აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა სამთავრობო პლატფორმის პირადი საკითხებისთვის გამოყენების გამო, ასზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა ასზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, თანამშრომლები 15 სხვადასხვა სააგენტოში მუშაობდნენ. მათი სამსახურიდან გაშვების მიზეზი სამთავრობო ჩათპლატფორმის პირადი საკითხების განსახილველად გამოყენება იყო. კერძოდ, როგორც ირკვევა, აშშ-ის დაზვერვის თანამშრომლების ნაწილი სამსახურებრივ ჩათებში პოლიამორულ ურთიერთობებზე, სქესის შეცვლის ოპერაციებსა და პოლიტიკის საკითხებზე საუბრობდა.
„ფოქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაბარდმა განაცხადა, რომ უკვე გასცა განკარგულება ამგვარ განხილვებში მონაწილე ყველა პირის გათავისუფლების შესახებ. დასჯილ თანამშრომლებს ასევე შეუზღუდავენ საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომასაც. გაბარდის თქმით, სამსახურებრივ ჩათებს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო კურირებდა.
გაბარდის თქმით, სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ქცევა არღვევს „პროფესიონალიზმის ძირითად წესებსა და სტანდარტებს“.
გაბარდმა განაცხადა, რომ თანამშრომლების გათავისუფლება სადაზვერვო სამსახურებში არაკეთილსინდისიერად მოქმედი პირების გამოვლენის უფრო მასშტაბურ ძალისხმევის ემსახურება. საკადრო ცვლილებებმა, გაბარდის ჩანაფიქრით, უნდა აღადგინოს საზოგადოების ნდობა აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებისადმი.
1740659612
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: როდესაც დავინახეთ, რამდენად საშიში ყოფილა USAID-დან დაწყებული NED-ით დამთავრებული ასეთი დონორი ორგანიზაციები, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამერიკაში მოქმედი კანონი სიტყვასიტყვით დაგვეინიცირებინა
„ჩვენთან ძალიან სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა, გამჭვირვალობის რეესტრში არ დაფიქსირდნენ ის მსხვილი და მდიდარი ენჯეოები, რომლებთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი არსებობს“, - ამი...
1740658535
ახალი ამბები„კოორდინირებული მუშაობა გრძელდება და არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ - ყველასთან მყარდება კომუნიკაცია“ - მიხეილ ყაველაშვილი
„კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და მთავარი საკითხია, რომ არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს უყურადღებოდ, ყველასთან მაქსიმალურად მყარდება კომუნიკაცია“, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვ...
1740655001
ახალი ამბები„ბიძინა ივანიშვილი არცერთ ისეთ ნაბიჯს არ დგას, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს“ - ლევან მაჭავარიანი
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არცერთ ისეთ ნაბიჯს არ დგას, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგი...
1740654573
მსოფლიოThe Washington Post: შესაძლოა, 2100 წლისთვის უკრაინის მოსახლეობა 15 მილიონამდე შემცირდეს
უკრაინის მოსახლეობა სწრაფად მცირდება და ამან, შესაძლოა, სერიოზული გავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ სიჯანსაღეზე, პოლიტიკურ სტაბილურობაზე, ეთნიკურ მრავალფეროვნებასა და მომავალში, ომის წარმოების უნარ...
1740654045
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, საგარეო დაფინანსება სწორი მიმართულებით იყოს წარმართული, არ ემსახურებოდეს ქვეყნის, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო პროცესებს
მნიშვნელოვანია, რომ საგარეო დაფინანსება სწორი მიმართულებით იყოს წარმართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოზურგეთში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა ა...