საქართველოს ნაკრების წევრებს უკრაინელმა მოციგურავეებმა ხელი არ ჩამოართვეს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ იუნიორთა გრან-პრიზე უკრაინელმა მოციგურავეებმა სეროვამ და ივან ხობტამ ქართველ დუეტს ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას გამარჯვება არ მიულოცეს. თავად უკრაინელებმა ამ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავეს. 

დაჯილდოების ცერემონიაზე მეტელკინა და ბერულავა ბრინჯაოს მედალოსნებს-მარტინ არიონო კენტისა ჩარლზ ლალიმბერტე-ლორანის კანადურ დუეტს ჩაეხუტნენ, შემ­დეგ კი სე­რო­ვა­სა და ხობტას მი­უ­ახ­ლოვ­დნენ, რათა მეტოქეებისთვის ვერ­ცხლის მე­და­ლი მიელოცათ, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნელ­მა წყვილ­მა ქარ­თვე­ლე­ბის მი­ლოც­ვა არ მიიღეს. 

ბე­რუ­ლა­ვა პერმ­ში და­ი­ბა­და და საქართველოს ნაკ­რების შემადგენლობაში  2019 წლი­დან ასპარეზობს. მეტელკინა ვლადიმირიდანაა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბს 2020 წელს შე­უ­ერ­თდა. წყვილი რუს მწვრთნელ პა­ველ სლიუსარენკოსთან ერ­თად ვარ­ჯი­შობს. 

მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში უკ­რა­ი­ნამ აუკ­რძა­ლა თა­ვის სპორ­ტსმე­ნებს მონაწილეობა იმ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში, რომლებშიც რუ­სე­ბი და ბე­ლო­რუ­სე­ბი არი­ან დაშ­ვე­ბუ­ლი, მა­ში­ნაც კი, თუ ისი­ნი ნე­იტ­რა­ლუ­რი დრო­შის ქვეშ ასპარეზობენ, მაგრამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ივ­ლის­ში შეც­ვა­ლეს.

უკ­რა­ი­ნის ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცი­ა კიდევ უფრო შორს წავიდა და ეროვ­ნუ­ლი ნაკრების წევ­რებს რე­კო­მენ­და­ცია მის­ცა, თავი შე­ი­კა­ვონ ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვის­გან და არ გა­და­ი­ღონ ფო­ტო­ე­ბი რუს და ბელორუს სპორ­ტსმე­ნებ­თან, მიუხედავად იმი­სა, თუ რომელი ქვეყნის დროშით ასპარეზობენ ისი­ნი.

სექტემბრის დასაწყისში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა ასევე გრან-პრის ეტაპი მოიგეს სტამბოლში. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1701781315

ემიგრაცია

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

"გარდაიცვალა ბარში ემიგრანტი ნინო ბაიაშვილი" - ინფორმაციას ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ ფეისბუკ ჯგუფი ავრცელებ. "7 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა... ვუსამძიმრებთ დიდი მწუხარებით ოჯახს და ასევე ემიგრა...

იტალია

1701690168

საზოგადოება

2023/24 წლის ზამთარი რეკორდულ სიცხეს გვპირდება

ექსტრემალური ტემპერატურით გამორჩეული ზაფხულისა და შემოდგომის შემდეგ, 2023/24 წლის ზამთარი ასევე რეკორდულ სიცხეს გვპირდება: მიზეზი არის „ელ-ნინო“, პერიოდული მეტეოროლოგიური ფენომენი, რომელიც ზოგადად დაკ...

კლიმატი

1701688274

საზოგადოება

მიუნხენი - ბარის რეისი, რომელზედაც ქართველი მგზავრებიც იმყოფებიან უამინდობის გამო გადაიდო (ფოტორეპორტაჟი)

Exclusivetev-ს ფრენის გაუქმების შესახებ  ინფორმაცია, ემიგრანტმა ირმა მაისურაძემ მოაწოდა. ქართველი ემიგრანტი ამჟამად მიუნხენის აეროპორტში სხვა ქართველ მგზავრებთან ერთად იმყოფება. როგორც ირმა მაიუსურაძე...

მიუნხენი

1701682671

ემიგრაცია

ემიგრანტებმა საქართველოში რეკორდული თანხა 4,4 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს

ემიგრანტებმა საქართველოში 2022 წელს რეკორდული თანხა – 4,4 მლრდ დოლარი გადმორიცხეს. ამის შესახებ კვლევითი ცენტრის – PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც 2013-2022 წლების პერიოდს შეისწავლის. თ...

ემიგრაცია

1701680677

საქართველო

ბათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - დღეს პარტია აჭარის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. „ყველა მცდელობა იქნება განხორციელებული პარტიაში ერთობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ პასუხა...

საქართველო