„ბევრი საერთოდ იმიტაციას აკეთებს რომ ყველაფერი წესრიგში აქვს და წარმატებულია“ - ქრისტინა ოსაძე

გახსოვთ მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი? იწყებდი კითხვას და სკდებოდი სიცილით. ცოტა ხანში მორიგი ხუმრობა არც ისე სასაცილოდ გეჩვენებოდა. შემდეგი კიდევ უფრო აღარ გაცინებდა. ეს დოფამინის ფოკუსია - ნეირომედიატორის, რომელიც ტვინში გამოიყოფა მაშინ, როცა რაღაც ფაზლი ეწყობა. მით უმეტეს ხუმრობაში - მოულოდნელი და სასაცილო დასასრული. 

დოფამინი გამოიყოფა მაშინაც, როცა „ვსქროლავთ“ და გვხვდება ათასნაირი მოულოდნელი სიუჟეტი.

მოწერილები „მესინჯერში მისგან, ვისგანაც ელოდი ან არ ელოდი. გამოიყოფა და გამოიყოფა დოფამინი, რომლის მარაგები ნამდვილად არაა ულევი და ითხოვს დროს შევსებისთვის. 

ნეირომედიატორი დოფამინი აღმოაჩინა შულცმა მაიმუნებზე ცდებისას.

შულცის მაიმუნს დოფამინი გამოეყოფოდა ჭარბად როცა რაღაც ფიგურებს სწორად აწყობდა ეკრანზე და ამაში იღებდა ჯილდოს - ბანანს.  რას აკეთებს შულცის მაიმუნი ამ დროს? ეკვრის ეკრანს. რას აკეთებს ადამიანი რომელიც „სქროლავს“? კიდევ უფრო მაგრად ეკვრის ეკრანს და კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით აგრძელებს „სქროლვას“. ამაშია იაფფასიანი დოფამინის საიდუმლო.

შედეგად ვიღებთ დაღლილობას, გვეზარება ჭურჭლის რეცხვა, სერიოზული წიგნის კითხვა, სახლის დალაგება და ა.შ. და კვლავ ვფიქრობთ, მოდი ისევ „ავსქროლავ“. ასე იკვრება მანკიერი წრე. 

არა და ნებისმიერი მოღვაწეობა, სამსახური მათ შორის, ითხოვს ჩართულობის, გატაცების შეგრძნებას, რომელსაც სწორედ დოფამინი იწვევს, რომელიც ასე სასტიკად და იაფფასიანი გზებით უკვე გახარჯული გვაქვს. 

ხომ გიგრძნიათ არაფერი რომ გინდათ, აღარაფერი გიტაცებთ, აღარ გაქვს დრაივი ცხოვრებისთვის, შინაგანად დაცარიელებულები ხართ და ვეღარ აკეთებთ რაღაც სერიოზულ და მნიშვნელოვან საქმეებს. 

სწორედ ეს იაფფასიანი დოფამინია მიზეზი ასეთი პოპულარული მოვლენის რომელსაც ეწოდება პროკრესტინაცია, ანუ საქმეების გადადება.

ამას მოსდევს ჰიპერაქტიურობის სინდრომი, ყურადღების დეფიციტის სინდრომი - რადგან მივეჩვიეთ პატარა ვიდეობისგან სიამოვნების მიღებას, რატომ ვუყუროთ რაღაც ხანგრძლივს, სერიოზულს, გასააზრებელს, დასაფიქრებელს? ასე გვაბითურებს ტვინი.

ხომ ხვდებით რომ ამ ნეირონული მექანიზმის (იაფასაიანი დოფამინი) მძევლები ვართ?

როგორ მივხვდეთ რომ პრობლემა გვაქვს?

რაღაც დროით შევწყვიტოთ იაფფასიანი დოფამინის მიღება და დავაკვირდეთ როგორ ვგრძნობთ თავს. 

თუ მშვიდად ვართ, ხასიათიც კარგი გვაქვს, ენთუზიაზმიც, მაშინ არ ვართ მასზე დამოკიდებული. 

თუ აღარ ვთამაშობთ თამაშებს, კაზინოს, არ შევდივართ სოც ქსელში, დავაკვირდეთ, რა დროში გვინდება ეს ყველაფერი? რატომ ვერ ვიწყებთ რამე სასარგებლო საქმეს რატომ განვიცდით შინაგანად დისკომფორტს?  იმიტომ რომ პრობლემა გვაქვს. არა და ეს ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი მიღწევები, მნიშვნელოვანი რაღაცეები რაც გასაკეთებელია. 

აქედანაა რომ იკლებს თვითშეფასება. ბევრი საერთოდ იმიტაციას აკეთებს რომ ყველაფერი წესრიგში აქვს და წარმატებულია. ვხარჯავთ და ვხარჯავთ დოფამინს (და არა მარტო). ან რანაირად ვიქნებით კარგ ხასიათზე? შემდეგ იმ დასკვნამდეც მივდივართ რომ ვართ „ლუზერები“ (უვარგისი, უხეირო ადამიანი) და ა.შ.

არა და უბრალოდ გვჭირდება დოფამინის დაგროვება. თუ არა და ჩავრეცხოთ ბარემ ჩვენი ცხოვრება უნიტაზში. 

