,,თანამედროვეობის ამ ყველაზე დიდი ტყუილის კონსტრუირებაში „ნაცების“ რეჟიმმა, მათმა განათლების სისტემამ და ინტელექტუალურმა კლასმა გადამწყვეტი როლი ითამაშა” - რას წერს ლუკა ეხვაია

 ის დაძაბულობა, რომელიც თან სდევს საზოგადოების ღრმა ღირებულებით და იდეოლოგიურ პოლარიზაციას სრულიად ლოგიკური და კანონზომიერი გაგრძელებაა იმისა, რაც 90-იანი წლებიდან საქართველოში ხდებოდა. პრობლემის საფუძველთა საფუძველი ისაა, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობებიდან დაწყებული უკლებლივ ყველა მთავრობით გაგრძელებული ხალხს ატყუებდა, ილუზიებში აცხოვრებდა და დასავლეთის იდეალიზებულ, საკრალიზებულ და რომანტიზებულ სახე-ხატს უხატავდა, - ამის შესახებ პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია სოციალურ ქსელში წერს.

მისი განმარტებით, თანამედროვეობის ამ ყველაზე დიდი ტყუილის კონსტრუირებაში „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა, მათმა განათლების სისტემამ და ინტელექტუალურმა კლასმა გადამწყვეტი როლი ითამაშა, ეს ტყუილი რამდენიმე შრისაგან შედგება.

ლუკა ეხვაიას თქმით, ამ მრავალშრიანი საუკუნის ტყუილის დეკონსტრუქცია თუ არ მოხდება, საქართველო და ქართველი ხალხი, ადრე თუ გვიან, განწირულია ღრმა კრიზისისთვის, რასაც შესაძლოა ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაუქმებაც მოჰყვეს, ამიტომ სასწრაფოდ დასაწყებია განათლების სისტემისა და მეცნიერების ფუნდამენტური რეფორმა.

„ის დაძაბულობა, რომელიც თან სდევს საზოგადოების ღრმა ღირებულებით და იდეოლოგიურ პოლარიზაციას სრულიად ლოგიკური და კანონზომიერი გაგრძელებაა იმისა, რაც 90-იანი წლებიდან საქართველოში ხდებოდა. პრობლემის საფუძველთა საფუძველი ისაა, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობებიდან დაწყებული უკლებლივ ყველა მთავრობით გაგრძელებული ხალხს ატყუებდა, ილუზიებში აცხოვრებდა და დასავლეთის იდეალიზებულ, საკრალიზებულ და რომანტიზებულ სახე-ხატს უხატავდა. თუმცა, თანამედროვეობის ამ ყველაზე დიდი ტყუილის კონსტრუირებაში ნაცების რეჟიმმა, მათმა განათლების სისტემამ და ინტელექტუალურმა კლასმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ეს ტყუილი რამდენიმე შრისაგან შედგება, პირველი შრეა ქართულ კულტურასა და დასავლურ კულტურას შორის ტოლობის დასმა. ათწლეულებია გვარწმუნებენ, რომ ჩვენი კულტურა ექსკლუზიურად, მხოლოდ და მხოლოდ ევროპული კულტურის ნაწილია და სხვა ყველა კულტურული მინარევისგან კრისტალიზებულია. ერთი მხრივ, ეს თავსმოხვეული ისტორიული ნარატივი ქართული კულტურის უნიკალურობას კლავს და ახშობს, მეორე მხრივ, თავის თავშივე მოიცავს დასავლეთის სხვა ცივილიზაციებთან და კულტურებთან შედარებით აღმატებულობას და ჩვენს მონურ სურვილს, ამ „აღმატებული“ სივრცის ნაწილი გავხდეთ. ტყუილის პირველი შრეზე უკვე მარტივად დააშენეს მეორე შრე, როდესაც ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნისთვის ეგზისტენციალურ საჭიროებად და გარდაუვალ მომავლად დაგვისახეს, ფაქტობრივად, ქვეყნის არსებობა გაუტოლეს ევროკავშირში, მოკვდავ და დროებით ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რითაც დასავლეთის საკრალიზაცია თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა.

მაშინ, როდესაც ერთადერთი ჯანსაღი მიდგომა იქნებოდა ევროკავშირი განგვეხილა ჩვენი საზოგადოებისთვის მეტი კეთილდღეობის შექმნის საშუალებად და ინსტრუმენტად, ევროკავშირი დაგვისახეს, როგორც საბოლოო მიზანი და დანიშნულების ადგილი, აღთქმული მიწა და ჩვენი ყველანაირი პრობლემის პანაცეა. შესაბამისად, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ყველანაირი მსხვერპლის გაღება მიზანშეწონილად გამოაცხადეს, რითაც ჩვენი ეროვნული ინტერესები, უსაფრთხოება და კულტურული თვითმყოფადობა უკანა პლანზე გადავიდა.

