"სავარაუდოდ თებერვლის დასაწყისში საქართველოში დავბრუნდებით - დათიკომ იცის, რომ მას საქართველოში უამრავი ადამიანი ელოდება"

"ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დათი შეძლებს სრულფასოვან ცხოვრებას", - ამის შესახებ დათი ქოქრაშვილის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მან ისაუბრა დათის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ და სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.

"ძალიან დიდი ძალა და მოტივაციაა დათიკოსთვის ხალხის მხარდაჭერა და უდიდესი სიყვარული, რომელსაც ხალხის მხრიდან ვგრძნობთ.

გულშემატკივრების გვერდში დგომას დათიკო ძალიან აფასებს და დიდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

დათიკომ იცის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს მისი იმედი და არ უნდა მათ იმედი გაუცრუოს.

ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და ეს განწყობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. მე მწამს ამის და ამის სჯერა ჩვენს ოჯახს და ყველა ჩვენს ახლობელს.

უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას. რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, ფაქტობრივად ჭრილობაზე ხდება პროთეზის დამაგრება და მაინც სირთულეებთანაა დაკავშირებული. როგორც ექიმმა გვითხრა, საჭიროა დრო გავიდეს, რაც აუცილებელია ადაპტაციისთვის.

კანიც უნდა გაუხეშდეს, რათა ადვილი იყოს პროთეზის მოხმარება. თბილისში ჩამოსვლისთანავე უნდა ვატაროთ რეაბილიტაციის ცენტრში ინტენსიურად, რათა მივიღოთ სასურველი შედეგი. უნდა წონაში დაიკლოს და რაც მთავარია მოძლიერდეს. სანამ ყავარჯნების თავისუფლად გამოყენებას არ შეძლებს, მანამდე პროთეზის გამოყენება დათის გაუჭირდება. მაქსიმალურად უნდა მოვაძლიეროთ.

ახლა ვფიქრობ, რომ პროთეზზე საუბარი და მისი გამოყენება ცოტა ადრე იყო. კარგად უნდა შეხორცებულიყო ჭრილობა და თვითონაც უფრო მეტად მზად უნდა ყოფილიყო. დიდი მოლოდინი გვქონდა და ახლა როდესაც პრაქტიკაში მოხმარებისას გაგვიჭირდა, ბავშვს ცოტა დემოტივაცია გაუჩნდა.

როდესაც ხედავს, რომ ისე ვერ დადის, როგორც ეგონა ივლიდა და ამის მოლოდინი ჰქონდა, ახლა მოდუნდა და განიცდის.

მეც ძალიან განვიცდი, რადგან ჩვენც სხვანაირად გვეგონა. იმაზე გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. პროთეზი გადმოგვეცა ისე, როგორც ექიმმა გვითხრა,მაგრამ ჯერ კიდევ დასახვეწია.

პერიოდულად უმუშავებენ იმ ადგილებს, სადაც ტკივილს გრძნობს. ყველანაირად ცდილობენ, რომ დახვეწონ და მოარგონ სხეულს.

ველოდებით თანხების ბოლომდე გადაფარვას და სავარაუდოდ თვის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში საქართველოში დავბრუნდებით.

ახლა ინტენსიურად მკურნალობა უნდა გაგრძელდეს საქართველოში.

დათიკომ იცის, რომ მას საქართველოში უამრავი ადამიანი ელოდება. სულ ამბობდა, რომ ასე არ უნდოდა ჩასვლა საქართველოში და ხშირად ამბობდა , რომ მინდა ჩემი რკინის ფეხი ჩასვლა თბილისში და ვიცი ბევრი მელოდებაო.

ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დათი შეძლებს სრულფასოვან ცხოვრებას", - აღნიშნა ქრისტინე მამუკაშვილმა.

2022 წლის 31 მარტს, თბილისში, შარტავას გამზირზე 8 წლის დათი ქოქრაშვილს ავტომობილი დაეჯახა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

* "ვანო მერაბიშვილი დადიოდა და უცხოელებს ეუბნებოდა, ომი მიშამ დაიწყოო" - ნანუკა ჟორჟოლიანი

* გახარია: დროა, დასავლეთი გაერთიანდეს საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1711529850

ახალი ამბები

2 დაღუპული და 3 დაშავებული - უმძიმესი ავარია ლანჩხუთში

ლანჩხუთში, სოფელ ლესაში, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა – ინფორმაციას gurianews ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 26 მარტს მოხდა. მათივე ცნობით,  ერთმანეთს...

ოზურგეთი

1711525288

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი სანამ დასკვნებს გამოიტანთ, ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია კარგად შეისწავლოთ. ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა - მათი სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ....

ჰოროსკოპი

1711522200

ახალი ამბები

ჩვენ საქართველოსთან ერთად აღვნიშნავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება. „ჩვენ საქართველოსთან ერთად აღვნიშნავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! ვულოცავ ყველას და წარმა...

ზოგადი

1711518480

ახალი ამბები

ბრიტანეთის საელჩო: გილოცავთ! კიდევ ბევრი გამარჯვება საქართველოს! ყოჩაღ!

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ეხმაურება. „გილოცავთ! კიდევ ბევრი გამარჯვება საქართველოს! გილოცავთ საქართველო! ყოჩაღ“, - წერს ბრიტანეთის საელჩო. საქ...

ზოგადი

1711515372

სპორტი

ერის გამაერთიანებელი გამარჯვება-საქართველო Euro 2024-ზე ითამაშებს!

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. დაძაბული მატჩ...

Nakrebi