"ხვიჩას არაფერი ეტყობა მაღალი შეგნების - ის მართლაც ლაღი სოფლელი ბიჭია..." - გია ეძგვერაძე

ხელოვანი გია ეძგვერაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:

"ხვიჩას ლიბერალური პლათფორმიდან უფლება აქვს რაც უნდა იმის სწამდესო - ასეთი ხმაც კი გავიგე! ამიტომ ასეთ გაუგებრობაში უნდა ნამდვილად გავერკვეთ!

"ის ბიჭი" არ არის ქუჩის ბიჭი, არც აიტიშნიკია და პარლამენტარიც კი არ არის! - ეს ბიჭი უნიკალური ვარსკვლავია, რომლსაც ძალები შესწევს მოხიკოს მთელი საქართველოს ბავშვები და თავისი ცხოვრების ყაიდაზე გადაიყვანოს! ეს კი უუუდიდესი ვალდებულებაა. "ეს ბიჭი" ახალგაზრდაა და ასევე სრულიად მიამიტი და იმას ქმედებს რაც "ჩვენმა ბედოვლათმა ქართულმა გარემომ" ჩაუნერგა. აი სწორედ ეს ხვიჩას-სარკეში არეკლილი ბედოვლათი გარემო, რომ არ გახდეს მისაბაძი ჩვენი ბავშვებისთვის ამისთვისაა ბრძოლა. ხვიჩას არაფერი ეტყობა მაღალი შეგნების - ის მართლაც ლაღი სოფლელი ბიჭია და სწორედ ეს ეხმარება მას მრავალმხრივ, რომ მისი ნიჭი ესე ლაღად გაიხსნას ფეხბურთში. მაგრამ ეს სილაღეა ისიც, რომ ხვიჩა ირეკლავს იმ სიმახინჯეებს რაც ქართულ გარემოში არსებობს. ლიბერალიზმი სარკისებრ ადამიანებს არ გულისხმობს როცა პიროვნების პლათფორმის პატივისცემას აღიარებს - ის პიროვნულ/გააზრებილ არსებობას სცემს პატივს. ხვიჩასთვის იბრძვის საპატრიარქო, რომ თავისი გავლენა დაამკვიდროს ხვიჩას გავლით და ეს ნამდვილად დიდი საშიშროებაა ჩვენი ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის. ეს ისტორია სამყაროში გაუთავებლად მეორდება. იგივე იყო კასიუს კლეიზე, რომელიც როგორც ცნობილია გახდა მუჰამედ ალი. რელიგიურმა დაჯგუფებამ ყველაფერი იღონა, რომ კასიუს კლეი ექცია მუჰამედ ალიდ! კიდევ კარგი, რომ მუჰამედს ძლიერი ინტელექტი აღმოაჩნდა (მისი "სმარტნესის" შესახებ ყველამ ვიცით) და არ იქცა "რელიგიურ რუპორად"! ხვიჩასნაირი პატარა ბიჭების აჭრა ძალიან ადვილად შეუძლიათ "რელიგიურ ვერბოვშჩიკებს" თავისი პოპულისტური ენა/იდეებით - ლიბერალური აზროვნების გაგება კი რთულია! ეს კომენტარიც კი მოწმობს ამას.

ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ "ხვიჩასათვის ბრძოლა" რელიგიური ჯმუხ/უვიცების "გამარჯვებით" არ დამთავრდეს და ხვიჩა ლალბისმქმნელი საპატრიარქოს რუპორად და ეკლესიამშენებლად არ გაფორმდეს. ეს პოლიტიკაა და პოლიტიკა "სოფთქეისი" არ არის - ამიტომ პოეტ რატიანის შემოგინებაც კი გამოსაფხიზლებლად ცუდი არ არის. თავად ხვიჩას ცხოვრებაზე მე არანაირად არ მაქვს დარდი - დასავლეთის დინამიკა მოახერხებს და გახდის ხვიჩას დსავლელს - რუსი ვარსკვლავები (მაგალითად ტენისის) უქცევია დასავლეთს დასავლელებად - ეს კი მართლა ძნელი საქმეა - რუსის გადასავლელება! - აი ხვიჩას გავლენა კი საქართველოზე - ეს დიდი პრობლემაა! - ვარსკვლავების კერპები, მათი ფანების კერპებად მექანიკურად იქცევიან!

ხვიჩა არ უნდა იქცეს საქართველოში ლიბერალური შეგნებისთვის უკუ დინამიკად "ერთი ნაბიჯი წინ ორი ნაბიჯი უკან".

(ჩემი დიდი თხოვნაა - გააზიარეთ ეს სტატუსი - ამ მომენტისთვის აქტუალურია.)",-წერს, გია ეძგვერაძე.

 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1685994920

საქართველო

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება

🔷 საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ს...

საქართველო

1685955897

ემიგრაცია

"ამიტომ არის საშიში ხანგრძლივი ემიგრაცია, ამიტომ არის საშიში ახალგაზრდების გადინება საქართველოდან" - ემიგრანტი იტალიიდან

ქართული გვარი რომ გაქვს ადამიანს ,მხოლოდ ეგ არ ნიშნავს რომ ხარ ქართველი ... ეროვნებას არ განსაზღვრავს მხოლოდ გვარი.. ადამიანი იმ ეროვნებისაა რომელ ერშიც და სოციუმშიც იზრდება....  ბავშვობიდან რუსეთში ,...

იტალია

1685740275

სპორტი

6 მედალი ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა- 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ ლერი...

Ჭიდაობა

1685733473

სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართვე...

nakrebi

1685732784

სპორტი

ისტორიაში პირველად-ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ქართული მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა-ევროპულ თამაშებზე ანა ნიკოიანი იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი ქართული მაგიდის ჩოგბურთისთვის ასეთ დიდ ტურნირზე ქართველი სპორტსმენის მონაწილეობი...

tenisi