საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში ტურნირის ბოლო დღეს მედლები შერეულ გუნდებს(გოგონები, ვაჟები) შორის გათამაშდა და საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
ჩვენმა ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მერვედფინალში საბერძნეთი 4:1 დაამარცხეს-თავიანთი შეხვედრები მოიგეს: ეთერ ასკილაშვილმა, თამაზ კობერიძე, გიორგი ბადუაშვილმა და ნინო ლოლაძემ, ერთადერთი მარცხი მხოლოდ ნინო პაპიძემ განიცადა. იგივე ანგარიშით 4:1 დავამარცხეთ მეოთხედფინალში პორტუგალია-მოიგეს ნინო პაპიძემ, შალვა გურეშიძემ, ნინო ლოლაძემ და კოტე კაპანაძემ, დამარცხდა თამაზ კობერიძე.
ნახევარფინალში ტურნირის პირველი ნომერი საფრანგეთის ნაკრებიც დამაჯერებლად დავამარცხეთ 4:2-მოიგეს ნინო ლოლაძემ, შალვა გურეშიძემ, გიორგი ტერაშვილმა და თამაზ კობერიძემ, დამარცხდა ნინო პაპიძე და ეთერ ასკილაშვილი.
ფინალში ჩვენი მეტოქე მასპინძელი ნიდერლანდების ნაკრები იყო და ასევე იოლად 4:1 გავიმარჯვეთ და დარბაზში ქართული ჰიმნი აჟღერდა-მოიგეს შალვა გურეშიძემ, ეთერ ასკილაშვილმა, გიორგი ტერაშვილმა და თამაზ კობერიძემ, დამარცხდა ნინო ლოლაძე.
ამრიგად, როგორც პირად პირველობაში, ასევე გუნდურში საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული ევროპის ჩემპიონატი იყო. შეგახსენებთ, პირად პირველობაში ჩემპიონობა იზეიმეს თენგო ზირაქაშვილმა(66კგ), გიორგი ტერაშვილმა(73კგ) და შალვა გურეშიძემ(+100კგ), ხოლო ლუკა ბაბუციძემ(81კგ) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
1695709751
სპორტისაქართველოს ნაკრების წევრებს უკრაინელმა მოციგურავეებმა ხელი არ ჩამოართვეს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ იუნიორთა გრან-პრიზე უკრაინელმა მოციგურავეებმა სეროვამ და ივან ხობტამ ქართველ დუეტს ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას გამარჯვება არ მიულოცეს. თავად უკრაინელე...
1695652780
საზოგადოებავატიკანში აღმოჩენილი უნიკალური ქართული მასალები – 35 ათასი ტომი, 2 მილიონი წიგნი და 150 ათასი ხელნაწერი
ვატიკანში უნიკალურ ქართულ მასალებს მიაკვლიეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. შესაბამისად, მ...
1695625470
სპორტიილია სულამანიძე ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულდა ჰეიდარ ალიევის სახელობის გრან სლემი ძიუდოში. საქართვთლოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მოპოვება შეძლეს, ჩემპიონი გახდა ილია სულამანიძე(100კგ), ხოლო გურ...
1695588571
სპორტილერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონია!
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატი ლერი აბულაძის (63 კგ) ჩემპიონობით დაასრულა.ა ბულაძემ მისთვის ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე დაამარცხა...
1695559593
სოციალური მედია„ბევრი საერთოდ იმიტაციას აკეთებს რომ ყველაფერი წესრიგში აქვს და წარმატებულია“ - ქრისტინა ოსაძე
გახსოვთ მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი? იწყებდი კითხვას და სკდებოდი სიცილით. ცოტა ხანში მორიგი ხუმრობა არც ისე სასაცილოდ გეჩვენებოდა. შემდეგი კიდევ უფრო აღარ გაცინებდა. ეს დოფამინის ფოკუსია - ნეირომედიატო...