„ხომ არავინ ფიქრობდა, რომ საერთოდ გავიდოდით ჩემპიონატზე? ახლა ისევ არ სჯერათ, მე ასე ვიტყვი… აბა ჯერ ქართველებს ჰკითხეთ“ – ხვიჩა კვარაცხელია

„მართალია, რომ საქართველო საუკეთესოა. ყველაფერში. ოღონდ მგონი გულის სიღრმეში არავის სჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით. არავინ ამბობდა, მაგრამ ყველა ასე ფიქრობდა“, - ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიას ბლოგშია აღნიშნული, რომელიც The Players' Tribune-ზე გამოქვეყნდა.

ბლოგში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დეტალურად საუბრობს თავის ბავშვობაზე, ოჯახზე, კარიერაზე, „ნაპოლიში“ პირველ დღეებზე და იმაზე თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და რა შანსები აქვს გუნდს კონტინენტის პირველობაზე.

„რა თქმა უნდა გვაქვს შანსი. რატომაც არა?!?!? რატომ უნდა ვთქვათ არა?

თურქეთის წინააღმდეგ ვთამაშობთ და მერე ჩეხეთთან და პორტუგალიასთან. ძნელი იქნება? იქნება. მწარე იქნება? იქნება. ვთხოვ თუ არა კრიშტიანუ რონალდუს მაისურს? შეიძლება. ალბათ ვთხოვ. კაი, ვთხოვ ნამდვილად. რატომაც არა? ჩემი კერპია და ვეტყვი კიდევაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოგება არ შეგვიძლია.

ფეხბურთი - ფეხბურთია. არავინ, არასოდეს არ იცის რა და როგორ მოხდება. ხომ არავინ ფიქრობდა, რომ საერთოდ გავიდოდით ჩემპიონატზე?! ახლა ისევ არ სჯერათ. ამბობენ, საქართველოს შანსი არ აქვსო. ყველა ამას იძახის. მაგრამ, მე იცი რას გეტყვი? მე ასე ვიტყვი...აბა ჯერ ქართველებს კითხეთ“, - ამბობს კვარაცხელია.

ბლოგის უფრო ვრცლად წასაკითხად გადადით ლინკზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737280384

საზოგადოება

ილია თოფურია მახაჩევს: თუ მოვინდომე, დაგასრულებ

მახაჩევმა, რომელმაც 19 იანვარს ტიტული დაასრულა, ილია თოფურია ბრძოლაში გამოიწვია. თოფურიამ მახაჩევს სოციალურ ქსელში უპასუხა. „ისლამ(მიმართავს ისლამ მახაჩევს), თუ მოვინდომე, დაგასრულებ. თუ მოვინდომე, ნო...

ილია თოფურია მახაჩევს

1737278676

მსოფლიო

„ჰამასმა“ გაასაჯაროვა სამი მძევლის ვინაობა, რომლებიც პირველები გათავისუფლდებიან

„ჰამასმა“ ტელეგრამზე გავრცელებულ ინფoრმაციაში გაასაჯაროვა სამი მძევალი ქალის ვინაობა, რომლებიც, მათი თქმით, პირველები გათავისუფლდებიან ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებშ...

სამი მძევლის ვინაობა

1737275614

ახალი ამბები

გიორგი კალანდარიშვილი: პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ცხადყო, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია

„პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ცხადყო, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია“, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ დ...

გიორგი კალანდარიშვილი

1737273783

მსოფლიო

აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე მიმდინარე წლის 2-დან 1...

მაიმუნის ყვავილი

1737271917

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება. „მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა“, - წერს პრემიერი. ცნობისთვის, 19 იანვარს მე...

ირაკლი კობახიძე და მერაბ დვალიშვილი