საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მერვედ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „ბორჯღალოსნებმა“ ესპანელები ანგარიშით 46:28 დაამარცხეს და ტურნირის ჩემპიონობა ზედიზედ მერვედ, სულ კი მეჩვიდმეტედ იზეიმეს. „რაგბი ევროპის“ ფინალს თბილისმა პირველად უმასპინძლა.
თამაშს ესწრებოდა საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და „რაგბი ევროპის“ პრეზიდენტი იანჰაინ პიტერსე.
შეხვედრა სტუმრების ჯარიმით გაიხსნა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ლელოები გაიტანეს: ვანო კარკაძემ (3), აკაკი ტაბუცაძემ (3), ნიკა აბულაძემ და ვასილ ლობჟანიძემ. გარდასახვები კი ზუსტად შეასრულეს დაჩი პაპუნაშვილმა (2) და დავით ნინიაშვილმა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ვანო კარკაძე.
„რაგბი ევროპის“ ნახევარფინალში ქართველმა მორაგბეებმა რუმინელები დაამარცხეს - ტრადიციულად გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ მეცხრამეტედ მოიგეს. ქართველმა მორაგბეებმა ტურნირის ყველა შეხვედრაში გაიმარჯვეს, მათ შორის შვეიცარიელებთან გამართული მატჩი სარეკორდო ანგარიშით - 110:0 დაასრულეს.
1742136934
სპორტისაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების „რაგბი ევროპის“ ჩემპიონობას ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების „რაგბი ევროპის“ ჩემპიონობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება. „გილოცავთ! საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიო...
1742136861
საზოგადოებასაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების „რაგბი ევროპის“ ჩემპიონობას პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ეხმიანება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების „რაგბი ევროპის“ ჩემპიონობას პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება. „გილოცავთ! საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია...
1742136813
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: გილოცავთ! საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია!
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების „რაგბი ევროპის“ ჩემპიონობას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქ...
1742135659
საზოგადოებაალექსანდრე რაქვიაშვილი: სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ყველაზე დიდი შეცდომა და მასზე იმედების დამყარება არაადეკვატური იყო
„ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ყველაზე დიდი შეცდომა და მასზე იმედების დამყარება, ვინც ოდნავ აზროვნებს, უკვე ხვდება, რომ არაადეკვატური იყო“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსა...
1742130731
ახალი ამბები17-18 მარტს სურამის სატრანსპორტო კვანძი-ხევის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის...