„დღეს, უსამშობლო რადიკალებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა თავიანთ უმთავრეს ამოცანად აქვთ ქცეული, რადგან საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების მასზე დიდი დამცველი“ - კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილზე

საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე სახალხო შეკრებაზე თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა იმ სტანდარტებისთვის, რომელიც მისი ხელშეწყობით 2012 წლიდან დაინერგა ქართულ პოლიტიკაში და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს მართავს გუნდი, რომელსაც გააზრებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა.

„ამ გუნდის დამფუძნებელს და ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა იმისათვის, რომ 2012 წლიდან მან საქართველოს ეროვნული ინტერესები ხელისუფლების საქმიანობის მთავარ სახელმძღვანელო პრინციპად აქცია. სწორედ ამან მისცა საქართველოს შესაძლებლობა იმისა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა და შემოტევებისა, შეგვენარჩუნებინა პრინციპული პოზიცია და დაგვეცვა მშვიდობა. შევინარჩუნეთ სიმშვიდე ქვეყანაში.

დღეს უსამშობლო რადიკალებს და მათ უცხოელ პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა თავიანთ უმთავრეს ამოცანად აქვთ ქცეული. ამ თავდასხმას ერთადერთი მიზეზი აქვს - საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების იმაზე დიდი დამცველი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია. ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ. მის მიერ განხორციელებული ყველა პროექტი, ინტელიგენციის გვერდში დგომა და გადარჩენა ემსახურებოდა და ემსახურება ერთადერთ მიზანს - საქართველოს ეროვნული იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებას. ასეთივე ეროვნული ამოცანით შემოვიდა ის 2011 წელს პოლიტიკაში, როდესაც საკუთარი სიცოცხლეც კი რისკის ქვეშ დააყენა და ხშირად უთქვამს, როდესაც სახლიდან გამოვდიოდი, მეუღლეს ვემშვიდობებოდი, იმიტომ, რომ არ ვიცოდი, ცოცხალი დავბრუნდებოდი თუ არაო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ის დადგა იქ, სადაც ჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას და აგენტოკრატია ეროვნული ხელისუფლებით შეცვალა. სწორედ ამიტომ ესხმიან მას თავს ასეთი გააფთრებით, დაუწესეს ფაქტობრივი სანქცია, რამდენჯერმე დაემუქრნენ ფორმალური სანქციებით, თუმცა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ვერცერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს. მინდა იყოთ დარწმუნებულები, რომ ასე იქნება მომავალშიც.

ჩემო მეგობრებო, ალბათ გახსოვთ, ამის საპირწონედ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ იგივე ადამიანებს სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მიმართ, რომელსაც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ უამრავი უმძიმესი დანაშაული ჩაადენინეს. სააკაშვილი მოწონდათ, რადგან ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ყავდათ მომართული და რასაც ეტყოდნენ, ყველაფერს აკეთებინებდნენ. ბიძინა ივანიშვილი კი სწორედ იმიტომ არ მოსწონთ, რომ დღეს ის არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მთავარი გარანტი საქართველოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715781320

სოციალური მედია

„საკუთარი ქვეყნის გერბის ქვეშ რომ არ დაგაყენებენ და კუთხეში დადგომის არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნია - ეს არის იმ ქალის დამოკიდებულება, რომელმაც „ნაცების“ კოალიციის ლიდერად თვითონ გამოაცხადა თავი“ - დიმიტრი სამხარაძე

„შენ ქვეყანაში, პრეზიდენტი რომ გქვია ჯერ კიდევ, შუაში, საკუთარი ქვეყნის გერბის ქვეშ რომ არ დაგაყენებენ და კუთხეში დადგომის არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნია!“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული...

დიმიტრი სამხარაძე

1715778804

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7323 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლის...

კურსი

1715777892

სოციალური მედია

„აქციების ირგვლივ რაც ხდება, ესაა საზოგადოებაში პანიკის დათესვის მორიგი ხელოვნური მცდელობა!“ - რას წერს ლუკა ეხვაია

„ყოველთვის, როდესაც საუბრობენ დასავლეთის კულტურული პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებზე, როგორიცაა LGBTQ+ პროპაგანდა და ზოგადად, დასავლური კულტურული ჰეგემონია, მხედველობიდან რჩებათ, რომ აშშ-ის ჰეგემონიურ...

ლუკა ეხვაია

1715774163

ახალი ამბები

გიორგი მამარდაშვილი „ნიუკასლის“ ინტერესის სფეროშია

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ნიუკასლ იუნაიტედის“ ინტერესის სფეროშია.  როგორც Marca იტყობინება, ინგლისურ კლუბში ნიკ პოუპის, მარტინ დუბრავკას და ლორის კარიუსის თამაში...

იტალია

1715770384

საზოგადოება

რას ამბობს მერაბ დვალიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ავარიაში მოყვა

ქართველი „რკინის კაცი“, იგივე მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და თავის გამომწერებს ცხოვრებისეულ სიახლეებსა და სახალისო მომენტებს ხშირად უზიარებს. ამჯერად სპორტსმენის მორიგი ვიდეო ვრც...

ააა