დიმიტრი ხუნდაძე: ევროსაბჭოს ასამბლეაში მიღებული რეზოლუცია საქართველოს დამორჩილებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ევროსაბჭოს ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მედიასთან აფასებს.

„ყველა არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იქნას არჩევნები ლეგიტიმურად ცნობილი და ჩატარდეს ხელახლა, პრაქტიკულად, არის მხოლოდ განაცხადი, რომ მათ ეს შედეგი არ მოსწონთ და ამიტომ სურთ, არჩევნები თავიდან ჩატარდეს, იქნებ მათთვის სასურველმა ძალამ გაიმარჯვოს“, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერების ქმედებებითა და განცხადებებით ჩანს, რომ მათი სურვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებაა.

მისი თქმით, ევროსაბჭოს ასამბლეამ ქართული დელეგაციის ლეგიტიმაცია აღიარა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას დრო დაუთქვა ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად, რის გამოც, საქართველოს დელეგაციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მსგავს ურთიერთობებზე უარი თქვა.

დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ევროსაბჭოში მსჯელობა საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით იყო. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ირჩევს ქართველი ხალხი და ეს გადაწყვეტილება საქართველოში მიიღება.

„ის გადაწყვეტილება, რაც ევროსაბჭოს ასამბლეაში რეზოლუციის სახით იქნა მიღებული, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უარგუმენტო და უსაფუძვლოა. ვფიქრობ, ესეც არის საქართველოს დამორჩილებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპი და სწორედ ამიტომ, ყველა არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იქნას არჩევნები ლეგიტიმურად ცნობილი და ჩატარდეს ხელახლა, პრაქტიკულად, არის მხოლოდ განაცხადი, რომ მათ ეს შედეგი არ მოსწონთ და ამიტომ სურთ არჩევნები თავიდან ჩატარდეს, იქნებ მათთვის სასურველმა ძალამ გაიმარჯვოს. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს პროცესებიდან, მათი ინტერესი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებისკენაა მიმართული და ცდილობენ, რომ ეს ძალა ისევ მოიყვანონ ხელისუფლებაში.

მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ უნდა გავიგოთ მოვლენები ისე, როგორც მოხდა. ევროსაბჭოდან საქართველო არ გამოსულა, ქვეყანა ისევ ევროსაბჭოს წევრია და ეს ურთიერთობები გაგრძელდება. ევროსაბჭოს პრეზიდენტი რამდენიმე ხნის წინ სტუმრობდა საქართველოს. მან გაბედა ეს სტუმრობა. ვგულისხმობ, რომ ამ პროცესების პარალელურად, მისი საქართველოში სტუმრობა ბევრ ლიდერს, ამ პროცესების ავტორებსა და შემოქმედებს არ მოეწონათ, მაგრამ მან გაბედა საქართველოში მოსვლა. ესეც, რა თქმა უნდა, ლეგიტიმაციის ერთ-ერთი დასტური იყო.

პროცესები ისე წარიმართა, რომ საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოს ასამბლეაში მონაწილეობაზე უარი თქვა. აქაც, პრაქტიკულად, ასამბლეამ აღიარა ქართული საპარლამენტო ჯგუფის ლეგიტიმაცია, მაგრამ შემდეგ დრო დაუთქვა ხელისუფლებას - თუ რამდენიმე თვეში არჩევნები არ ჩატარდება, ასამბლეა მხარს აღარ დაუჭერს საქართველოს წარმომადგენლებს. ამიტომ, სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენი დელეგაციის ლეგიტიმაცია იქნა ცნობილი, საქართველოს დელეგაციამ თავად თქვა უარი - ასეთ პირობადადებულ ურთიერთობაზე, ის თავად ამბობს უარს. რამეთუ, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ მშრალ ქაღალდზე მიღებული გადაწყვეტილება იყო, არამედ ქართველი ხალხის, სახელმწიფოსა და უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეურაცხყოფაა. ასევე, უმნიშვნელოვანესი იყო, ამ შემთხვევაში, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის აუცილებელი პირობა - საქართველოში ვინ იქნება ხელისუფლება, ამას ქართული საზოგადოება წყვეტს. ეს გადაწყვეტილება მიიღება საქართველოში და არა სადღაც გარეთ, რა კავშირიც და რა სართულიც არ უნდა იყოს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, თუმცა ახალი აქ არაფერი არ მომხდარა“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738256000

სპორტი

ფიგურული ციგურაობა - ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ ნიკა ეგაძე მეორე ადგილზეა

 ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცთა შორის ქართველი ნიკა ეგაძე ასპარეზობს, რომელმაც მოკლე პროგრამა საკმაოდ მაღალი შეფასებით 91.94 ქულით დასრულა, მეორე ადგილზე გავიდა და მცირე ვერცხლის მე...

ნიკა ეგაძე

1738253272

საქართველო

თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა

 თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. აღნიშნული აქტივობა კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, თუ რამდენად მნიშვ...

თბილისის ანძა

1738253155

სპორტი

ლიგა 1-ის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ფანების გამოკითხვით ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა

 საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ფანების გამოკითხვით ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა. „რეიმსთან“ სადებიუტო მატჩში შესრულებული საგოლე პასი ქართველს ლიგა 1-ის ვებგვერდის ვერსიით ტურის სიმბო...

ხვიჩა კვარაცხელია

1738248558

საქართველო

გამოცემა „ფორბსი“ Eagle Hills-ის მიერ საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციის შესახებ წერს

გამოცემა „ფორბსი“ Eagle Hills-ის მიერ საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიციის შესახებ წერს. როგორც გამოცემის სტატიაშია აღნიშნული, Eagle Hills-მა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრო...

ირაკლი კობახიძე

1738247180

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ვერ შეძლებენ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაცნაირად იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირა...

ირაკლი კობახიძე