სალომე ზურაბიშვილი: მოვუწოდებ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, აღიარონ საქართველოს მოსახლეობა პარტნიორად

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტები საფრთხეა არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის, არამედ საფრთხეა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანონპროექტებს ვეტოს დაადებს. ზურაბიშვილის თქმით, ყველანაირი მიზეზისა და ლოგიკის გარეშე მთავრობამ და პარლამენტმა წარმოადგინეს კანონი, რომელიც პირდაპირ შთაგონებულია რუსული კანონით, და რომელიც მავნებლური კანონია ევროკავშირისთვის.

"ცხადია, ეს დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენ ევროპის საწინააღმდეგოდ მივდივართ, ვშორდებით ევროპას იმ მომენტში, როდესაც გვთხოვენ მასთან დაახლოებას. ამას აკეთებს საქართველოს მოსახლეობა დღეს: გამოდის ქუჩაში იმის სათქმელად, რომ ჩვენ გვინდა დაახლოება, ჩვენ გვინდა კანდიდატის სტატუსი, და როგორც მრავალჯერ მის ისტორიაში, საქართველოს მოსახლეობა თავად აჩვენებს რა უნდა მისი მომავლისთვის, მისი შვილებისთვის. ამ მომავლის დასაცავად მოვედი მე საქართველოში, ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც გავხდი პრეზიდენტობის კანდიდატი და რა თქმა უნდა, ეს  ის მომავალია, რომელსაც მე ვიცავ და დავიცავ მოსახლეობის მხარდაჭერით, რომელიც ქუჩაში გამოვიდა გუშინ, დღეს, გამოვა ხვალ და იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება იმისათვის, რომ არ მოხდეს ამ კანონის მიღება. მე მას დავადებ ვეტოს. მე ეს პირველი დღიდანვე გამოვაცხადე. სამწუხაროდ, მე არ მაქვს ძალაუფლება ვაიძულო პარლამენტი. პარლამენტს აქვს უმრავლესობა იმისათვის, რომ გვერდი აუაროს ჩემს ვეტოს. მნიშვნელოვანია ვანახოთ, სად არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ამის ჩვენება მოხდა დღეს", - თქვა ზურაბიშვილმა. 
ჟურნალისტის კითხვას, რას განიზრახავს ხელისუფლება ამ კანონით, რუსეთთან შეუქცევად დაახლოებას თუ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისათვის ხელის შეშლას, ზურაბიშვილმა უპასუხა:

ყოველ შემთხვევაში, ასეთია მსგავსი კანონის შედეგი, რომელიც გაუგებარია ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. დღეს განცხადება გააკეთა  ყველამ: ყველა ჩვენმა ძირითადმა ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორმა,  რომ ეს კანონი მიუღებელია, რომ ის არ მიდის სწორი მიმართულებით. მათ ან ვერაფერი გაიგეს, ან სხვა განზრახვები აქვთ. ეს მათ უნდა ვკითხოთ. მთავარი ხალხის მისწრაფებებია. მოვუწოდებ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს,  აღიარონ საქართველოს მოსახლეობა თანამოსაუბრედ და პარტნიორად. ის განსაზღვრავს თავის მომავალს. ეს არის დემოკრატია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1679846400

საინტერესო ამბები

გყავთ თუ არა მფარველი ანგელოზი? - გაარკვიეთ არის თუ არა თქვენთან ახლოს

ყველა ადამიანს, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც თან ახლავს მას მთელი ცხოვრების მანძილზე და იცავს ყოველგვარი უბედურებისგან. ადამიანმა შეიძლება ვერ იგრძნოს მისი...

აედრგფჰჯკ

1679842800

სოციალური მედია

"გემშვიდობებით ყველას. კარგი იყო თქვენთან ძალიან" - რა მედიკამენტი გაუკეთეს სასწრაფოს ექიმებმა და რატომ გვემშვიდობება ბექა ყორშია?

"მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს: "ბოლო სამი დღეა სუსტად ვარ. რაღაც ვირუსი შემეყარა და მას მერე ხან წნევა მივარდება, ხან თავბრუ მეხვევა. დღეს კიდევ უფრო დამძიმდა...

ააა

1679839200

საინტერესო ამბები

VIDEO:როგორ იპოვეს სხვადასხვა ოჯახებში სამშობიაროდან უკანონოდ გაშვილებულმა ტყუპებმა ერთმანეთი - გამაოგნებელი ისტორიის ბედნიერი ფინალი

2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ჯგუფ­ში "ვე­ძებ“ გა­მოქ­ვეყ­ნდა პოს­ტი, სა­დაც 20 წლის ტყუ­პი და, რომ­ლებ­მაც ჯერ ერ­თმა­ნე­თი იპო­ვეს, ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს ეძებ­დნენ. ტყუ­პე­ბი 20 წლ...

ააა

1679835600

ემიგრაცია

"6-7 თვეა მუშაობენ და ხელფასები არ აუღიათ"- ქართველი ემიგრანტები 55 დღეა, გაფიცულები არიან

ევროპაში ლეგალურად დასაქმებული ქართველები 55 დღეა გაფიცულები არიან - სატვირთო მანქანების მძღოლები არადაამიანურ მოპყრობასა და მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ისინი ამბობენ,რომ თითქმის 3 თვეა ხელფა...

ააა

1679829621

ახალი ამბები

სროლა დიდ-დიღომში - შემთხვევას სამი მცირეწლოვანი შეესწრო

სროლა დიდ დიღომში - ავტომობილიდან მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.  გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. სროლის მომენტში ადგილზე სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომლებიც ფეხით გადაადგილ...

ააა