ნუგზარ წურწუმიას ვერცხლის მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ბელგრადში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრები ათივე წონით კატეგორიაშია წარმოდგენილი, მსოფლიო ჩემპიონმა, ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ნუგზარ წურწუმიამ უმსუბუქეს - 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვეცრხლის მედალი მოიპოვა.

მომავალი მედალოსანი ასპარეზობას მერვედფინალიდან შეუდგა. 10-0 დაამარცხა იორდანიელი მეტოქე, შემდეგ 5-2 მოუგო უზბეკეთის წარმომადგენელს. ნახევარფინალში 5-3 დაამარცხა ყაზახი სპორტსმენი და ისევე როგორც შარშან, გადამწყვეტ შეხვედრაში  აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ბელგრადის ხალიჩაზეც იგივე განმეორდა -  ჩვენმა მოჭიდავემ შეხვედრაში წარმატებას ვერ მიაღწია და წმინდად დამარცხდა.

ცნობისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე ფალავნები, მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურებისთვის იბრძვიან. ამისთვის ექვს - 60, 67, 77, 87, 97 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში მედალოსნობაა საჭირო. პრიზიორთა გარდა, ლიცენზიას გაითამაშებენ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დამარცხებული ფალავნები, რომლებიც დამატებით ფინალში იასპარეზებენ.

წყარო: geonoc.org.ge

მასალის გამოყენების პირობები






სხვა სიახლეები

1701781315

ემიგრაცია

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

"გარდაიცვალა ბარში ემიგრანტი ნინო ბაიაშვილი" - ინფორმაციას ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ ფეისბუკ ჯგუფი ავრცელებ. "7 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა... ვუსამძიმრებთ დიდი მწუხარებით ოჯახს და ასევე ემიგრა...

იტალია

1701690168

საზოგადოება

2023/24 წლის ზამთარი რეკორდულ სიცხეს გვპირდება

ექსტრემალური ტემპერატურით გამორჩეული ზაფხულისა და შემოდგომის შემდეგ, 2023/24 წლის ზამთარი ასევე რეკორდულ სიცხეს გვპირდება: მიზეზი არის „ელ-ნინო“, პერიოდული მეტეოროლოგიური ფენომენი, რომელიც ზოგადად დაკ...

კლიმატი

1701688274

საზოგადოება

მიუნხენი - ბარის რეისი, რომელზედაც ქართველი მგზავრებიც იმყოფებიან უამინდობის გამო გადაიდო (ფოტორეპორტაჟი)

Exclusivetev-ს ფრენის გაუქმების შესახებ  ინფორმაცია, ემიგრანტმა ირმა მაისურაძემ მოაწოდა. ქართველი ემიგრანტი ამჟამად მიუნხენის აეროპორტში სხვა ქართველ მგზავრებთან ერთად იმყოფება. როგორც ირმა მაიუსურაძე...

მიუნხენი

1701682671

ემიგრაცია

ემიგრანტებმა საქართველოში რეკორდული თანხა 4,4 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს

ემიგრანტებმა საქართველოში 2022 წელს რეკორდული თანხა – 4,4 მლრდ დოლარი გადმორიცხეს. ამის შესახებ კვლევითი ცენტრის – PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც 2013-2022 წლების პერიოდს შეისწავლის. თ...

ემიგრაცია

1701680677

საქართველო

ბათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - დღეს პარტია აჭარის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. „ყველა მცდელობა იქნება განხორციელებული პარტიაში ერთობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ პასუხა...

საქართველო