საფეხბურთო სეზონის დასასრული და ქართველი ფეხბურთელების შთამებჭდავი მონაგარი

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატები, რომლებიც შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით მიმდინარეობს, დასრულდა ან დასასრულს მიუახლოვდა. ქართველი ფეხბურთელების, რომლებიც მიმოფანტული არიან როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნებში მონაგარი კი საკმაოდ შთამბეჭდავია.

მთავარი მაინც ხვიჩა კვარაცხელიას გამორჩეული სადებიუტო სეზონი "ნაპოლში" და 2022-23წწ. სეზონის იტალიის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელობაა, მაგრამ მას წარმატებით აჰყნენ სხვა ქართველი ფეხბურთელებიც.

გაგაცნობთ ჩვენი ფეხბურთელების შედეგებს ქვეყნების მიხედვით:

იტალია

იტალიის სერია A-ში 2022-23წწ. სეზონში ორმა ქართველმა ფეხბურთელმა იასპარეზა: ხვიჩა კვარაცხელიამ("ნაპოლი") და ლუკა ლოჩოშვილმა("კრემონეზე).

ხვიჩა კვარაცხელია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "ნაპოლის" შემადგენლობაში გახდა იტალიის ჩემპიონი და სეზონის საუკეთესო ფეხბრთელი, 34 შეხვედრაში გაიტანა 12 გოლი და გააკეთა 10 საგოლე გადაცემა(ლიგაში საუკეთესო შედეგი), სამჯერ დასახელდა თვის საუკეთესო ფეხბურთელად და სეზონის სიმბოლურ გუნდშიც დამსახურებულად დაიკავა ადგილი.

ლუკა ლოჩოშვილმა, რომელსაც წელს გადაეცა FIFA-ს fair play-ს ჯილდო მეტოქე გუნდის ფეხბურთელის სიცოცხლის გადარჩენისთვის, "კრემონეზეს" შემადგენლობაში ჩაატარა  25 მატჩი, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა. მიუხედავად იმისა, რომ "კრემონეზე" დაემშვიდობა სერია A-ს, ლუკას თითქმის ყველა შეხვედრაში მაღალი შეფასება ჰქონდა და ახალ საფეხბურთო სეზონში უნდა ველოდოთ მის უკეთეს გუნდში გადაბარგებას.

ესპანეთი 

ესპანეთის ლა ლიგაში ერთადერთი ფეხბურთელი გვყავდა-"ვალენსიას" გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა გუნდის უმაღლეს ლიგაში დარჩენაში. ქართველმა კიპერმა 38-ივე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და 6 მატჩში კარი მშრალად შეინახა. არსებული დიდი ინტერესის გამო, მომავალ სეზონში უნდა ველოდოთ მის საფეხბურთო გრანდში გადასვლას.

საფრანგეთი

საფრანგეთის უმაღლეს არა, მაგრამ ლიგა 2-ში გვყავდა ორი გამორჩეული ფეხბურთელი: გიორგი მიქაუტაძე ("მეცი") და ზურიკო დავითაშვილი("ბორდო").

გიორგი მიქაუტაძე გახდა ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი 23 გატანილი გოლით, მან ასევე 8 საგოლე პასი მიითვალა და დიდი წვლილი შეიტანა "მეცის" ლიგა 1-ში აღზევებაში. მომავალ სეზონში გიორგიც გაცილებით უკეთეს გუნდში გააგრძელებს კარიერას.

ზურიკო დავითაშვილის "ბორდომ" ბოლო ტურებში დაკარგა შანსი უმაღლეს ლიგაში გადასვლის, ხოლო თავად ქართველი შემტევი კი 5 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა, დაასახელეს ლიგა 2-ს მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად და რამდენჯერმე მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

გერმანია

გერმანიაშიც მხოლოდ ბუნდესლიგა 2-ში გვყავდა ერთი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე("კარლსრუე"), რომელიც მეორე წრიდან შეუერთდა გუნდს და ჩატარებულ 10 შეხვდრაში 1 გოლის გატანა შეძლო.

