ერევანში სომხეთისა და საქართველოს მატჩის ბილეთები ჯერ არ იყიდება - შესაძლოა, მათი რაოდენობა შეიზღუდოს

უეფა-ს ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ერევანში 20 მარტს გაიმართება, თუმცა ბილეთები ჯერაც არ იყიდება, რაც ადგილობრივ გულშემატკივრებში გაურკვევლობას იწვევს – ამის შესახებ წერილს sportaran-ი აქვეყნებს.
„ერთა ლიგაზე სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ერევანში 20 მარტს გაიმართება, მაგრამ ბილეთები ჯერაც არ იყიდება. ქომაგს დაგვიანების მიზეზები აინტერესებს. მეტიც, საპასუხო მატჩის ბილეთები, რომელიც 23 მარტს თბილისში, 50 000-ადგილიან „დინამო არენაზე“ ჩატარდება, უკვე გაყიდულია. რატომ არ დაიწყო სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოსთან მატჩის ბილეთების რეალიზაცია? Sportaran-ი შეეცადა მიზეზების გარკვევას.
ერთ-ერთი მიზეზი, შეიძლება, უეფა-ს მიერ სომხეთის ნაკრებისთვის სანქციების დაწესება იყოს – 2024 წლის 14 ნოემბერს ერთა ლიგაზე ფარერის კუნძულებთან წაგებული (0:1) მატჩის შემდეგ, უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა სომხეთის ფეხბურთის ფედარაციას შემდეგი ჯარიმები დააკისრა:
პიროტექნიკის გამოყენების გამო 20 000 ევრო და ტრიბუნების ნაწილობრივი დახურვა უეფა-ს ეგიდით გამართულ მომდევნო საშინაო მატჩზე (20 მარტს საქართველოსთან);
17 500 ევრო ტრიბუნებზე აკრძალული ბანერების გამოფენისთვის;
გაფრთხილება და 2-წლიანი გამოსაცდელი ვადა, რომლის განმავლობაშიც ნებისმიერმა დარღვევამ, შესაძლოა, უფრო სერიოზული სანქციები გამოიწვიოს.
საქართველოსთან მატჩის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, რამდენიმე სცენარი განიხილება:
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ შეიძლება შეზღუდოს გასაყიდი ბილეთების რაოდენობა, რათა თავიდან აიცილოს სანქციების პირობების დარღვევა;
უფრო მკაცრი სასჯელის რისკის გათვალისწინებით, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ, შესაძლოა, მატჩის უმაყურებლოდ გამართვა გადაწყვიტოს;
ბილეთების რეალიზაციის დაგვიანების მიზეზი, შეიძლება, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციასა და უეფა-ს შორის საორგანიზაციო საკითხებზე მოლაპარაკება იყოს, რომელიც გულშემატკივრების დაშვების ფორმატს განიხილავს, რათა რისკები მინიმუმამდე შემცირდეს.ისღა დაგვრჩენია, ოფიციალურ ინფორმაციას დაველოდოთ. გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ, შეზღუდვების მიუხედავად, მატჩს მაყურებლები დაესწრებიან. უახლოეს დღეებში სიტუაცია უფრო ნათელი უნდა გახდეს“, – წერს სომხური გამოცემა.
1741504157
ახალი ამბებისაქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...
1741465889
სპორტისაქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა
9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...
1741464309
მსოფლიოჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს
ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...
1741462307
მსოფლიოფრიდრიხ მერცის ბლოკმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური გაერთიანების ბლოკმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა. ბლოკის ლიდერმა, ფრიდრ...
1741461052
მსოფლიო„შემაძრწუნებელი ამბავი“ - აშშ-ის ელჩი უკრაინაში რუსეთის სარაკეტო იერიშს ეხმაურება
აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა, რასაც, ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ელჩმა აღნიშნა, „მშვიდობიანი მოსახლეობა ამ...