გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს

28 თებერვალსა და 1 მარტს, გუდაურში, მსოფლიო თასის ეტაპები სკი კროსის დისციპლინაში გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ჩილე, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, ჩეხეთი, საქართველო) 97 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს სახელით შეჯიბრებაზე დავით თედიაშვილი გამოვა.

ღონისძიებას საერთაშორისო მედია გააშუქებს, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე“ გადაიცემა.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. შეჯიბრება საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით (FIS) იმართება.

მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში, საქართველოში მეორედ ჩატარდება. გასულ წელს, ღონისძიებას ბაკურიანმა უმასპინძლა. საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის მხრიდან შეჯიბრი მაღალ დონეზე შეფასდა. შედეგად, ბაკურიანი და გუდაური FIS - ის ეგიდით დაგეგმილი შეჯიბრებების მუდმივ კალენდარში გაითვალისწინა, რაც საქართველოს, როგორც სამთო ტურიზმის მიმართულების დიდი აღიარებაა.

აღსანიშნავია, რომ 2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე, საქართველოში ასევე წარმატებით ჩატარდა მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში.

შეჯიბრება საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით. 8-9 მარტს გუდაურში დაგეგმილია მსოფლიოს თასის ეტაპის გამართვა სნოუბორდ კროსის დისციპლინაში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740665110

ახალი ამბები

28 თებერვალს ვაკეში წყალი შეწყდება

ხვალ, 28 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდფაუერი“ ვაკის რაიონში, გიორგიშატბერაშვილის ქუჩის N46-ის მიმდებარედწყალმომარაგების სტაბილურობისთვისაუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ჯივიპის ინფორმაციით, ტექნიკურისა...

წყალი შეწყდება

1740664615

მსოფლიო

რამზან კადიროვის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობას ტოვებს

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის უფროსმა ქალიშვილმა აიშატ კადიროვამ, რომელიც ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი იყო, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან ინსტაგრამზე დაწერა. „ეს სამუშაო...

რამზან კადიროვის ქალიშვილი

1740663960

საზოგადოება

ნუკრი დეკანაძე: ბათუმში 70-მდე სპეცტექნიკა მუშაობს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება

ბათუმში ტროტუარების ფეხით სავალი ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მიერ უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, - განაცხადა ბათუმის ვიცე-მერმა ნუკრი დეკან...

ნუკრი დეკანაძე

1740662657

საზოგადოება

ჩოხატაურის მერი: გვრჩება 8 სოფელი ისეთი, სადაც ვერ შევედით. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკვე გზაშია მძიმე ტექნიკა, სპეცტექნიკა, რომლითაც აღნიშნულ 8 სოფელში შევალთ და გავწმენდთ, ჯერჯერობით მხოლოდ ცენტრალურ გზებს

გვრჩება 8 სოფელი ისეთი, სადაც ვერ შევედით. დღეს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკვე გზაშია მძიმე ტექნიკა, სპეცტექნიკა, რომლითაც აღნიშნულ 8 სოფელში შევალთ და გავწმენდთ, ჯერჯერობით მხოლოდ ცენტრალურ...

ჩოხატაურის მერი:

1740661695

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8172 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8141 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი