CNN: ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში უსაფრთხოების პრევენციულ ზომებს იღებენ იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპისთვის ბრალის წაყენება ფართო პროტესტს გამოიწვევს

ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის ოფიციალური პირები უსაფრთხოების პრევენციულ ზომებს იღებენ იმ შემთხვევისთვის, თუ დონალდ ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენება ფართო პროტესტს გამოიწვევს.

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

CNN-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკის პოლიციის ყველა ოფიცერი მზად იქნება განლაგებისთვის, თუ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბრალს წაუყენებენ.

ტრამპის იურიდიულ გუნდთან დაახლოებულმა წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ თუ ტრამპს ბრალს წაუყენებენ, ისინი არ ელიან, რომ დაკავება ან სასამართლოში პირველადი გამოჩენა მომავალ კვირამდე მოხდება.

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენების იდეა და პროკურატურის მხრიდან შესაძლო ქმედებას უწოდა „პოლიტიკურად მოტივირებული“ და „არა ის, რისი ხილვაც ამერიკელ ხალხს სურს“.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მას მომავალ კვირას დააკავებენ და თავის მომხრეებს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714066526

საზოგადოება

„იზრუნე სხვებზე, თუ გსურს, სამყარომაც იზრუნოს შენზე... უკვე მოიფიქრე, რას გააკეთებ სხვისი ღიმილისთვის?“ - გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ურთიერთობებზე საუბრობს. „გათენდა - ის.გამითენდა - ის მე...

საზოგადოება

1714065355

ახალი ამბები

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი“- სოზარ სუბარი

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი,“ - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. მისი თქმით, საქართვ...

სოზარ სუბარი

1714065155

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია

ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატისოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში თურქი მუჰამედ დემირელი დაამარცხა და კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის წოდება....

მარგველაშვილკ

1714061589

ახალი ამბები

კახა კალაძე: დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში

დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალ...

პოლიტიკოსეი

1714060591

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც, - ამის შესახებ ინფორმაცი...

წვიმააა