საქართველოს განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციის განსაზღვრასთან დაკავშირებულ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოფიცრის ფუნქცია სასკოლო საზოგადოების კონტროლი იქნება.
„გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის პირველი ივნისიდან შესული ცვლილების თანახმად, ყველა საჯარო სკოლას, ისევე, როგორც სხვა საჯარო დაწესებულებებს, განესაზღვრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება.
დაწესებულებების ორგანიზაციულ სტრუქტურაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის გათვალისწინება მონაცემთა დამუშავების პროცესის კანონიერების ხელშემწყობ საკვანძო ზომად განიხილება როგორც ევროკავშირში, ისე მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის მქონე სხვა არაერთ სახელმწიფოში მოქმედი სამართლებრივი რეგულირებით, რამდენადაც აღიარებულია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ეფექტიანი საქმიანობა მნიშვნელოვნად ამცირებს დაწესებულებაში მონაცემების კანონშეუსაბამოდ დამუშავების რისკებს.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოვალეობაა, დაეხმაროს მის დამსაქმებელ დაწესებულებას პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად აღქმაში და გაუწიოს ქმედითი კონსულტაცია აღნიშნულ ვალდებულებებთან სრულყოფილი თავსებადობის უზრუნველსაყოფად.
კერძოდ, მისი ფუნქციების ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ვალდებულია, დაწესებულებას მოუწოდოს, რომ ნებისმიერი პირის პერსონალური მონაცემი დამუშავდეს მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ დასაშვებ შემთხვევებში, სათანადო აუცილებლობის არსებობისას და უსაფრთხოების ზომების სათანადო დაცვით. გარდა ამისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი დაწესებულებასთან შეხებაში მყოფი მოქალაქეებისთვის წარმოადგენს საკონტაქტო პირს, რომლისგანაც მათ შეეძლებათ მიიღონ ინფორმაცია და კონსულტაცია მათი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
ასეთი ფუნქცია-მოვალეობების პირის სკოლაში საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც როგორც აღნიშნული კანონის, ისე სხვა ეროვნული თუ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტების თანახმად, სკოლებს, როგორც არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ დაწესებულებებს, მონაცემთა დაცვის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტის დამკვიდრება ევალებათ“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, იმ სკოლებს, რომლებსაც მოცემული დროისთვის არ აქვთ შესაბამისი კადრის დამოუკიდებლად მოძიების რესურსი, შესაძლებლობა ექნებათ, შუამდგომლობით მიმართონ რესურსცენტრს, რის საფუძველზეც, სკოლაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციებს განახორციელებს რესურსცენტრის მიერ განსაზღვრული რესურსცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი.
„აქამდეც, წერილობითი მომართვის საფუძველზე, რესურსცენტრი განსაზღვრავდა შესაბამის თანამშრომელს, რომელიც კონკრეტული მიმართულებით სკოლას უწევდა დახმარებას, მათ შორის, განსაზღვრავდა იურისტს, რომელიც სამართლებრივ დახმარებას უწევდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.
აქედან გამომდინარე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ოპოზიციური პარტიის მიერ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება და უსაფუძვლო ბრალდების გაჟღერება მხოლოდ და მხოლოდ სისტემისთვის ზიანის მიყენებას და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
1742233663
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ ყველა ლანძღავს, ყველამ უარყო - ეს ხალხი წარმოადგენს აგენტურას და აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება
სალომე ზურაბიშვილი ზუსტად 1 კვირის წინ იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი და უცებ დაეწყვნენ, ყველა ლანძღავს და ყველამ უარყო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარ...
1742233013
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: უდიდესი უტიფრობაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, ადამიანს, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა
ეს არის უდიდესი უტიფრობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა...
1742232107
საზოგადოებამამუკა მდინარაძე - ამ ფონდების მიზანი გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებაც გახლავთ, გეუბნებიან, დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას
არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ დავუჯეროთ პროკურატურას, საკუთარი თვალით ნანახი და საკუთარი ყურით გაგონილი იმავეს ადასტურებს, რასაც დღეს პროკურატურა ამბობდა თავის განცხადებაში, – ამის შესახებ „ქარ...
1742230972
სპორტიგიორგი მიქაუტაძე: ჩემი გატანილი გოლი ძალიან მომეწონა, „ლიონში“ ჩემი საუკეთესო კვირა იყო
„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ლე ავრთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც მან 13 წუთში გოლით და ორი საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა, კომენტარი გააკეთა. როგორც გიორგიმ აღნიშნა, მას საუკეთესო კვირა...
1742230581
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე
საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებზე , - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებ...