“მინდ ასევე მივმართო მათ, ვინც წელს გარკვეული მიზეზების გამო ვერ გახდა სტუდენტი. მაგალითად სპორტსმენი დიდწილად იმედგაცრუებებით და მარცხით ძლიერდება“ - ზაზა ფაჩულია

ცნობილი ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდის მეშვეობით პირველკლასელებს და მოზარდებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს:

„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ათობით ათას მოზარდს, განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებიც ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპს იწყებენ. ყველამ, ვისაც ამ ასაკის შვილები გვყავს და გვყოლია, საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რამდენად განსაკუთრებულია ეს პერიოდი ბავშვებისთვის. გისურვებთ, რომ ამ დღის დადებითი განწყობა მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გაგყვეთ.

მოსწავლეებთან ერთად, ვულოცავ მოქმედ სტუდენტებს და მათ, ვინც პირველად შეიგრძნობენ სტუდენტურ ცხოვრებას. მინდა ასევე მივმართო მათ, ვინც წელს გარკვეული მიზეზების გამო ვერ გახდა სტუდენტი. მაგალითად სპორტსმენი დიდწილად იმედგაცრუებებით და მარცხით ძლიერდება. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება თქვენს შემთხვევაშიც, ამიტომ გისურვებთ, რომ საკუთარ თავში ყველამ იპოვოთ ძალა და არასდროს დაკარგოთ თავდაჯერება. კონკრეტულ დროს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია საკუთარ მიზანს მიაღწიოთ“. - წერს ზაზა ფაჩულია.

 

 


        

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1695709751

სპორტი

საქართველოს ნაკრების წევრებს უკრაინელმა მოციგურავეებმა ხელი არ ჩამოართვეს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ იუნიორთა გრან-პრიზე უკრაინელმა მოციგურავეებმა სეროვამ და ივან ხობტამ ქართველ დუეტს ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას გამარჯვება არ მიულოცეს. თავად უკრაინელე...

Figuruli

1695652780

საზოგადოება

ვატიკანში აღმოჩენილი უნიკალური ქართული მასალები – 35 ათასი ტომი, 2 მილიონი წიგნი და 150 ათასი ხელნაწერი

ვატიკანში უნიკალურ ქართულ მასალებს მიაკვლიეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. შესაბამისად, მ...

ვატიკანი

1695625470

სპორტი

ილია სულამანიძე ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულდა ჰეიდარ ალიევის სახელობის გრან სლემი ძიუდოში. საქართვთლოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მოპოვება შეძლეს, ჩემპიონი გახდა ილია სულამანიძე(100კგ), ხოლო გურ...

Judo

1695588571

სპორტი

ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონია!

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატი ლერი აბულაძის (63 კგ) ჩემპიონობით დაასრულა.ა ბულაძემ მისთვის ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე დაამარცხა...

Wrest

1695559593

სოციალური მედია

„ბევრი საერთოდ იმიტაციას აკეთებს რომ ყველაფერი წესრიგში აქვს და წარმატებულია“ - ქრისტინა ოსაძე

გახსოვთ მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი? იწყებდი კითხვას და სკდებოდი სიცილით. ცოტა ხანში მორიგი ხუმრობა არც ისე სასაცილოდ გეჩვენებოდა. შემდეგი კიდევ უფრო აღარ გაცინებდა. ეს დოფამინის ფოკუსია - ნეირომედიატო...

იმიტაცია