ირაკლი კირცხალია: დადასტურდა, რომ გახარია თავის გუნდთან ერთად იმ აგენტურულ ქსელს წარმოადგენს, რომელიც საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით მოქმედებს დედა პარტიის სახით

დადასტურდა, რომ გიორგი გახარია თავის გუნდთან ერთად იმ აგენტურულ ქსელს წარმოადგენს, რომელიც საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით მოქმედებს დედა პარტიის სახით, საქართველოს ფარგლებს გარეთ კი მათი მამები ვინც არიან, ყველამ კარგად იცის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის თითოეული დანაყოფის რიტორიკა იყო, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, მაგრამ ისინი ისე იმოქმედებდნენ, რა დავალებაც მიუვიდოდათ.
„ნიშანდობლივია, რომ დღეს მათივე პატრონები აგენტურული ქსელის ბაზარზე, ამ დანაყოფებში რაღაც სახის დივერსიფიკაციას ახდენენ. რას ვგულისხმობ? რამდენიმე მოთამაშე ჰყავთ, ერთ-ერთი გიორგი გახარიაა, მისი პარტიით, რომელიც დადასტურდა, რომ აგენტია.
მან დავალება მიიღო, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უნდა მისულიყო, ამის შემდეგ კი ახალი დავალება მიიღო, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. დანარჩენი პარტიები შეხედავენ, თუ რა პოლიტიკური ამინდი იქნება ამა თუ იმ პარტიისთვის არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით.
დავალება მიღებულია, ახლა ამ დავალების შესრულებას შეუდგნენ. გახარია და სხვა დანაყოფები თავიანთი პატრონების ფრთის ქვეშ არანაირ დამოუკიდებელ თამაშს არ თამაშობენ, აქ პოლიტიკურ თამაშს დიდი აგენტურული ქსელი თამაშობს, რომელიც აქაურ უსამშობლო გაერთიანებას ეყრდნობა. წაგებულ თამაშს დიდი აგენტურა თამაშობს, რომელიც ქვეყანაში ამ მარიონეტებს მართავენ“, - აღნიშნა კირცხალიამ.
1745001149
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...
1744999474
ახალი ამბებიამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება
არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...
1744997500
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე
„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...
1744994444
ახალი ამბებიმეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის
„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...
1744992913
ახალი ამბებიხობში 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ხობში, დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მოზარ...