დოდო აფრასიძე: ომეხი გაათრიეს ტალახში და ისე დახვრიტეს... ბეჭედს ვერ აძრობდნენ ცხედარს, თითი წააჭრეს, ყელსაბამს ვერ ხსნიდნენ, მკერდზე ფეხი დაადეს, ისე ამოგლიჯეს

„ევგენი [აფრასიძე] ხელებაწეული დაჭრეს, იღლიაში იყო დაჭრილი. შეიყვანეს მერე გოჩამ და ომეხიმ, თავისმა შვილებმა. შემდეგ შემოვარდნენ, ორივე დაიჭირეს, ომეხი შებორკეს, ისე გამოიყვანეს, გოჩა გამოიყვანეს და გზაში დააგდეს, დასერეს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა დოდო აფრასიძემ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004 წელს სვანეთში, აფრასიძეების ოჯახში ჩატარებულ სპეცოპერაციას განიხილავენ.

დოდო აფრასიძის განცხადებით, მისი ერთ-ერთი შვილი, გოჩა აფრასიძე დანით დასერეს და უკვე გარდაცვლილი ეგონათ, რაც შეეხება მეორე შვილს, ომეხ აფრასიძეს, ის ხელ-ფეხ შეკრული დახვრიტეს ისე, რომ ცხედარი ნატყვიარით შუაზე იყო გადაჭრილი.

„გოჩას ტყვია არ მოხვედრია, დანით დასერეს და მკვდარი ეგონათ უკვე, გადაფარებული ჰქონდა ზემოდან „ადიალა“. ომეხი, ხელ-ფეხ შებორკილი, გაათრიეს პირდაპირ ტალახში და იქ დახვრიტეს, ისე დახვრიტეს, რომ ნატყვიარით საერთოდ გადაჭრილი იყო შუაზე“, - აღნიშნა მან.

დოდო აფრასიძემ ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ ომეხ აფრასიძე დაკავებამდე და გარეთ გაყვანამდე დაჭრილი არ ყოფილა. ასევე გაიხსენა, რომ როდესაც ცხედარს ბეჭედი ვერ მოხსნეს, თითი მოაჭრეს.

„ბეჭედს რომ ვერ აძრობდნენ ცხედარს თითი წააჭრეს და ყელსაბამს რომ ვერ ხსნიდნენ, მკერდზე ფეხი დაადეს, ისე ამოგლიჯეს. ამას ყველაფერს უყურებდნენ ბავშვები“, - განაცხადა დოდო აფრასიძემ.

2004 წლის 24 მარტს, სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომლის მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა.

სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააკავეს, მათ 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე დატოვეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744984178

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე თქმით, დამატებითი...

ზოგადი

1744981381

მსოფლიო

ზელენსკიმ ბალეტის ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთში მოღვაწე ბალეტის ცნობილი ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ცისკარიძესთან ერ...

ნიკოლოზ ცისკარიძე

1744979659

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მიუღებელია, რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ მისაღებია, ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო ოპოზიცია ქუჩაში

„შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება. სწორედ ასე გავხადეთ, რამდენიმე წელიწადში, საქართველოს მოქალაქის პასპორტი მსოფლიოში სიძლიერით 43-ე, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, სადაც საქართველოს მოქალაქე წინას...

შალვა პაპუაშვილი

1744976956

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა

„სანქციები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა, რადგან ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააბრუნა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო კან...

ნინო წილოსანი

1744975039

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: გერმანია ქართველი ხალხის მოთხოვნას, პარტნიორულ ურთიერთობას არ ითვალისწინებს, რომ მათ ქვეყანაში ზურაბ ადეიშვილის მსგავსი მძიმე დამნაშავეები თავისუფლად არ გადაადგილდებოდნენ

გერმანია ზურაბ ადეიშვილის, რომელიც ადამიანის უფლებათა უმძიმეს დანაშაულებშია ბრალდებული, თავშესაფრის ქვეყანა გახდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, ქართვე...

ნინო წილოსანი