„... მე ღმერთს ასე ვხედავდი. მას მერე დამეკარგა. ან მე დავეკარგე“ - გიორგი კეკელიძე სევდიან ამბავს იხსენებს

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„წუხელ მკითხეს, შენი ღმერთი როგორიაო. რწმენა ხმამაღალი საქმე არ მგონია, ამიტომაც ვლაპარაკობ ცოტას ან საერთოდაც არ ვლაპარაკობ. მაგრამ კითხვა ისეთი გამოდგა ან ღამე გამოდგა ისეთი, მაინც გადამძალა ფიქრმა და საბოლოოდ ასე ვიფიქრე, რომ მე ჩემი ღმერთი იმ ოთახში გავიცანი, სადაც ბებიაჩემი ლოცულობდა. ხოლო ბებიაჩემი ლოცულობდა ღამით, ოდნავ ჩაწეულ ლამფასთან ახლოს მიტანილი, შუქისკენ გადახრილი ლოცვანით. ისე მოხრილი, თითქოს სამყაროს ცოდვები აწვა.

იმ ოთახში მე და მას გვეძინა. და ლამფიდან წამოცდენილ ნავთის სუნში, სიტყვებში, ხან რომ სულაც ჩურჩულად იქცეოდა და ნაწყვეტებად ვიჭერდი – ,,ზესთა” ,,დიდითა წყალობითა შენითა” ,,ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი” – ვიჭერდი და მაზეპირდებოდა, მოხუცის მოცახცახე ჩრდილის ჩრდილში – დავინახე ჩემი ღმერთი.

როგორია? რომც გითხრათ, ვერ გაიგებთ. ისევე, როგორც მე თქვენსას.

ის შეიძლება ერთია, მაგრამ ყველასთვის სხვანაირი. უსათუოდ. როცა ბებია იძინებდა, სახეზე ოდნავ, სულ ოდნავ, ფრთხილ ღიმილს ვატყობდი. ბებია დღისით ვერასდროს იცინოდა. და ასე მგონია, რომ ღმერთი იქვე, ხის დაღლილ სკამზე იჯდა, სადაც მისი თავშალი, ჭიქა, ჭიქის გვერდით გაწურული ლიმონი, სათვალე, სამი ძველი წიგნი იდო და ყველაფერი ეტეოდა. იჯდა და ბებიას გარდაცვლილ შვილს ასიზმრებდა. და ბებია იღიმოდა. მე ღმერთს ასე ვხედავდი. მას მერე დამეკარგა. ან მე დავეკარგე.

არ ვიცი. მაგრამ თუ შემხვდება, აუცილებლად ვიცნობ. ვიცნობ, რადგან საღამოობით, როცა თვალს დავხუჭავ, სულ იმ ოთახში, ლამფის სუნით გაგუდულ ოთახში ვარ და ბებიაჩემის ბუტბუტი მესმის“, - წერს გიორგი კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ქართველი მილიარდერი საქართველოში საცხოვრებლად ბრუნდება - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შემ­დეგ, Forbes-ის მი­ლი­არ­დე­რე­ბის რე­ი­ტინ­გში, კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მოხ­ვდა

🔵 რა გელოდება დღეს? - 14 ნოემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები