგანოებისა და პირების მხრიდან სათანადო რეაგირების შედეგად პასუხგაუცემელი არ დარჩება“, - აცხადებენ საპატრიარქოში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი შემთხვევები ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესია-მონასტრებისათვის თავდაპირველი დანიშნულების აღდგენა.
„ამიტომ, მივმართავთ აზერბაიჯანის ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია გახდეს მოქმედი ტაძარი და საქართველოს საპატრიარქოს მიეცეს მასში ღვთისმსახურების რეგულარულად ჩატარების უფლება, რადგან ზემოაღნიშნული ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა და მუდმივად ვდგავართ იმ პრობლემის წინაშე, რომელიც იწვევს დაძაბულობას, საზოგადოების სამართლიან გულისწყრომას და რელიგიური გრძნობების შელახვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
1739729305
ახალი ამბები„რა გჭირთ, მგლოვიარე ოჯახები იმის მაგივრად, რომ ყველამ ერთად რაღაცნაირად ვანუგეშოთ, სამძიმარი ვუთხრათ და გავერთიანდეთ, რა ბოროტებას აღვივებთ“ - აჩიკო ბერიძე ბათუმის ტრაგედიაზე
15 თებერვალს ტრაგედია მოხდა ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. მცირეწლოვნები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არასრულწლო...
1739725172
ახალი ამბები„მე ისედაც გამწარებული კაცი ვარ და ყველას ძალიან ვთხოვ, ასეთი ცრუ ინფორმაციები არ გაავრცელონ, ჩვენ არ გვქონდა იმის გაჭირვება რომ ჯართი მოეკრიბა“ - ბათუმში გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა
ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის ბაბუა ნუგზარ ცეცხლაძე აცხადებს, რომ ბავშვები მასთან ახლოს თამაშობდნენ, როდესაც თხრილი ვერ დაინახეს და ჩავიდნენ. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული...
1739723281
ახალი ამბებიწყალტუბო-ქუთაისის გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბეტონის ბოძს შეეჯახა - არის მსხვერპლი
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ცნობით, საქორწილო ესკორტის მანქანებიდან, რომლებიც დიდი სიჩქარით მოძრაობდნ...
1739720325
ახალი ამბებიბიზნესმენი გოგი თოფაძე გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, გოგი თოფაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას თოფაძის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. გოგი თოფაძემ 1957 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუ...
1739719415
მსოფლიოგერმანიის ულტრამემარჯვენე ლიდერი: ჩვენ გვინდა ძალიან კარგი ურთიერთობა რუსეთთან
პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) ლიდერმა ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ მისი პარტია მიზნად ისახავს „ძალიან კარგი ურთიერთობების დამყარებას“ დიდ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, - ამის შესახებ მან გა...