გლდანის ციხეში 32 წლის პატიმარი გარდაიცვალა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გლდანის ციხეში გარდაცვლილ პატიმარს, ეგორ გრეგენკოს გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.
როგორც პენიტენციურ სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ოჯახის ექიმის მიერ უკრაინულ ენაზე 2006-2010 წლებში არსებული მსჯავრდებულის სამედიცინო დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ პატიმარს დადგენილი ჰქონდა პერინატალური ენცეფალოპათიის ნარჩენი მოვლენები, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი.
„მსჯავრდებული ე.გ (დაბ. 18.03.1989 წ.) N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 30.07.2021 წ. სსსკ 19-260-ე მუხლის III, V ნაწილებით, 260-ე მუხლის III, VI ნაწილებით და განესაზღვრა 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს დაწესებულებაში შემოსვლისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება, ანტიტუბერკულოზური სკრინინგი და Covid-19 ინფექციაზე ანტიგენ სწრაფი ტესტი. პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ე.გ.-ს ჩაუტარდა Covid-19 საწინააღმდეგო „ვაქცინაცია ,,ფაიზერის“ ორი დოზით. 18.08.2021 წ. მსჯავრდებულს ჩაუტარდა ოჯახის ექიმის კონსულტაცია და რაიმე ჩივილი არ წარმოუდგენია. 19.11.2021 წ. ოჯახის ექიმმა განიხილა უკრაინულ ენაზე 2006-2010 წლებში არსებული მსჯავრდებულის სამედიცინო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ე.გ-ს დადგენილი ჰქონდა პერინატალური ენცეფალოპათიის ნარჩენი მოვლენები. ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი. 24.11.2021 წ. დაახლოებით 07:05 საათზე მორიგე ექიმმა დააფიქსირა საწოლში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც გასინჯვით მაგისტრალურ და პერიფერიულ სისხლძარღვებზე პულსაცია არ აღენიშნებოდა. არ ისმინებოდა გულის ტონები და სუნთქვა, ასევე, გუგის რეაქცია სინათლეზე იყო უარყოფითი. გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. რეანიმაციული ღონისძიებების პარალელურად გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დააფიქსირა გარდაცვალების ფაქტი. მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა,”- განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.
ასევე დაგაინტერესებთ:
1730903650
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით 16 და 17 ნოემბერს დამატებით რეისებს ნიშნავს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, ს...
1730901498
ახალი ამბებიწიწამურში საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა აუფეთქდათ - არის მსხვერპლი
წიწამურში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცს ხელყუმბარა აუფეთქდა. დაიღუპა 1 და დაშავდა კიდევ 1 ადამიანი. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყ...
1730899898
სოციალური მედია„ვგიჟდები ამ გოგოს გემოვნებაზე“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს
მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. მან ამჯერად, სოციალურ ქსელში გადაღებიდან მორიგი ახალი ფოტოები გაავრცელა,...
1730898883
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი - 2.7247 ლარი დარჩა. მნიშვნელოვნად გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9288 ლარია. დღეს მოქმედი კუ...
1730895391
სოციალური მედია„ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონია...“ - რას წერს ნინი ქარსელაძე?
მომღერალმა ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იგი ქმარს დაშორდა ამის შესახებ ინფორმ...