საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  ხვალ, 12 მაისს, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით,  მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, წირვა ჩატარდება. ღვთისმსახურება დაიწყება 10:00 საათზე.

„გილოცავთ საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღეს

2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა დააწესა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული. მისი აღნიშვნის თარიღად დადგინდა 12 მაისი, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე, რადგანაც ზეციური დედოფლის ხელთუქმნელი ხატით მოციქულის შემობრძანება ჩვენს ქვეყანაში იყო გაცხადება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა.

უფლის მიერ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ჩვენი ქვეყნის მფარველად დადგინება გამორჩეული წყალობაა ღვთისა, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ერისა.

ღვთისმშობლის მფარველობამ გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა საქართველო და გვწამს, მომავალშიც მზრუნველობას არ მოგვაკლებს.

მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ 2019 წლის 8 მაისს საერო ხელისუფლებამაც ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობა ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა და მისი აღნიშვნა, ასევე, 12 მაისს დააწესა. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფომ განაცხადა, რომ ეს დღესასწაული გარდა რელიგიურისა, ასევე კულტურული და სახელმწიფოებრივი ღირებულების მქონეცაა.

ინებოს ღმერთმა, სრულიად საქართველომ გააცნობიეროს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის მნიშვნელობა და მან ყველასათვის საერთო სახალხო ზეიმის ხასიათი შეიძინოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1711542148

ახალი ამბები

ჩაქუჩი, ორი დანა და ამფეტამინი - ათენის სკოლაში თავდასხმის გამო 19 წლის ქართველს ბრალი წარუდგინეს

ათენში მომხდარი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 19 წლის ქართველი, რომელმაც სკოლის მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დაჭრა, უკვე დაკავებულია, თუმცა მან...

ზოგადი

1711534125

საზოგადოება

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ბიჭის მშობლები გახდებიან

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ბიჭს მშობლები გახდებიან. სასიხარულო ამბავი ხვიჩა კვარაცხელიამ ცოტა ხნის წინ თავად გააჟღერა.

ზოგადი

1711529850

ახალი ამბები

2 დაღუპული და 3 დაშავებული - უმძიმესი ავარია ლანჩხუთში

ლანჩხუთში, სოფელ ლესაში, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა – ინფორმაციას gurianews ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 26 მარტს მოხდა. მათივე ცნობით,  ერთმანეთს...

ოზურგეთი

1711525288

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი სანამ დასკვნებს გამოიტანთ, ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია კარგად შეისწავლოთ. ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა - მათი სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ....

ჰოროსკოპი

1711522200

ახალი ამბები

ჩვენ საქართველოსთან ერთად აღვნიშნავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება. „ჩვენ საქართველოსთან ერთად აღვნიშნავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! ვულოცავ ყველას და წარმა...

ზოგადი