ზედიზედ მე-5 ევროპის ჩემპიონობა!

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში საქართველოს ტრიუმფით დასრულდა ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი რაგბიში. საქართველოს ნაკრებმა ფინალში პორტუგალიას 19:3 სძლია და ზედიზედ მეხუთედ გახდა ჩემპიონი(2015 წლიდან მოყოლებული ზედიზედ მე-8 ფინალი იყო ეს ჩვენი გუნდისთვის).
„უმცროსი ბორჯღალოსნები“ თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, მეტოქეს ყველა კომპონენტში სჯაბნიდა და პირველი ტაიმი 14:0 მოიგო (ლელო ბურთიკაშვილმა და დვალმა დადეს). მეორე ტაიმში პორტუგალიამ თამაში გამოასწორა, ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა და ანგარიში შეამცირა. საქართველოს ნაკრებმა ხანგრძლივი შეტევებით უპასუხა, მსაჯმა მოწინააღმდეგის მორაგბე კარდოსო გაასინბინა, სპანდერაშვილმა ლელო გაიტანა, სირბილაძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა და შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
ფინალამდე ქართველმა მორაგბეებმა შვეიცარია 86:10, ხოლო ნიდერლანდები 29:10 დაამარცხა.
2023 წლის რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი
18 ნოემბერი.
ფინალი
ჩეხეთი. პრაღა. „მარკეტა სთედიუმი“
საქართველო – პორტუგალია 19:3
საქართველო
ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 14. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. სანდრო სესიაშვილი (არმია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიგი სირბილაძე (სქარბოროუ, ინგლისი), 9. გიორგი ჯაში (არმია);
შერკინება: 1. გიორგი მესხიძე (ხვამლი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. ნიკა ქუმარიტოვი (ლოკომოტივი), 4. კახა შეყილაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.).
მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. გიორგი ძაგანია (სტად ნისუა, საფრანგეთი), 18. მათე ღურწკაია (ყოჩები), 19. მიხეილ შიოშვილი (ლელო), 20. დავით ლაგვილავა (გრენობლი, საფრანგეთი), 21. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), 22. ბუბა ნოზაძე (ბათუმი), 23. დავით ბარბაქაძე (არმია), 24. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 25. ნუგი ქევხიშვილი (ლელო), 26. თემო წულუკიძე (იუნკერები).
1701781315
ემიგრაციაიტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
"გარდაიცვალა ბარში ემიგრანტი ნინო ბაიაშვილი" - ინფორმაციას ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ ფეისბუკ ჯგუფი ავრცელებ. "7 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა... ვუსამძიმრებთ დიდი მწუხარებით ოჯახს და ასევე ემიგრა...
1701690168
საზოგადოება2023/24 წლის ზამთარი რეკორდულ სიცხეს გვპირდება
ექსტრემალური ტემპერატურით გამორჩეული ზაფხულისა და შემოდგომის შემდეგ, 2023/24 წლის ზამთარი ასევე რეკორდულ სიცხეს გვპირდება: მიზეზი არის „ელ-ნინო“, პერიოდული მეტეოროლოგიური ფენომენი, რომელიც ზოგადად დაკ...
1701688274
საზოგადოებამიუნხენი - ბარის რეისი, რომელზედაც ქართველი მგზავრებიც იმყოფებიან უამინდობის გამო გადაიდო (ფოტორეპორტაჟი)
Exclusivetev-ს ფრენის გაუქმების შესახებ ინფორმაცია, ემიგრანტმა ირმა მაისურაძემ მოაწოდა. ქართველი ემიგრანტი ამჟამად მიუნხენის აეროპორტში სხვა ქართველ მგზავრებთან ერთად იმყოფება. როგორც ირმა მაიუსურაძე...
1701682671
ემიგრაციაემიგრანტებმა საქართველოში რეკორდული თანხა 4,4 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს
ემიგრანტებმა საქართველოში 2022 წელს რეკორდული თანხა – 4,4 მლრდ დოლარი გადმორიცხეს. ამის შესახებ კვლევითი ცენტრის – PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც 2013-2022 წლების პერიოდს შეისწავლის. თ...
1701680677
საქართველობათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა
ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - დღეს პარტია აჭარის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. „ყველა მცდელობა იქნება განხორციელებული პარტიაში ერთობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ პასუხა...