დღეს საქართველო-ესპანეთი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, დინამო არენაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ტრადიციულად, ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართა. ვილი სანიოლთან ერთად მედიის კითხვებს ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხა.
💬 ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრას ვატარებთ. ესპანეთთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვფიქრობ, ჩემი მოთამაშეებისთვის საინტერესო იქნება ამ მატჩში მონაწილეობის მიღება. ერთა ლიგის შემდეგ, რომელიც გასულ წელს ვითამაშეთ, გულშემატკივარს მაღალი მოლოდინი აქვს, მაგრამ ფეხბურთი რთული სპორტია. რაღაცის ასაშენებლად დროა საჭირო. ჩვენ ვერ გავხდებით ევროპის საუკეთესო გუნდი ერთ დღეში. ესპანეთის ნაკრები მსოფლიოში გამორჩეული გუნდია. მეც და ჩემი ფეხბურთელები მოუთმენლად ველით მათ წინააღმდეგ თამაშს. მთავარია, მაღალი დისციპლინით ვითამაშოთ და მოედანზე ყველაფერი გავიღოთ, დანარჩენს კი, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ.
ყველა ტურნირს, სადაც ვმონაწილეობთ, პატივს ვცემთ. მართალია, ერთა ლიგის პლეი-ოფში ვართ და ეს თამაშები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მაგრამ, თუ პლეი-ოფში კარგად გვსურს თამაში, საკვალიფიკაციო ეტაპზეც მაღალ დონეზე უნდა ვიასპარეზოთ და თითოეული თამაში, როგორც პლეი-ოფის შეხვედრა ისე უნდა ჩავატაროთ. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და გამოცდილების მისაღებად ესპანეთის და ნორვეგიის წინააღმდეგ თამაში ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ მარტის თამაშებზე, თუმცა, თუ არ ვიფიქრებთ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებზე, იქ მაღალ დონეზე ვერ ვიასპარეზებთ. ასე რომ, ჩვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილება თამაშიდან თამაშამდე ფიქრი და მაღალ დონეზე ასპარეზობაა.
ბედნიერი ვარ, რომ სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა, რადგან ეს სტრესით სავსე პერიოდია. ახლა მოთამაშეებს მხოლოდ ფეხბურთზე შეუძლიათ ფოკუსირება. კარგი ტრანსფერები განხორციელდა ქართველი ფეხბურთელებისთვის. ეს აჩვენებს, რომ წამყვანი ევროპული ქვეყნები ქართველ მოთამაშეებს აკვირდებიან და ენდობიან.
ესპანეთი ისეთივე ძლიერია, როგორც ადრე იყო. ახალი მწვრთნელი ჰყავთ, განსხვავებული თამაშის სტილი აქვთ, თუმცა მათი დონე კვლავ მაღალია. რაც შეეხება ჩვენს ტაქტიკას, ბოლო შეხვედრებში, შოტლანდიასთან და ნორვეგიასთან გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ. კარგია, როდესაც რამდენიმე სისტემით შეგიძლია თამაში. უნდა შეგეძლოს მეტოქისთვის გარკვეული სიახლეების შეთავაზება და ტაქტიკის გამრავალფეროვნება.
სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრი, დევიდ უები ძალიან წარმატებული სპეციალისტია და მრავალფეროვანი კარიერა აქვს. მათ შორის, ახალგაზრდების განვითარების კუთხით. ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება მასთან თანამშრომლობა, რადგან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს. ახალი ხედვა ყოველთვის საჭიროა, რათა მუდმივი განვითარება გვქონდეს.
გიორგი არაბიძეს ბოლო ორი წლის განმავლობაში მაღალ დონეზე არ უთამაშია. მიხარია, რომ ახლა ძალიან მოუმატა და ჩანს, რომ ბევრი რამ გამოასწორა. თუმცა, ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად რამდენიმე კვირა მაღალ დონეზე თამაში საკმარისი არ არის. საჭიროა, რომ სტაბილურად გააგრძელოს ასე ასპარეზობა და ყოველთვის გავითვალისწინებ მას, ისევე როგორც სხვა მოთამაშეებს.
21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი წარმატებული იყო საქართველოსთვის. ასეთი ჯგუფიდან გასვლა, მაღალ დონეზე თამაშით შეძლეს. კარგი იყო ტურნირის საორგანიზაციო მხარე. ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს და სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო. რა თქმა უნდა, პორტუგალიასთან გამარჯვების და ბელგიასთან და ნიდერლანდებთან კარგი თამაშის შემდეგ, ისრაელთან მარცხი გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრ მოთამაშეს შესაძლებლობა მიეცა საკუთარი შესაძლებლობები გამოევლინათ. შედეგად, საბა საზონოვი იტალიაში გადავიდა, სანდრო კალანდაძე კი ეროვნულ ნაკრებში მოხვდა".
💬 ხვიჩა კვარაცხელია (საქართველოს ნაკრების წევრი): „საქართველოს ნაკრებისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. ჩემი აზრით, 90 წუთის სათამაშოდ მზად ვარ, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება. ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ, ბედნიერი ვარ იმით, სადაც ვარ და რასაც ვაკეთებ. ყოველთვის სასიამოვნოა ძლიერი ფეხბურთელების და გუნდების წინააღმდეგ თამაში“.
საქართველო - ესპანეთის მატჩი დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
წყარო: nakrebi.ge
1695709751
სპორტისაქართველოს ნაკრების წევრებს უკრაინელმა მოციგურავეებმა ხელი არ ჩამოართვეს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ იუნიორთა გრან-პრიზე უკრაინელმა მოციგურავეებმა სეროვამ და ივან ხობტამ ქართველ დუეტს ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას გამარჯვება არ მიულოცეს. თავად უკრაინელე...
1695652780
საზოგადოებავატიკანში აღმოჩენილი უნიკალური ქართული მასალები – 35 ათასი ტომი, 2 მილიონი წიგნი და 150 ათასი ხელნაწერი
ვატიკანში უნიკალურ ქართულ მასალებს მიაკვლიეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. შესაბამისად, მ...
1695625470
სპორტიილია სულამანიძე ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულდა ჰეიდარ ალიევის სახელობის გრან სლემი ძიუდოში. საქართვთლოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მოპოვება შეძლეს, ჩემპიონი გახდა ილია სულამანიძე(100კგ), ხოლო გურ...
1695588571
სპორტილერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონია!
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატი ლერი აბულაძის (63 კგ) ჩემპიონობით დაასრულა.ა ბულაძემ მისთვის ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე დაამარცხა...
1695559593
სოციალური მედია„ბევრი საერთოდ იმიტაციას აკეთებს რომ ყველაფერი წესრიგში აქვს და წარმატებულია“ - ქრისტინა ოსაძე
გახსოვთ მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი? იწყებდი კითხვას და სკდებოდი სიცილით. ცოტა ხანში მორიგი ხუმრობა არც ისე სასაცილოდ გეჩვენებოდა. შემდეგი კიდევ უფრო აღარ გაცინებდა. ეს დოფამინის ფოკუსია - ნეირომედიატო...