ბაჩო ოდიშარია: ნეოლიბერალიზმის მიერ შემოთავაზებული „კულტურა“ რეალურად კულტურის უარყოფაა, რაც ნიშნავს იდენტობის დაკარგვას, მორალურ გახრწნას და კულტურის ჰეგემონიზაციას, რისი შედეგიც კი არის პროგრესის სახელით პროგრესის სიკვდილი

 „ნეოლიბერალური კულტურის ქმნადობა დასავლური კულტურის უარყოფაზე, მისი სახეხატების გარდაქმნაზე, დასავლური ცივილიზაციების ავტორიტეტების ნგრევაზე და ამ ცივილიზაციების მიერ აღიარებული სოციო-კულტურული ნორმების პროფანაციაზე დგას. ამის უამრავი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის მანძილზე, მაგრამ ის რაც აგვისტოში გათამაშდება ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდ ბოულის სცენაზე, ალბათ, ამის კულმინაციური მაგალითია“, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.

ოდიშარიას თქმით, „საკულტო მიუზიკლში “იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი”, ქრისტეს როლს შეასრულებს შავკანიანი ქვიარი ქალი. შესაბამისად, ქრისტეს შეუცვლიან მინიმუმ სქესს და რასას. ეს არაა არც კულტურის აპროპრიაცია, არც პროვოკაცია, რომელიც მანკიერი ტრადიციების გადააზრებას ისახავს მიზნად, ესაა საკრალურის დესაკრალიზაციის აქტი, ქრისტეს ფიქტიურ პერსონაჟად დაფუძნების მცდელობა, რომელიც ისევე შეიძლება იყოს ინტერპრეტაციის საგანი, როგორადაც აქციეს მაგალითად ჯეიმს ბონდი ან კაპიტანი ამერიკა“.

„ნეოლიბერალური კულტურის ქმნადობა დასავლური კულტურის უარყოფაზე, მისი სახეხატების გარდაქმნაზე, დასავლური ცივილიზაციების ავტორიტეტების ნგრევაზე და ამ ცივილიზაციების მიერ აღიარებული სოციო-კულტურული ნორმების პროფანაციაზე დგას. ამის უამრავი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის მანძილზე, მაგრამ ის რაც აგვისტოში გათამაშდება ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდ ბოულის სცენაზე, ალბათ ამის კულმინაციური მაგალითია. საკულტო მიუზიკლში “იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი”, ქრისტეს როლს შეასრულებს შავკანიანი ქვიარი ქალი. შესაბამისად, ქრისტეს შეუცვლიან მინიმუმ სქესს და რასას. ეს არაა არც კულტურის აპროპრიაცია (რაზეც ასე წუხს ხოლმე ლიბერალური ფლანგი), არც პროვოკაცია, რომელიც მანკიერი ტრადიციების გადააზრებას ისახავს მიზნად, ესაა საკრალურის დესაკრალიზაციის აქტი, ქრისტეს ფიქტიურ პერსონაჟად დაფუძნების მცდელობა, რომელიც ისევე შეიძლება იყოს ინტერპრეტაციის საგანი, როგორადაც აქციეს მაგალითად ჯეიმს ბონდი ან კაპიტანი ამერიკა. ლიბერალური შემოქმედებითი ელიტა მსგავს გამოხტომებს ვერასოდეს ბედავს მაგალითად ისლამური კულტურის წინააღმდეგ, რადგან ასეთ შემთხვევებში პასუხი მყისიერი და ლეტალური ხასიათისაა. საპირისპიროდ, საერთო ღირებულებების დევალვაცია თუ დასავლურ სოციუმში პროგრესულ ნაბიჯად არ ფასდება, ამას მოჰყვება ტრადიციული გაუქმება ნეოლიბერალური ჯგუფების მხრიდან, სოციალური გარიყვა, რასისტად, ჰომოფობად, მოკლედ, ბნელ და მოძალადე მენტალიტეტის სუბიექტად გამოცხადება. შესაბამისად, ნეოლიბერალიზმის მიერ შემოთავაზებული “კულტურა”, რეალურად კულტურის უარყოფაა, რაც ნიშნავს იდენტობის დაკარგვას, ისტორიის ეროზიას, სოციალური კავშირების გაქრობას, ეთიკურ და მორალურ გახრწნას და კულტურის ჰეგემონიზაციას, რისი შედეგიც კი არის პროგრესის სახელით პროგრესის სიკვდილი. მაგრამ პრინციპში, რა შუაშია ეს ყველაფერი საკულტო მიუზიკლთან, რომელშიც ქრისტეს როლს შავკანიანი ქვიარი ქალი განასახიერებს? მიუზიკლში ხო მთავარია მსახიობი კარგად მღეროდეს“, - წერს ოდიშარია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741097078

საზოგადოება

პრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი

ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე

1741096366

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...

ირაკლი კობახიძე

1741096076

მსოფლიო

სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს, დაშავებულია ორი დეპუტატი

სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს. დაშავებულია ორი დეპუტატი. მედიის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს გულის შეტევა დაემართა და ამჟამად მისი მდგომარეობა...

სერბეთის პარლამენტ

1741096008

მსოფლიო

„დროა, აშშ-მა დატოვოს ალიანსი“ - ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან - fox news

ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ იტყობინება. სენატორმა მაიკ ლიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი მსგავს იდეას. ლონდონში ნატოს მოკავშირე...

ნატო

1741095905

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა

ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...

ირაკლი კობახიძე