ეპოქალური ტყუილის ბოლო ზედნაშენი ისაა, რომ ნატო ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი უალტერნატივო უსაფრთხოების ქოლგაა - ალიანსი, რომელმაც 90-იან წლებში ომის მანქანად ჩამოყალიბება დაასრულა (გავიხსენოთ ბელგრადის დაბომბვა, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის კამპანიები), ამერიკული ექსპანსიის მთავარ ინსტრუმენტი გახდა და რომლის გაფართოების პოლიტიკაც უკრაინის ომის პროვოცირების მთავარი მიზეზი გახდა. ნატოს ალიანსში საქართველო რომ არასოდეს მიიღებენ და ჩვენს გამო რუსეთთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში არ შევა, ამას დღემდე გვიმალავენ. არის მეორე ჰიპოტეტური სცენარიც, საქართველოს ნატოში ფორსმაჟორულად შეყვანა და რუსული სამხედრო მანქანის მორიგ სამიზნედ გადაქცევა, რაც ქვეყნის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ამ მრავალშრიანი საუკუნის ტყუილის დეკონსტრუქცია - გაშიფვრა და გაუქმება თუ არ მოხდება, საქართველო და ჩვენი ხალხი, ადრე თუ გვიან, განწირულია ღრმა კრიზისისთვის, რასაც შესაძლოა ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაუქმებაც მოჰყვეს. ამიტომ სასწრაფოდ დასაწყებია განათლების სისტემისა და მეცნიერების ფუნდამენტური რეფორმა, ახალი კვლევითი ინსტიტუტებისა და ალტერნატიული მედია პლატფორმების შექმნა-დაფინანსება, ეს ყველაფერი კი იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ ადამიანებმა სინამდვილისა და რეალობის აღქმა დაიბრუნონ, მეტი ცოდნა და ალტერნატიული ინფორმაცია მიიღონ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და ქვეყანა თავის გამრუდებულ წარმოდგენებსა და აღქმებს არ გადააყოლონ“, - წერს ლუკა ეხვაია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1733150120

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8478 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7794 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1733145894

საზოგადოება

„ვისაც გინდათ ტოლობის დასმა 7 ნოემბერსა და დღევანდელ რეალობას შორის, აშკარად, მშვიდობიანი აქციის სხვადასხვანაირი განმარტება გვაქვს... უნდა გავიაზროთ, რომ მიმდინარე აქციები არაფერ კავშირშია მშვიდობიან პროტესტთან“ - მარიამ ზაქარიაშვილი

საკრებულოს წევრი მარიამ ზაქარიაშვილი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც პარალელს ავლებენ 7 ნოემბრის დღესთან. როგორც მარიამ ზაქარიაშვილი სოციალურ ქ...

მარიამ ზაქარიაშვილი

1733143357

საზოგადოება

„სამწუხარო ამბის შემდეგ, მინდა დაგამშვიდოთ, ყველაფერი რიგზე მაქვს, ფიზიკური დაზიანებები არ მიმიღია“ - გიორგი მიქაუტაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლიონის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე მასზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, გულშემატკივრებს მიმართავს. როგორც გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს, ფიზი...

 გიორგი მიქაუტაძე

1733139542

საზოგადოება

„ემიგრანტები სამარცხვინოები ხართ... ჩამობრძანდით, თუ ასე გინდათ საქართველოს კეთილდღეობა აქედან მითხარი, აქედან მებრძოლე“ - თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა ემიგრანტებს

„ემიგრანტები სამარცხვინოები ხართ“, - ასე მიმართავს ემიგრანტებს მუსიკოსი თამრიკო ჭოხონელიძე, რომელიც „მთავარ არხზე“ მუშაობს, მათ შორის მისი ვაჟი კოკო როინიშვილიც ამავე არხის თანამშრომელია. იგი ემიგრანტ...

თამრიკო ჭოხონელიძე

1733137218

საზოგადოება

ლიონში გიორგი მიქაუტაძის სახლი დააყაჩაღეს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლიონის“ წევრი გიორგი მიქაუტაძე საკუთარ სახლთან დააყაჩაღეს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს. როგორც franceinfo წერს, გიორგი მიქაუტაძე საღამოს საათებში თანმხლებ პირთა...

გიორგი მიქაუტაძ