ავსტრია

ავსტრიის ბუნდესლიგაში "შტურმის" შემადგენლობაში მეხუთე სეზონი ჩაატარა ოთარ კიტეიშვილმა და პირველი ტიტული მოიგო-ავსტრიის თასი, საჩემპიონო ბრძოლა კი ბოლო ტურებში წააგო "ზალცბურგთან" და ვიცე-ჩემპიონი გახდა. ქართველმა ნახევარმცველმა 6 გოლის გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

აზერბაიჯაინი

აზერბაიჯანის ჩემპიონატში ტრადიციულად ბევრი ქართველი ასპარეზობს.

საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი "ყარაბახთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. ქართველმა კიპერმა "ყარაბახის" კარი 20 შეხვედრაში დაიცვა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის გაჩემპიონებაში.

ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი დავით ვოლკოვი, რომელმაც "საბაჰის" შემადგენლობაში ჩატარებულ 34 მატჩში 10 გოლის გატანა შეძლო.

ბრინჯაოს მედლებს ბაქოს "ნეფტჩის" შემადგენლობაში დაეუფლნენ სოლომონ კვერკველია( 33 მატჩი 2 გოლი) და ვატო არველაძე(18 მატჩი). "ნეფტჩი" თასის ფინალშიც იყო გასული, მაგრამ მარცხი განიცადა "გაბალასთან".

აზერბაიჯანის ჩემპიონატში ასევე იასპარეზეს ფირუზ მარაქველიძემ("თურანი" 18 მატჩი), იმედა აშორტიამ("თურანი" 13 მატჩი), გიორგი ქანთარიამ ("ქიაფაზი" 31 მატჩი) და მათე კვირკვიამ ("ქიაფაზი" 33 მატჩი 2 გოლი).

ბოსნია და ჰერცეგოვინა

ბოსნია და ჰერცეგოვინის უმაღლეს ლიგაში  "სარაევოს" შემადგენლობაში იასპარეზა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა გიორგი გულიაშვილმა, რომელიც გუნდს მეორე წრიდან შეუერთდა და 10 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

კვიპროსი

კვიპროსის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "აპოელის" შემადგენლობაში იასპარეზეს და ვიცე-ჩემპიონები გახდნენ: ლაშა დვალი(25 მატჩი 4 გოლი), მურთაზ დაუშვილი (14 მატჩი) და გიორგი ქვილითაია(30 მატჩი 8 გოლი).

"ანართორსისის" შემადგენობაში ითამაშეს გიორგი ლორიამ(25 მატჩი) და ავთო ებრალიძემ(15 მატჩი 1 გოლი).

ჩეხეთის რესპუბლიკა

"ზლინის" შემადგენლობაში 31 შეხვედრა ჩაატარა ვახტანგ ჭანტურიშვილმა, ქართველმა ნახევარმცვლმა 3 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის გაკეთება შეძლო და მნიშვნელოვანი წვლილი ითამაშა გუნდის უმაღლეს ლიგაში დარჩენაში.

დანია

"კოპენჰაგენის" რიგებში ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა(17 მატჩი).

საბერძნეთი

საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში ლევან შენგელია "პანეთოლიკოსის" რიგებში 3 გოლით და 3 საგოლე პასით გამოირჩა.

პოლონეთი

პოლონეთის ექსტრაკლასაში პოზნანის "ლეხის" შემადგენლობაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს საქართველოს ნაკრების წევრებმა ნიკა კვეკვესკირმა( 28 მატჩი 2 გოლი 2 პასი) და გიორგი წიტაიშვილმა(5 მატჩი).

"ზაგლებიეს" შემადგენლობაში იასპარეზეს თორნიკე გაფრინდაშვილმა(23 მატჩი 2 გოლი) და გურამ გიორბელიძემ(15 მატჩი 1 საგოლე პასი).