სხვებს ვეუბნებით რომ არა, არ შეიძლება და თავად მაინც ვეპარებით ინფორმაციასაც, თამაშებსაც, და სოც ქსელებსაც. ვიღებთ და ვიღებთ უაზრო ფოტოებს, ვადებთ და ვადებთ ამ ფილტრებს. 

როდისღა ვცხოვრობთ ნამდვილ ცხოვრებას? თვალს რომ გაახელ და ეგრევე ტელეფონს ეძგერები. 

- ის იმას დაშორდა, იმან იმაზე იქორწინა, ამან ამდენი მოიპარა... და უკვე აღარ გინდა, გეზარება სამსახურში წასვლა, გეზიზღება სამსახური, გეზარება სახლის დალაგება, გეზარება მეცადინეობა... - ასეთია იაფფასიანი დოფამინის ეფექტი. 

ლამის ბედნიერების რეცეპტია იაფფასიან დოფამინს აარიდო თავი მაქსიმალურად და ეცადო დაიგროვო ტვინში ბუნებრივი ტემპით, მერე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე გემრიალდ დახარჯო თუნდაც ერთბაშად. 

ფსონი დევს მიღწევებზე, რომლებიც გაგრძნობინებენ რომ ტყუილად არ გიცხოვრია. როგორი ურთიერთობები გაქვს, გიხარია თუ არა ცხოვრება, რომ სიცოცხლე ფასეულია თავისთავად, 

ტექნოლოგიებს რას გავექცევით, მაგრამ ისე უნდა ვისწავლოთ ყოფნა რომ ამ ტექნოლოგიებმა არ დაგვანგრიონ. 

შეიძლება ისეთი დროც მოვიდეს, რომ ჩვენმა ფსიქიკამ ვერც შეძლოს ტექნოლოგიებთან ადაპტაცია ან მხოლოდ თვიგანადურებით შეძლოს ადაპტაცია.

ერთი სიტყვით უნდა ვაკონტროლოთ ვისზე ან რაზე ვხარჯავთ ამ შინაგან წიაღისეულს, ოქროს ფაქტობრივად. ჩვენს ძვირფას ნეირომედიატორებს, რომლებიც გვანიჭებენ ცხოვრების ხალისს. 

ძალიან ძნელია ებრძოლო იაფფასიან დოფამინს. ძალიან. 

ეს არის დღევანდელი ცხოვრების მთავარი გამოწვევა. ვირტუალური რეალობა, თან სოც ქსელები, თან თამაშები - დაკარგული ადამიანი. დოფამინური ბათქეები იცის ლაიქებმაც :)))) . ვისაც უსვამთ, მასში.

მაქსიმალურად მოკლედ მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა. 

მეგობრები, რომლებიც იაფფასიან დოფამინზე არიან შემჯდარი, მალე ვერც აღგვიქვამენ წესიერად მათ, ვინც რთულ დოფამინზე ზის, იტყვიან, - აუ ეხლა ამას მოუსმინე, გაუგე. და შენც ხომ აღარ გინდა მერე იმასთან ურთიერთობა. და ასე გაწყდება ურთიერთობები ნელ-ნელა. არა მარტო მეგობრებთან, შეყვარებულებთანაც და საერთოდ შეიძლება შვილებთან, და ა.შ.

კრისტინა ოსაძე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1701781315

ემიგრაცია

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

"გარდაიცვალა ბარში ემიგრანტი ნინო ბაიაშვილი" - ინფორმაციას ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ ფეისბუკ ჯგუფი ავრცელებ. "7 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა... ვუსამძიმრებთ დიდი მწუხარებით ოჯახს და ასევე ემიგრა...

იტალია

1701690168

საზოგადოება

2023/24 წლის ზამთარი რეკორდულ სიცხეს გვპირდება

ექსტრემალური ტემპერატურით გამორჩეული ზაფხულისა და შემოდგომის შემდეგ, 2023/24 წლის ზამთარი ასევე რეკორდულ სიცხეს გვპირდება: მიზეზი არის „ელ-ნინო“, პერიოდული მეტეოროლოგიური ფენომენი, რომელიც ზოგადად დაკ...

კლიმატი

1701688274

საზოგადოება

მიუნხენი - ბარის რეისი, რომელზედაც ქართველი მგზავრებიც იმყოფებიან უამინდობის გამო გადაიდო (ფოტორეპორტაჟი)

Exclusivetev-ს ფრენის გაუქმების შესახებ  ინფორმაცია, ემიგრანტმა ირმა მაისურაძემ მოაწოდა. ქართველი ემიგრანტი ამჟამად მიუნხენის აეროპორტში სხვა ქართველ მგზავრებთან ერთად იმყოფება. როგორც ირმა მაიუსურაძე...

მიუნხენი

1701682671

ემიგრაცია

ემიგრანტებმა საქართველოში რეკორდული თანხა 4,4 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს

ემიგრანტებმა საქართველოში 2022 წელს რეკორდული თანხა – 4,4 მლრდ დოლარი გადმორიცხეს. ამის შესახებ კვლევითი ცენტრის – PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც 2013-2022 წლების პერიოდს შეისწავლის. თ...

ემიგრაცია

1701680677

საქართველო

ბათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - დღეს პარტია აჭარის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. „ყველა მცდელობა იქნება განხორციელებული პარტიაში ერთობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ პასუხა...

საქართველო