ირაკლი კირცხალია მიხაელ გალერის განცხადებაზე ბიძინა ივანიშვილის შესახებ: რა უნდა დავარქვა ამ განცხადებას თუ არა მოროდიორობა და პოლიტიკური კანიბალიზმი?

ირაკლი კირცხალია მიხაელ გალერის განცხადებას ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის შესახებ და აღნიშნავს, რომ ეს განცხადება სხვა არაფერია თუ არა მოროდიორობა და პოლიტიკური კანიბალიზმი. „ეს იმ ფაშიზმის გამოვლინებაა, რასაც "დიფ სთეითი" კარნახობს დღევანდელ მსოფლიოს,“ - აცხადებს ის.
ეს განცხადება არის ნაკარნახევი სრულიად ლობიზმით და რა უნდა დავარქვა ამ განცხადებას თუ არა მოროდიორობა პირდაპირი მნიშვნელობით და თუ არა პოლიტიკური კანიბალიზმი? - მხოლოდ ეს შეფასება შემიძლია გავაკეთო ამ კონკრეტული ადამიანის და ამ კონკრეტული მოლაპარაკე თავის განცხადებაზე, - ასე შეაფასა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ გერმანელი ევროპარლამენტარის, მიხაელ გალერის განცხადება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ თუ "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, "შესაძლოა ზომები იქნას მიღებული". როგორც ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, მიხაელ გალერი, იმ დიდი მექანიზმის ერთ-ერთი "მოლაპარაკე თავია", რომელსაც "დიფ სთეითი" ეწოდება. "პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ იმით, თუ ვინ არის რეალურად ბატონი გალერი - ბატონი გალერი არის ერთ-ერთი მოლაპარაკე თავი იმ დიდი მექანიზმის და მანქანის, რასაც "დიფ სთეითი" ჰქვია და რომელიც ასე ნათლად, დაუფარავად და ბოროტად არის წარმოდგენილი ევროკავშირში და ასევე ნათლად და ღიად აქვს ფესვები და საცეცები გადგმული, ეს იქნება არარჩეული ბიუროკრატები, ბატონი გალერის მაგვარი მოლაპარაკე თავები ევროპარლამენტში თუ სხვადასხვა ცალკეულ ქვეყანაში მისი ხელდასხმული პოლიტიკოსები, ეს იქნება აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში." - აღნიშნა კირცხალიამ.
რაც შეეხება ევროპარლამენტარის მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, მისი თქმით, ეს სხვა არაფერია, თუ არა იმ ფაშიზმის გამოვლინება, რასაც "დიფ სთეითი" კარნახობს დღევანდელ მსოფლიოს, ხოლო ივანიშვილთან მიმართებით, რომელმაც თავის დროზე საკუთარ თავზე აიღო აგენტურული ქსელის გამოვლენა და მოკვეთა საქართველოდან, გადასულები არიან მოროდიორობასა და პოლიტიკურ კანიბალიზმზე. "ზოგადად, ფაქტი რომ შევაფასოთ, ჩვენ ისეთ ძალაზე ვსაუბრობთ, ვისთვისაც არანაირ დემოკრატიულ ფასეულობას და საფუძველს არანაირი აზრი არ აქვს. ეს, უკვე, საზოგადოებამ კარგად ნახა არამარტო ქვეყანაში, არამედ ზოგადად, ევროპის კონტინენტსა და მსოფლიოში. ქვეყნები, რომლებიც პოზიციონირებენ როგორც დემოკრატიის აკვნები, თუნდაც ევროპაში, ვხედავთ, როგორ განცხადებებს აკეთებენ - ორმაგი, სამმაგი სტანდარტით გაკეთებულ განცხადებებს. გადასულები არიან მოროდიორობაზე, პოლიტიკურ კანიბალიზმზე და ეს არაფერია, თუ არა იმ ფაშიზმის გამოვლინება, რასაც "დიფ სთეითი" კარნახობს დღევანდელ მსოფლიოს. ეს ეხება ჩვენს ქვეყანასაც, ეს ეხება ჩვენს ქვეყანაში ყველაზე გამორჩეულ, პატრიოტ ადამიანს და ადამიანს, რომელმაც თავის დროზე, საკუთარ თავზე აიღო იმ აგენტურული ქსელის გამოვლენა და მოკვეთა ამ ქვეყნიდან, რომელიც მართავდა ქვეყანას და როგორც მართავდა კარგად გვახსოვს, 2003-დან 2012 წლამდე. კარგად ვხედავთ იმ საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც მიმდინარეობს, რა ფაქტები ხდება ცნობილი. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მანდატიც გაუფართოვდა საგამოძიებო კომისიას და უკვე, დღემდე ვხედავთ, იმავე "დიფ სთეითის" მიერ მართული აქაური აგენტურული ქსელი რით არის დაკავებული - თავიანთი პატრონებისგან ნაკარნახევი სცენარების უშედეგოდ, მაგრამ აღსრულებით.
კიდევ ერთხელ, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმ განცხადების, რომელიც ბატონმა გალერმა გააკეთა, ისევე, როგორც არანაირი საფუძველი არ არსებობდა არც ერთ განცხადებაში თუ რეზოლუციაში, რომელიც იყო ამ დიდი აგენტურული ქსელის მიერ შეთხზული და შემდეგ მიღებული სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებში თუ ინსტიტუტებში." - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1744911668
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე პიტერ ფიშერს: ვინც აღიარებული კრიმინალი და დასასჯელია, მაგალითად, ადეიშვილი, იმას ლოჟაში სვამთ, ხოლო ვინც თქვენ ძირგამომპალ ლიბერალიზმს არ აღიარებს, იმათ ასანქცირებთ?!
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით, რომ „არ სურთ ადამიანის უფლებების დამრღვევები მათ ქვეყანაში ჩავიდნენ“, სოციალურ ქს...
1744909285
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: გიგი უგულავამ ერთხელ უკვე თქვა, რასაც გვეტყვიან გარედან, იმას გავაკეთებთ საბოლოოდ ჩვენო, დაველოდოთ როგორი იქნება გარედან ჩვენი ეროვნული ოპოზიციის მიმართ გამოგზავნილი მორიგი დეპეშა
მათ დღეს თავიანთი პოლიტიკა აბსოლუტურად ჩამოუყალიბებელი აქვთ. ელოდებიან როგორი იქნება გარედან მითითება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი...
1744907081
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია
საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...
1744904608
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...
1744900581
მსოფლიოთურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
თურქეთის პოლიციამ 17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...