„დადიანების სასახლე რომ გარემონტდა, აღდგა და ძალიან მოგვწონს ყველას, ერთმა ქართველმა კაცმა - ბიძინა ივანიშვილი ჰქვია ამ კაცს, დახარჯა 20 იმდენი და იმის მეოცედი დახარჯა USAID-მა“ - მამუკა მდინარაძე

„ამერიკის მოქალაქე რომ გადასახადს იხდის და საქართველოში იხარჯება ეს ფული, სად მიდის ზუსტად ხომ უნდა ვიცოდეთ?“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ამერიკიდან შემოსული დაფინანსების მხოლოდ პოზიტიური მხარეა ცნობილი საზოგადოებისთვის, ხოლო ათეულობით მილიონი სად იხარჯება უცნობია.

„ჩვენ ვიცით კარგი რაღაცები, მხოლოდ პოზიტიური მხარე ვიცით ამ ყველაფრის და ვიცით, რომ სადღაც ვიღაც დაატრენინგეს სოფლის მეურნეობაში, სადღაც რაღაცა კულტურულ მემკვიდრეობაში. დადიანების სასახლე რომ გარემონტდა, აღდგა და ძალიან მოგვწონს ყველას, ერთმა ქართველმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილი ჰქვია ამ კაცს, დახარჯა 20 იმდენი და იმის მეოცედი დახარჯა USAID-მა. აქ ვიცით, ძალიან კარგი, რაღაც ნაწილი სად წავიდა, მაგრამ ასევე ათეულობით მილიონი არ ვიცით სად მიდის. თქვენ ისეთი პოზიცია გიჭირავთ, რომ არ გამაგონოთ რაში დაიხარჯა ეს ფული სად მიდისო, ამაზე აქციებს ატარებთ და ამის გამო რუსულს ეძახით „გამჭვირვალობის კანონს“. არ გაინტერესებთ ამერიკელი გადამხდელის ფული სად მიდის?“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715498440

საზოგადოება

12 მაისი კვირაცხოვლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ტარდება.  კვირაცხოვლობას აგრეთვე ეწოდება თომას კვირა. წმინდა ს...

კვირაცხოვლობაა

1715495852

საზოგადოება

ჩხოროწყუში 27 წლის ანი პაპავას ეძებენ

ჩხოროწყუში 27 წლის გოგოს ეძებენ. ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ახლობლების ცნობით, ანი პაპავა სახლიდან  10 მაისს გავიდა და მას შემდეგ არ უნახავთ.  „გთხოვთ გაავრცელეთ ვეძებთ! და...

ანი პაპავა

1715495089

სოციალური მედია

„ის ფაქტიც, რომ ჩვენ ფინალში მოვხვდით და ჩვენმა დროშამ ამაყად იფრიალა, ეს არის ჩვენი ძალიან დიდი გამარჯვება“ - ნუცა ბუზალაძე

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა, სიმღერით The Code. მან 591 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება. ევროვიზია...

ნუცა ბუზალაძე

1715466107

ჰოროსკოპი

12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ამ დღეს კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ ახალგაცნობილ ადამიანებზე. მარტოხელა ვერძებს რომანტიკული თავგადასა...

ააა

1715458698

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: მინდა, ახალგაზრდებს ვუთხრა, იცით, ვის აჰყევით? ომიდან ორ თვეში ვინც ქართველ ჯარისკაცებს ომის დაწყება დააბრალა, ვინც რუსეთს სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდა

 არანაირი რევოლუციის მომწყობები ეგენი არ არიან, მაგის თავი არ აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ სატელ...

მამუკა მდინარაძე