ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონია!

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ჩემპიონ-პრიზიორები -90კგ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

წონას ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა და ორივე ქართველი: ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე.

მათ სრულად გაამართლეს ფავორიტის სტატუსი და ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ. ლაშა ბექაურმა პირველ წრეში ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიონი იპონით დაამარცხა, მეორე ეტაპზე სერბ ნემანია მაიდოვს ვაზარის უპირატესობით მოუგო, მეოთხედფინალში ორი ვაზარი აართვა ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუს მანსურ ლორსანოვს, ნახევარფინალში კი იაპონელი სანშირო მურაო ასევე ორი ვაზარით დაამარცხა. ლუკა მაისურაძემ პირველ წრეში უნგრელი როლანდ გოზი ორი ვაზარით, მეორე წრეში თურქეთის სახელით მოასპარეზე მიხაილ ზგანკი იპონით დაამარცხა,  მეოთხედფინალში ნიდერლანდელს ნოელ ვან ტენდს სამი გაფრთხილება მიაღებინა, ნახევარფინალში კი იტალიელი კრიასტიან პარლატი ერთი ვაზარით ჩამოიშორა.

ფინალი ჩვენი ნაკრების ორ ლიდერს შორის დაძაბულად წარიმართა და ლუკა მაისურაძემ შეძლო ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურის ვაზარის უპირატესობით დამარცხება და გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ასევე მსოფლიოს ტრიუმფატორი გახდა ტატო გრიგალაშვილი -81კგ წონით კატეგორიაში,  ხოლო მანამდე დებიუტანტმა გიორგი სარდალაშვილმა -60კგ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ხვალ ტატამზე ვიხილავთ -100 კგ კატეგორიაში ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანსა და ილია სულამანიძეს.

მასალის გამოყენების პირობები






სხვა სიახლეები

1714130166

ახალი ამბები

პრემიერი: 300 კაცი საღამოობით კეტავს თბილისის ქუჩებს, რაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას

„ყველამ უნდა მიხედოს საკუთარ აქციებს, ჩვენ მივხედავთ ჩვენს აქციას, მათ მიხედონ საკუთარს. 300 კაცზე მეტს ვერ კრებენ და 300 კაცი საღამოობით კეტავს თბილისის ქუჩებს, რითაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას...

პოლიტიკოსი

1714129065

ახალი ამბები

„მინდა მოგილოცოთ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დიდი პროექტის, რასაც ჰქვია საუკუნის პროექტი - რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა“ - პრემიერი

„მინდა, მოგილოცოთ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დიდი პროექტის, რასაც ჰქვია საუკუნის პროექტი - რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა. ამ მშენებლობის მორიგი ეტა...

ირაკლი კობახიძე

1714126589

ახალი ამბები

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნება. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერ...

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა

1714123488

სოციალური მედია

„თუ ვინმეს ეცნობა ეს ქალი ან ბავშვი სასწრაფოდ გამომეხმაურეთ... ჩემს თვალწინ სცემდა ამ ანგელოზს“ - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე, ნენე დანელია კადრებს აქვეყნებს, სადაც ჰყვება, როგორ სცემდა შუახნის ქალი ბავშვს.  „თუ ვინმეს ეცნობა ეს ქალი ან ბავშვი სასწრაფოდ გამომეხმაურეთ! ფარნავაზის ბაღში მოხდა...

 ნენე დანელია

1714123357

საზოგადოება

გიორგი ჩიხელიძემ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა 23 წლის გიორგი ჩიხელიძემ – ქართველმა პირველ წრეში...

გიორგი ჩიხელიძე