26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, რუსთაველის გამზირზე, ასევე, რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე გადაადგილება შეიზღუდება
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო და შემდგომ ღონისძიებების პერიოდში, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„21 მაისიდან უკვე შეზღუდულია მოძრაობა რესპუბლიკის მოედანზე. სატრანსპორტო საშუალებები მარჯვნივ მოხვევით, კოსტავას ქუჩისკენ გადაადგილებას 27 მაისამდე ვერ შეძლებენ.
23 მაისის 23:00 საათიდან 24 მაისის 07:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება და საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
24 მაისის 23:00 საათიდან 27 მაისის 12:00 საათამდე, სრულად დაიკეტება რესპუბლიკის მოედანი და რუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედნის ჩათვლით.
27 მაისის 23:00 საათიდან 28 მაისის 07:00 საათამდე კი, შეზღუდვა იმოქმედებს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე.
აღნიშნულ პერიოდში, გადაადგილება ასევე შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით; ივანე მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება და გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან, ივანე მაჩაბლის ქუჩის გავლით.
პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვები იქნება ალექსანდრე გრიბოედოვის, კოტე მაყაშვილის, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის ქუჩების გავლით.
შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება აღნიშნულ ტერიტორიებზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. მელიქიშვილის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება ზეთისხილის ხემდე, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, მოუხვევს ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისთან და შემდეგ გზას დადგენილი სქემით გააგრძელებს. ის ავტობუსები კი, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, გადაადგილდებიან ევროპის მოედანზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, შემდეგ კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით.
თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ტრანსპორტი გაჩერდება ამაღლების ქუჩის N11-თან და მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მისამართიდან მოემსახურება“, - ვკითხულობთ თბილისის მერიის ინფორმაციაში.
1737275614
ახალი ამბებიგიორგი კალანდარიშვილი: პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ცხადყო, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია
„პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ცხადყო, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია“, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ დ...
1737273783
მსოფლიოაზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე მიმდინარე წლის 2-დან 1...
1737271917
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება. „მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა“, - წერს პრემიერი. ცნობისთვის, 19 იანვარს მე...
1737271019
სპორტი„მთელი სამყარო იყო ჩემს წინააღმდეგ, თუმცა მე ეს არ მადარდებდა“ - მერაბ დვალიშვილი
ბრძოლის დასრულების შემდეგ, მოქმედმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგ იყო. „მადლობა ყველას! თითოეულ გულშემატკივარს და თითოეულ ქართველს. მიყვარხ...
1737269035
სპორტისპორტის სამინისტრო: მერაბ დვალიშვილმა რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა
UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილის გამარჯვების შესახებ სპორტის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. „აშშ-ში, კალიფორნიაში, არენა Intuit Dome-ზე გამართულ UFC 3...