„გასული ღამის განმავლობაში უკრაინის ძალებმა ხუთი მიმართულებით მოწინააღმდეგის 100-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს“ - უკრაინის გენშტაბი

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხუთი მიმართულებით მოწინააღმდეგის 100-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქზე 29 საავიაციო და ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ოკუპანტებმა 100-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობას შორის. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.
როგორც გენშტაბში აცხადებენ, რუსი სამხედროები კვლავ ცდილობენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლას. მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარიინსკის და შახტერსკის მიმართულებებზე შეტევისკენ.
უკრაინული მხარის განცხადებით, უკრაინის ძალებმა რუსეთის პირადი შემადგენლობის კონცენტრაციის 16 ადგილზე, ასევე მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის პოზიციაზე და საბრძოლო მასალების საწყობზე განახორციელეს დარტყმა. უკრაინელმა სამხედროებმა ასევე ჩამოაგდეს ერთი უპილოტო საფრენი აპარატი.
ასევე საინტერესოა:
1744702610
ახალი ამბებიჯონდი ბაღათურია: სახელმწიფო ბანდიტიზმის გათეთრებაში, საინფორმაციო ომში მონაწილეობდა მაგალითად მაშინდელი ტელეკომპანია რ2-ის ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქ...
1744702082
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და ს...
1744701227
ახალი ამბებივატო შაქარიშვილი: სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები იყო კონფლიქტის პროვოცირების კლასიკური სცენარი, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები, ამჯერად, გახარიას ხელით ახორციელებდნენ
„2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები იყო კონფლიქტის პროვოცირების კლასიკური სცენარი, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები, ამჯერად, გახარიას ხელით ახორციელებდნენ“- ამის შესახებ, „ერთიანი ნ...
1744699955
საზოგადოებასააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამომხმარებლო ბაზარი ინტენსიურად მოწმდება. „სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის სარეალიზაციო, სასაწყობე...
1744698734
მსოფლიოაშშ-ში ძლიერი მიწისძვრა იყო
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ორშაბათს, სამხრეთ კალიფორნიაში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი სან დიეგოს ო...