ვინ არის ილნაზ გალიავიევი, რომელმაც დღეს ყაზანის სკოლაში 9 ადამიანი მოკლა – დაკითხვის დეტალები, რას ყვებიან მასსზე კლასელები

დღეს რუსეთში, კერძოდ ყაზანში,  19 წლის ილნაზ გალიავიევი N175 -ე  სკოლას თავს დაესხა.

თავდამსხმელი თავის თავს ღმერთს უწოდებს. მან დილით, თავდასხმამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ  მოკლავდა “უზარმაზარი რაოდენობის ბიონაგავს“, შემდეგ კი თავს მოიკლავდა.

თავდასხმის შემდეგ მისი ცოცხლად აყვანა შეძლეს, იგი დაკითხვაზე არაადეკვატურად იქცეოდა და იგინებოდა.

სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო თავდამსხმელის დაკითხვიდან. ის გისოსებზეა მიჯაჭვული, რათა გამომძიებლებსაც არ დაესხას თავს. დაკითხვისას ცდილობდნენ, რომ დაედგინათ თავდასხმის მიზეზი, თუმცა ჩანს, რომ ბიჭი საღ ჭკუაზე არ არის. გამომძიებლებს სახეში უყვიროდა, ის ყველაზე მეტად გაღიზიანდა, როცა დაკითხვისას ავადმყოფად მიიჩნიეს.

“2 თვის წინ თავი ღმერთად შევიცანი, ზაფხულში კი ჩემში მონსტრმა გაიღვიძა. მე ყოველთვის ყველა მძულდა და კიდევ უფრო შემძულდა. ეს ჩემთვის არავის უთქვამს, ჩემით მივხვდი,” – ყვიროდა დაკითხვისას ილნაზ გალიავიევი.

პოლიციის  ინფორმაციით, გალიავიევი დამოუკიდებლად მოქმედებდა.თავდასხმისას გამოიყენებული იარაღი მასზე იყო რეგისტრირებული.

ილნაზის ყოფილი კლასელები ყვებიან, რომ ის წყნარი და უკონფლიქტო ბავშვი იყო, თუმცა დაკითხვის ვიდეომ სულ სხვა რამ აჩვენა.

თავდასხმის შედეგად დაღუპულია 9 ადამიანი – 7 ბავშვი და 2 მასწავლებელი. დაჭრილია 21 ადამიანი.

ილნაზ გალიავიევი სკოლასთან დააკავეს, დაკავებისას მან სამართალდამცავებს განუცხადა, რომ მის სახლში ბომბი იყო დამონტაჟებული, თუმცა ეს შემოწმების შემდეგ სიცრუე აღმოჩნდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, გალიავიევი მორწმუნე არ იყო, ამიტომ ისინი რელიგიურ მოტივს გამორიცხავენ.

12 მაისი გლოვის დღედ არის გამოცხადებული. საგამოძიებო კომიტეტმა საქმე მასობრივი მკვლელობის მუხლით აღძრა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, ყაზანის გიმნაზიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პრეზიდენტი სამოქალაქო იარაღის მიმოქცევის წესების სასწრაფო გამკაცრებას ითხოვს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714151170

ახალი ამბები

გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20...

შემთხვევები

1714149628

მსოფლიო

„უკრაინაში იარაღსა და აღჭურვილობას ამ კვირაში გავგზავნით“ - აშშ-ის პრეზიდენტი

შეერთებული შტატები უკრაინაში დაპირებული იარაღის გაგზავნას ამ კვირაში დაიწყებს, როგორც მისი ბოლო დახმარების პაკეტის ნაწილი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  „ოთხშაბათ...

ააა

1714148335

ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და...

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი

1714147824

ახალი ამბები

„საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“ - ვლადიმერ ბოჟაძე

„ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ, რა დაწერა: „დღესაც, მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. გაქრისტიანდაოს მაგივრად, გაქართვე...

ვლადიმერ ბოჟაძე

1714145474

ახალი ამბები

ავარია თემქაზე - არიან დაშავებულები

თბილისში, თემქაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული და დაშავებულებს შესაბამისი დახმარება იქვე გაუწიეს.  თვითმხილველ...

ავარია თემქაზე