„ბიძინას მონები ხართ თქვენ!“ - მამუკა ხაზარაძე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

პროკურორთან შელაპარაკების გამო მამუკა ხაზარაძე სასამართლო პროცესიდან მოსამართლემ გააძევეს.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
პროცესზე მოსამართლეს საქმის პროკურორი მიმართავდა, რომლის სიტყვასაც მოჰყვა ხაზარაძისა და ჯაფარიძის გაღიზიანება.
„სირცხვილია“, „მატყუარა“ - ეუბნებოდნენ ბრალდებულები პროკურორს, რაზედაც პასუხად იგივე რეპლიკები მიიღეს და პროცესი შელაპარაკებაში გადაიზარდა.
„ეს არის დასახური სასამართლო!“ - თქვა მამუკა ხაზარაძემ და კვლავ პროკურორს მიმართა: „შენ გგონია ციხეში წასვლის მეშინია?!“
ამის შემდეგ, მოსამართლემ ხაზარაძეს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.
„კი, ბატონო. გავალ. იმიტომ, რომ ეს არ არის სასამართლო. ეს არის მარაზმი. ბიძინას მონები ხართ თქვენ!“ - თქვა ხაზარაძემ და პროცესიდან გავიდა.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად, 2 მილიონამდე ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ასევე საინტერესოა:
🔵 ქვეყნის თითქმის ყველა ინსტიტუცია მიტაცებულია ერთი კაცის მიერ - მამუკა ხაზარაძე
🔵 მამუკა ხაზარაძე: ხვალ 3 წლიანი პოლიტიკური სასამართლო დევნის ბოლო სხდომაა!
1741973228
მსოფლიოპუტინი ტრამპის მოწოდებაზე: იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაეცნო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას კურსკის ოლქში ბლოკირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების დანდობაზე. „იარაღის დაყრის...
1741971621
მსოფლიოკანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა
კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...
1741969756
მსოფლიოუკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...
1741968663
საზოგადოებამარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...
1741967694
საზოგადოებაფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი
წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...