 

პორტუგალია

"ჟილვისენტეს" შემადგენლობაში მეორე სეზონი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ, მან ჩატარებულ 27 შეხვედრაში 1 საგოლე პასი მიითვალა და სეზონის დასრულებისთანავე გადავიდა თურქულ "ჰათაისპორში".

"მარიტიმოს" შემადგენლობაში 6 შეხვედრა ჩაატარა ქართველმა კიპერმა გიორგი მაკარიძემ.

სერბეთი

ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა საქართველოს ნაკრებისა და "ცრვენა ზვეზდას" მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი, მან ჩატარებულ 20 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

სლოვაკეთი

ბრატისლავას "სლოვანის" შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ხელმძღვანელობს, ჩემპიონები გახდნენ გურამ კაშია(22 მატჩი 2 გოლი 1 ასისტი), ჯაბა კანკავა (26 მატჩი 1 გოლი 3 ასისტი) და გიორგი ჩაკვეტაძე(25 მატჩი 1 გოლი 4 ასისტი). "სლოვანს" ქვეყნის თასის მოპოვებაც შეეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, ფინალურ შეხვედრაში მარცხი განიცადა.

თურქეთი

თურქეთის სუპერლიგაში "ანკარაგუჯუს" შემადგენლობაში 29 შეხვედრა ჩაატარა გიორგი ბერიძემ, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა.

საბა ლობჟანიძემ "ჰათაისპორისა" და "კარაგუმრუკის" შემადგენლობაში ერთად 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და შეასრულა 6 საგოლე გადაცემა.

უკრაინა

უკრაინის ჩემპიონი დონეცკის "შახტარის" შემადგენლობაში გახდა გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელიც გუნდს მეორე წრიდან შეუერთდა და ჩატარებულ 13 შეხვედრაში 1 გოლით გამოიჩინა თავი.

ირანი

წარმატებული სეზონი ჰქონდა "პერსეპოლისის" შემადგენლობაში ცენტრალურ მცველს გიორგი გველესიანს, რომელიც გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა, დასახელდა ირანის სეზონის საუკეთესო მცველად და თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირად 4 გატანილი გოლით, მან ასევე 6 გოლის გატანა ჩემპიონატშიც შეძლო. 

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737280384

საზოგადოება

ილია თოფურია მახაჩევს: თუ მოვინდომე, დაგასრულებ

მახაჩევმა, რომელმაც 19 იანვარს ტიტული დაასრულა, ილია თოფურია ბრძოლაში გამოიწვია. თოფურიამ მახაჩევს სოციალურ ქსელში უპასუხა. „ისლამ(მიმართავს ისლამ მახაჩევს), თუ მოვინდომე, დაგასრულებ. თუ მოვინდომე, ნო...

ილია თოფურია მახაჩევს

1737278676

მსოფლიო

„ჰამასმა“ გაასაჯაროვა სამი მძევლის ვინაობა, რომლებიც პირველები გათავისუფლდებიან

„ჰამასმა“ ტელეგრამზე გავრცელებულ ინფoრმაციაში გაასაჯაროვა სამი მძევალი ქალის ვინაობა, რომლებიც, მათი თქმით, პირველები გათავისუფლდებიან ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებშ...

სამი მძევლის ვინაობა

1737275614

ახალი ამბები

გიორგი კალანდარიშვილი: პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ცხადყო, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია

„პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ცხადყო, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია“, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ დ...

გიორგი კალანდარიშვილი

1737273783

მსოფლიო

აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე მიმდინარე წლის 2-დან 1...

მაიმუნის ყვავილი

1737271917

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება. „მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა“, - წერს პრემიერი. ცნობისთვის, 19 იანვარს მე...

ირაკლი კობახიძე და მერაბ დვალიშვილი