„დღეს ჩვენ ვზეიმობთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს მოვლენას - წმინდა ზიარების საიდუმლოების დადგინება, რომელიც ლიტურგიის დროს აღესრულება“ - მეუფე შიო

„როდესაც ადამიანი ჯეროვნად ეზიარება და სათანადო ცხოვრების წესით ცხოვრობს, ამ ყველაფრის მეშვეობით შემოდის სამყაროში ის დიდი ნათელი ძალა და მადლი ღვთისა, რომელსაც შეუძლია სამყაროს შეცვლაც, ფერისცვალებაც და განწმენდაც“,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი) ვნების კვირის ხუთშაბათს ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს ქადაგებას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს. 

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს.

დღეს ჩვენ ვზეიმობთ კაცობრიობის ისტორიაში და, საერთოდ, სამყაროში უდიდეს მოვლენას, ეს არის ჩვენი სარწმუნოების საიდუმლოთა საიდუმლოების, წმინდა ზიარების საიდუმლოების დადგინება, რომელიც ლიტურგიის დროს აღესრულება.

ამ ღვთისმსახურების დროს ღმერთს ვმადლობთ და სამადლობელ ლოცვებს წარმოვთქვამთ. სწორედ ამიტომ ამ მსახურებას ეწოდება ასევე „ევქარისტია“, რაც მადლიერებას ნიშნავს, მაგრამ ლიტურგიის არსი არ არის მხოლოდ და მხოლოდ მადლიერებაში.

როდესაც წმინდა ეკლესია ლიტურგიას მსახურობს, მაშინ ის, სულიწმიდის მადლით, უერთდება იმ საიდუმლო სერობას, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ აღასრულა თავის მოწაფეებთან ერთად, როდესაც აკურთხა პური და ღვინო და ისინი თავის ჭეშმარიტ ხორცად და ჭეშმარიტ სისხლად გარდაქმნა.

ღმერთში არ არის დრო, არც სივრცე. ამიტომ ჩვენც, როდესაც ვმსახურობთ ევქარისტიას, გადავლახავთ დროსაც, სივრცესაც და, ვიმეორებ, სწორედ იმ საიდუმლო სერობის თანამონაწილენი ვხდებით. აქ სრულდება საოცარი სასწაული, რომელსაც წმინდა ეკლესია აღასრულებს უფალ იესო ქრისტეს მცნების მიხედვით. „ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა. მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა. სვით ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი, მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა“, - ბრძანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და ეს სასწაული მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი ჯეროვნად მაზიარებელი წმინდა სისხლისა და ხორცისა იღებს ამ მადლს, ვინც ცხოვრობს შესაბამისი ცხოვრებით.

წმინდა ეკლესია, კერძოდ, წმინდა იოანე დამასკელი და სხვა დიდი მამები გვასწავლიან, რომ ამ საიდუმლოებას ეწოდება ზიარება, იმიტომ რომ ჩვენ ვეზიარებით იესო ქრისტეს და ვხდებით წილმქონე მისი ღვთაებისა, მისი სხეულისა, მისი ხორცისა და მისი თანამესხეულენი ვხდებით. მეორე მხრივ, ერთი მეორესაც ვუერთდებით, იმიტომ რომ ერთი პურის წილმიმღებნი ვართ, ვხდებით რა, ქრისტეს სხეულის, მისი სისხლის თანაზიარნი, ერთი მეორის ასოებიც ვხდებით.

აი, ასეთი საოცარი სწავლებაა ჩვენი ეკლესიისა და არ არსებობს სხვა რამ მოვლენა, რაიმე სხვა წეს-განგება, რომელსაც ჰქონდეს ამაზე დიდი მნიშვნელობა, ვიდრე ის, რაც ხდება წმინდა ლიტურგიაზე, როდესაც მცირე რაოდენობის პური და ღვინო გარდაიქმნება ქრისტეს სისხლად და ხორცად.

აქ ადგილი აქვს განსაკუთრებულ საღვთო მოქმედებას, რომელიც ამ სამყაროზე გარდამოავლენს ღმერთის მადლს და ძალას, რომელიც ჩვენს გულებში შემოდის და მოქმედებს ყველაფერზე, რასაც ჩვენ ვეხებით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაოდენ უმნიშვნელოც უნდა მოგვეჩვენოს ეს საქმე, თუნდაც ყოფითი საქმიანობის ჩათვლით.

როდესაც ადამიანი ჯეროვნად ეზიარება და სათანადო ცხოვრების წესით ცხოვრობს, ამ ყველაფრის მეშვეობით შემოდის სამყაროში ის დიდი ნათელი ძალა და მადლი ღვთისა, რომელსაც შეუძლია სამყაროს შეცვლაც, ფერისცვალებაც და განწმენდაც, მიუხედავად იმისა, იცის ეს სამყარომ თუ იცის.

აი, ასეთ დიდ დღესასწაულს ვზეიმობთ ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ.

მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რადგან, მისი ღვაწლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსახურება და შედეგი არის სწორედ ევქარისტიული ცხოვრების აღორძინება საქართველოსა და ჩვენს ეკლესიაში.

ვეცადოთ, ხშირად ვეზიაროთ ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს და მთელი ჩვენი არსებით გავაცნობიეროთ, რა ხდება ტაძარში, როდესაც აღესრულება წმინდა ლიტურგია იმისთვის, რომ ჩვენ ღმერთისგან მომავალი ამ დიდი სიყვარულის ძალისგან მივიღოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ჩვენი სულის გადარჩენისთვის და მივაღწიოთ ისეთ სულიერ მდგომარეობას, რომ შევიგრძნოთ ის ერთობა ქრისტესთან, რომელზეც მან თქვა, როდესაც წმინდა ზიარების საიდუმლოზე საუბრობდა: „ვინც ჭამს ჩემს ხორცს და ვინც სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია და მე მასში“, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!“,- აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715885932

ახალი ამბები

პოლიციამ გარდაბანში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა - შსს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ნ.ი....

პოლიცია

1715879855

ახალი ამბები

გარდაბანში ძმამ და მოკლა

გარდაბანში ძმამ და მოკლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ინფორმაციას „რადიო მარნეული“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ძმა დას ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი სასიკვდილოდ დანით დაჭრა. ეჭვმიტანილი ადგი...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1715879179

საზოგადოება

,,გვსურს, ხვალ მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, სულიერი და კულტურული ღირებულებების დაცვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ეს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას” - საპატრიარქო

,,გვსურს, ხვალ მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, სულიერი და კულტურული ღირებულებების დაცვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ეს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას", -...

დდ

1715875878

ახალი ამბები

ერდოღანი: ჩვენი ფეხბურთის ეროვნული ნაკრები საქართველოს ნაკრებთან ერთად არის ჯგუფში და ერთმანეთს 18 ივნისს დორტმუნდში დაუპირისპირდებიან, ორივეს წარმატებას ვუსურვებ წინასწარ

 ჩვენი შეხვედრის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირ...

თურქეთის პრეზიდენტი

1715874781

საზოგადოება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას

 დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიულიპარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ დაძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს შორის.კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოსტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა დაკეთილდ...

გგჰ