„ყოველი წლის საპატიო და ყველასათვის საყვარელი მოქალაქე გიორგი (გიგა) ბათიაშვილი გარდაიცვალა“ - დავით გადელია

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი, დავით გადელია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ გარდაიცვალა არქიტექტორი გიორგი (გიგა) ბათიაშვილი.
„ჩემს თავზე ვიტყვი, სხვას რომ არ ეწყინოს; ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი და ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია. ბოლო დროს, გარემოების გამო, ცოტა მეტად დავჭირდით ქალაქს და მოქალაქეებს და ქალაქმაც ჩვენი ყოველდღიური, ნამცეცა შრომა ასმაგად დაინახა, ასმაგად დააფასა და შარშან ჩემთვის უხერხულობამდე დიდი - თბილისის საპატიო მოქალაქეობა მომანიჭა.
უღრმესი მადლობა ცხადია, მაგრამ მაინც ეს დაფასება მსოფლიოში მიმდინარე ამ მოვლენების, დროებითი ჭირის გამოძახილი და პასუხია.
ამ დილით გარდაიცვალა ადამიანი, რომლის ყოველდღიური მოღვაწეობა იყო ქალაქზე ზრუნვა, თავისი საყვარელი ქალაქის (და არა ცალკე კორპუსების) შენება, ათეული წლების განმავლობაში! მართლაც, ყოველი წლის საპატიო და ყველასათვის საყვარელი მოქალაქე გიორგი (გიგა) ბათიაშვილი!
ძალიან ვწუხვარ. თითქოს გუშინაც კი იმედიანად ვიყავით, მაგრამ ავმა სენმა სასიცოცხლო ძალები გამოულია..
დღეს თბილისი, ერთი ძალიან დიდი მოქალაქის, დიდი მოამაგის გარეშე დარჩა..“,
- წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დავით გადელია.
ცნობისთვის, არქიტექტორ გიორგი (გიგა) ბათიაშვილის ძირითადი ნამუშევრებია: თბილისის მეტროპოლიტენის სადგური "300 არაგველი". თბილისის ფუნიკულიორის ქვედა სადგური.
იტალიელთა წინააღმდეგობის მოძრაობის გმირთა მემორიალი პერეზაში (ქ. არონის მახლობლად, იტალია, 1972; მოქანდაკე თეიმურაზ გიგაური).
თბილისის ისტორიული უბნების — შარდენის ქუჩის, ბამბის და რკინის რიგების, კონსტანტინე ლესელიძისა და დუტუ მეგრელის ქუჩების, ღვინის აღმართის, ქარვასლის, სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია და ორბელიანთ უბნის განაშენიანების რეკონსტრუქცია-რეგენერაცია, ასევე ძველი თბილისის ცალკეული შენობები.
ბათიაშვილი ავტორია „მეიდნის“, ქეთევან წამებულის პროსპექტისა და ბარათაშვილის აღმართის მიმდებარე ტერიტორიის.
ასევე საინტერესოა:
1741589255
ახალი ამბები„საზოგადოება კარგად ხედავს, რა დღეში ჩააგდო „დიფ სთეითმა“ ევროკავშირი, მისი ეკონომიკა და ქვეყნები“ - მამუკა მდინარაძე
„მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში „დიფ სთეითის“ დამარცხება“...
1741587303
მსოფლიოტრამპი: შეერთებულმა შტატებმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „თითქმის“ განაახლა
ვაშინგტონმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „თითქმის“ განაახლა და საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებებისგან დადებით შედეგებს ელის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 მარტ...
1741585418
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათაც და თავიანთმა პატრონებმაც ძალიან კარგად იციან, სად არის მათი რეიტინგი, თუ რაიმეს თავი აქვთ, ყველაზე კარგი ტესტი ყოველთვის არის არჩევნები
„კოლექტიური ნაცმოძრაობის ეს დანაყოფები დამოუკიდებლად ვერასდროს ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას, რა დავალებაც მოდიოდა მათი პატრონებისგან, ასრულებდნენ იმას“, - ასე შეაფასა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნ...
1741584018
ახალი ამბებისაჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო
საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 16 მარტის ჩათვლით დაისვენებენ. საჯარო სკოლებში სასწავლო წელი პ...
1741583062
ახალი ამბები10 მარტს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 10 მარტს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:...