ისტორიული ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე და ოლიმპიადის ლიცენზიასთან ახლოს

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომელიც ისტორიული გამოდგა ქართული ძიუდოსთვის როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ პირველობაში.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს პირველი მედალია მსოფლიოზე მას შემდეგ, რაც ნაკრებები შერეული პრინციპით-გოგონები და ვაჟები ასპარეზობენ.

ქართველმა ძიუდოისტებმა ბრინჯაოსთვის გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანიის ნაკრები დამაჯერებლად, 4:2 დაამარცხეს. ეთერ ასკილაშვილმა და სოფიო სომხიშვილმა თავიანთი ბრძოლები დათმეს, მაგრამ ლაშა შავდათუაშვილმა, ლაშა ბექაურმა და გურამ თუშიშვილმა აჯობეს მეტოქეებს, ხოლო გადამწყვეტ, მე-6 ბრძოლაში ეთერ ლიპარტელიანმა სეიჯა ბალჰაუსი ვაზარით დაამარცხა და საქართველო ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია ასევე, რომ ამ ბრინჯაოს მედლით საქართველოს ნაკრები პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ პირველობაში მონაწილეობის ლიცენზიას ერთი ნაბიჯში მიუახლოვდა.

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა A ჯგუფში დაიწყო, სადაც მონღოლეთი (4:2) და ბრაზილია (4:3) დაამარცხა, ხოლო შემდეგ იაპონიასთან წააგო (1:4) და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც უზბეკეთის ნაკრებთან გაიმარჯვა (4:2). 

მსოფლიოს ჩემპიონი იაპონიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში დრამატულ ბრძოლაში 4:3 აჯობა საფრანგეთის ნაკრებს. ბრინჯაოს მედალი კი საქართველოს გარდა, ნიდერლანდების ნაკრებსაც ერგო, რომელმაც მაროკოს ნაკრები დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა ინდივიდუალურ პირველობაზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი(81კგ) და ლუკა მაისურაძე(90კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა(90კგ) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაო გიორგი სარდალაშვილმა(60კგ).

დამოუკიდებელი ქართული ძიუდოსთვის რამდენიმე ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა:

-პირველად ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს;

-ტატო გრიგალაშვილი გახდა პირველი 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონი;

-პირველად შედგა ქართული ფინალი მსოფლიოს ჩემპიონატზე, 90კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური დაუპირისპირდნენ;

-ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში პირველად მოვიპოვეთ ლიდერობა;

-გუნდურ შეჯიბრებაში შერეული პრინციპით პირველად მოვიპოვეთ მედალი;

-პირველად მოვიპოვეთ ოლიმპიადის ლიცენზია გუნდურ პირველობაში.

მასალის გამოყენების პირობები






სხვა სიახლეები

1685994920

საქართველო

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება

🔷 საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ს...

საქართველო

1685955897

ემიგრაცია

"ამიტომ არის საშიში ხანგრძლივი ემიგრაცია, ამიტომ არის საშიში ახალგაზრდების გადინება საქართველოდან" - ემიგრანტი იტალიიდან

ქართული გვარი რომ გაქვს ადამიანს ,მხოლოდ ეგ არ ნიშნავს რომ ხარ ქართველი ... ეროვნებას არ განსაზღვრავს მხოლოდ გვარი.. ადამიანი იმ ეროვნებისაა რომელ ერშიც და სოციუმშიც იზრდება....  ბავშვობიდან რუსეთში ,...

იტალია

1685740275

სპორტი

6 მედალი ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა- 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ ლერი...

Ჭიდაობა

1685733473

სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართვე...

nakrebi

1685732784

სპორტი

ისტორიაში პირველად-ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა ანა ნიკოიანმა ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ქართული მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა-ევროპულ თამაშებზე ანა ნიკოიანი იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი ქართული მაგიდის ჩოგბურთისთვის ასეთ დიდ ტურნირზე ქართველი სპორტსმენის მონაწილეობი...

tenisi