ოსიმენი კვარაცხელიაზე: ვიცოდი, რომ დიდ გუნდში გადავიდოდა, ის საოცარი ადამიანი და ფეხბურთელია

„გალათასარაის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ჯონ ობი მიკელის პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
როგორც ნიგერიელმა აღნიშნა, იცოდა, რომ ადრე თუ გვიან კვარა დიდ გუნდში გადავიდოდა.
„კვარასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის საოცარი ადამიანი და ფეხბურთელია, პსჟ-ში შესანიშნავად თამაშობს. ვიცოდი, რომ კვარაცხელია ადრე თუ გვიან დიდ გუნდში გადავიდოდა, იქნებოდა პსჟ თუ სხვა გუნდი, ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო. მასთან ვისაუბრე, მივულოცე და ვუთხარი, სიამოვნება მიეღო პსჟ-ში თამაშით და რომ ეს დაიმსახურა.
მნიშვნელობა არ აქვს „ნაპოლიში“ რამდენ ტიტულს მოიგებ, მარადონაზე მაღლა დადგომის გზა არ არსებობს. სკუდეტოს მოგებაში ფუნდამენტური როლი სპალეტიმ ითამაშა.
მიმდინარე სეზონის წინ კარგად მომზადება ვერ მოვახერხე, ცოტა ქაოსი იყო, ამიტომ, კვლავ ვცდილობ 100%-ით ფორმაში დაბრუნებას. თუმცა, კლუბი და ჩემი თანაგუნდელები მხარში მიდგანან. „გალათასარაის“ ფანების დახვედრის შემდეგ მივხვდი, რომ ადაპტაცია სწრაფად უნდა გამევლო. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ფანებმა გამაკვირვეს, არ მეგონა, თუ აეროპორტში ამდენი ხალხი მელოდებოდა, არ ვიცოდი, ჩემს რეისს თუ აკვირდებოდნენ. აეროპორტის სცენა დაუჯერებელი იყო, თითქმის, ფილმის მსგავსი.
დროგბა? დროგბას თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი. აქ მერტენსიც დამხვდა. დროგბა ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო. ახლა მინდა, „გალათასარაისთან“ ერთად ჩემპიონი გავხდე, ეს ჩემთვის ისტორიული მიღწევა და მოუთმენლად ველოდები სეზონის დარჩენილ ნაწილს“, - განაცხადა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ ერთად 2022-2024 წლებში თამაშობდნენ და დაუვიწყარი დუეტიც შექმნეს. ნიგერიელი ფორვარდი „გალათასარაიში“ იჯარით თამაშობს და მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 23 გოლი გაიტანა. ზაფხულში „ნაპოლი“ მის გაყიდვას აპირებს, ყველაზე მეტად კი, ვიქტორს პსჟ-ს, „იუვენტუსს“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ.
1742228348
საზოგადოებასაქართველოს განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციის განსაზღვრასთან დაკავშირ...
1742228245
მსოფლიორუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა
რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, რაც ქვეყნებს შორის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე ბრძოლების გამო დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა. რუანდის საგარეო უწყებაში განაცხადეს...
1742223782
ახალი ამბებიდაკავებულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ც...
1742222226
საზოგადოებააშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება
2025 წლის თებერვლის თვეში აშშ-დან ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფულადი გზავ...
1742220580
ახალი ამბებიიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანამდევ კანონპროექტებთან ერთად. კანონპროექტის თანახმად, „იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწ...