ალექსანდრე ტაბატაძე: გასული წლის 29 ნოემბერს, აქციაზე თვალბუდის არეში ბლაგვი საგანი მოხვდა პოლიციელს, რომელმაც შედეგად დაკარგა მხედველობა - ეს არის მაგალითი, რომელიც უნდა იცოდეს, როგორც ჩვენმა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ

 საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ის ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ნარატივს ეხმიანება, თითქოს გასული წლის ნოემბრის საპროტესტო აქციები მშვიდობიანი იყო.

ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით, როგორც მისთვის ცნობილი გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, რომელსაც აქციის მიმდინარეობისას თვალბუდის არეში ბლაგვი საგანი მოხვდა, მარჯვენა თვალის ტრავმული დაზიანების შედეგად საბოლოოდ დაკარგა მხედველობა.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ გასული წლის ნოემბერში ძალადობრივი აქციების მიმდინარეობისას ფიზიკური დაზიანება მიიღო არაერთმა სამართალდამცავმა, მათ შორის ისეთი მძიმე, როგორიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში დადგა.

„გასული წლის 29 ნოემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას თვალბუდის არეში ბლაგვი საგანი მოხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და დღეს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მიუხედავად საქართველოსა და საზღვარგარეთის კლინიკების წამყვანი ოფთალმო-ქირურგების მცდელობისა, მხედველობის აღდგენა შეუძლებელი გახდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მარჯვენა თვალის ტრავმული დაზიანების შედეგად, საბოლოოდ დაკარგა მხედველობა. ეს არის, ერთ-ერთი, კონკრეტული მაგალითი, რომელიც უნდა იცოდეს, როგორც ჩვენმა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ, როდესაც საუბრობენ დემონსტრაციებისა და პროტესტის მშვიდობიან ხასიათზე. სინამდვილეში, ფაქტია, რომ გასული წლის ნოემბერში ძალადობრივი აქციების მიმდინარეობისას ფიზიკური დაზიანება მიიღო არაერთმა სამართალდამცავმა, მათ შორის ისეთი მძიმე, როგორიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში დადგა.“ - აცხადებს ალექსანდრე ტაბატაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744738051

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში“ და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს“ მიაკუთვნებს

 „ენას ძვალი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეურაცხადობას თუ ფეიკ-დემენციას აწვები და როდესაც სინდისი დიდი ხანია უცხო სუბსტანციად მიგაჩნია შენში,“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის...

დავით ქართველიშვილი - ანალიტიკოსი

1744735393

ახალი ამბები

ედიშერ გვენეტაძე პოლიციელის მიერ მხედველობის დაკარგვაზე: არასდროს იფიქროთ, რომ რომელიმე „სინდისის“ პატიმრის მშობელი იტყვის ოდესმე, ჩემმა შვილმა ეს რა უბედურება ჩაიდინაო

 მე რიგითი საქართველოს მოქალაქე ედიშერ გვენეტაძე მოვითხოვ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უცხო ქვეყნების აგენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელმაც პრეზიდენტობის მოვალე...

გვენეტაძე

1744732609

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

 საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი...

ყაველაშვილჯ

1744729905

ახალი ამბები

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო

 თურქეთში, იზმირის ყურეში ძლიერ მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტო ავრცელებს. უწყება ცნობით, მიწის...

ააა

1744728540

ახალი ამბები

შსს: პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა

 პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმ...

შსს