„არაა ჩემი საქმე მდიდარი კაცის მსახურებაო, კალმისტარი დააგდო და წავიდა“ – მარინა სალუქვაძე დათო ტურაშვილზე

ცნობილი ჟურნალისტი მარინა სალუქვაძე მწერალ დათო ტურაშვილთან დაკავშირებით  წლების წინ მომხდარ ამბავს იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს:

„2002 წელს დავიწყე ტელეკომპანია იმედზე მუშაობა. 5 კაცი დამხვდა –  ბიძინა ბარათაშვილი, ოთარ შამათავა, გია ტოგონიძე, ზვიად ქორიძე და გიორგი კიკნაძე – მაშინ ჟორიკა იყო იმედის დირექტორი. მეექვსე მე ვიყავი. ჯერ იმედის შენობაც არ იყო და აკადემქალაქში, „აუდიენციის“ დიდ მანსარდაზე გვქონდა ოფისი და ყველა ერთად ვისხედით. ნელ-ნელა გავიზარდეთ და  გავბევრდით. ხელფასი იმ დროისთვის შესაშური გვქონდა, ენთუზიაზმი ცამდე, მონდომება  უზარმაზარი! ყველა ოცნებობდა იმედზე მუშაობის დაწყებას. საინტერესო საქმესთან ერთად მატერიალური კეთილდღეობა ყველას ხიბლავდა.

ერთ დღესაც შემოგვიერთდა დათო ტურაშვილი, ჩვენი საყვარელი ტურიკა. 3 დღე იარა. ჩემთან ახლოს იჯდა. გადაშლიდა რვეულს, დაიკავებდა კალმისტარს,  სადღაც იყურებოდა და არაფერს არ წერდა. უცებ დააგდო კალმისტარი, ადგა და თქვა წავედიო. რატომ-თქო ვკითხე. არაა ჩემი საქმე მდიდარი კაცის მსახურება, თავისუფლება მირჩევნია ყველანაირ ხელფასსო, არ შემიძლიაო თქვა და წავიდა.

ზოგმა თქვა გაუფრენიაო. მე კი ჩუმად შემშურდა…

გუშინდელივით მახსოვს

რაც შეეხება მის გარშემო ატეხილ ბინძურ კამპანიას – ტურიკა ვინმეს სამსახურში თუა, ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყანაა და არც ერთმა ანგაჟირებულმა პერსონამ არ გაბედოს მასზე ცუდის თქმა!!! სად იყავით, როდესაც ეს გულანთებული ბიჭი გარეჯის გადასარჩენად დარბოდა?!!! სად იყავით როდესაც გაგანია კომუნისტების დროს ავაზაკს პირში ეუბნებოდა სიმართლეს?!!! სად იყავით როდესაც მისმა გულმა სიბინძურეს ვერ გაუძლო და კინაღამ გამოგვეცალა ხელიდან???

ააა, მისი ემოციური საუბარი გაღიზიანებთ? რასაკვირველია, ვინმე შეიძლება არ დაეთანხმოს, სხვაგვარად ფიქრობდეს, რაც ნორმალურია,  მაგრამ ოპონირებისას სახე არ დაკარგოთ!!! მავანმა “ისტერიჩკადაც” გაბედა ტურიკას მონათვლა! საცოდავებო, თქვენგან განსხვავებით ტურიკას გული სამშობლოთია სავსე…

მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ ოქროს ბიჭო ❤️

P.S. ამ გახსენებით არც ბადრის დაკნინება მიფიქრია და არც იმედის გუნდის, სადაც ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობდა!!!“, – წერს მარინა სალუქვაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713991069

საზოგადოება

25 აპრილს შუქი მთელი დღით გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს: ნაძალადევის რაიონ...

შუქი დენი

1713989425

სპორტი

თუ ამას არ აკეთებ, ქათამი ხარ, ერთადერთი, რის გამოც ის ჩემთვის საინტერესოა, ქამარია - თოფურია ჰოლოუეისთან ჩხუბზე

,,ჰოლოუეის მეტოქედ განვიხილავ მხოლოდ ერთი რაღაცის გამო და ეს BMF-ის ქამარია, რაც მას აქტუალურს ხდის, არ არსებობს სხვა მიზეზი, რის გამოც ის ჩემთან სატიტულო ბრძოლას იმსახურებს", - ამის შესახებ UFC-ის პი...

მებრძოლი ილია თოფურია

1713987644

საზოგადოება

„როცა ჩემს პირად ცხოვრებაზე ვილაპარაკე, ისეთი ადამიანები მესროდნენ ქვას, ვისაც იგივე გავლილი აქვს“ – რუსუდან მუმლაძე

მომღერალი რუსუდან მუმლაძე გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. „როცა ჩემს პირად ცხოვრებაზე ვილაპარაკე, ისეთი ადამიანები მესროდნენ ქვას, ვისაც იგივე გავლილი აქვს ან...

რუსუდან მუმლაძე

1713984564

საზოგადოება

ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები 25-28 აპრილს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის ოთხივე დღის ფინალური ბლოკის პირდაპირტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ. გ...

ააა

1713982219

სოციალური მედია

ბექა ჩხაიძე ლაზარე გრიგორიადისზე: ტენდერი და მუსიკაო - ნაცების დროს ცოცხლად ატყავებდნენ ბიჭებს და ეს რაზე წუწუნებს

,,ტენდერიო ბიჭოო და მუსიკაო - ნაცების დროს ატყავებდნენ ბიჭებს ცოცხლად და ეს რაზე წუწუნებს" - წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ბექა ჩხაიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ ოჯახურ ძალადობასა და პოლიციე...

ბექა ჩხაიძე