ირაკლი კობახიძე: 2012-2016 წლები ბეწვის ხიდზე იარა ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ გუნდმა, შეზღუდული იყო ჩვენი სუვერენიტეტი და ამის გამოხატულება იყო გახარიას გაპრემიერებაც, მაგრამ, 2021 წლიდან აღარ გვიწევს ასეთი ტიპის კომპრომისებზე წასვლა

 „2012-2016 წლები ბეწვის ხიდზე იარა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილმა, მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდმა, განსაკუთრებით ის 4 წელი, რადგან კოალიცია იყო და ეს კოალიცია შედგებოდა მათ შორის ისეთი პოლიტიკური პარტიებისგან, რომლებიც აგენტურით იყო დაკომპლექტებული“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აქ არ იგულისხმება ყველა, თუმცა კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერები „დიფ სთეითის“ აგენტურის წარმომადგენლები იყვნენ.

„წარმოიდგინეთ, 4 წელი რა მასშტაბის მანევრირება უწევდა „ქართულ ოცნებას“. ასეთ პირობებში რა თქმა უნდა, ზეწოლის ინსტრუმენტები იყო ბევრად უფრო ძლიერი. გეტყოდნენ, ეს არ დაიჭირო - ვერ დაიჭერდი; ეს დაიჭირე და ა.შ. პირდაპირ ასე მიდიოდა გარჩევა, რომ „ნაცმოძრაობის“ ეს დამნაშავე არ შეგიძლია დაიჭირო, ეს დამნაშავე შეგიძლია, დაიჭირო. ყველამ იცოდა, რომ დამნაშავეები იყვნენ, მაგრამ არ შეიძლება სააკაშვილის დაჭერა, იმის დაჭერა, ამის დაჭერა და ა.შ. პირდაპირ ახარისხებდნენ აგენტებს, არააგენტებს. „ნაცმოძრაობაშიც“ ხომ ასე იყო, დამნაშავე შეიძლება იყო ადამიანი, მაგრამ ვიღაც იყო ხელმოწერილი აგენტი და ვიღაც არ იყო ხელმოწერილი აგენტი. ხელმოწერილი აგენტი არ შეიძლებოდა დაგეჭირა, ვიღაც თუ არ იყო ხელმოწერილი აგენტი, შეგეძლო დაგეჭირა. ასეთი დამოკიდებულება იყო, რა თქმა უნდა, შეზღუდული იყო ჩვენი სუვერენიტეტი და ამის გამოხატულება იყო გახარიას გაპრემიერებაც, მაგრამ, მადლობა ღმერთს, 2021 წლიდან ჩვენ ამ დამოკიდებულებისგან არსებითად გავთავისუფლდით. ახლა აღარ გვიწევს ასეთი ტიპის კომპრომისებზე წასვლა იმისთვის, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესები ბოლომდე მკაცრად დავიცვათ“, - აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745001149

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...

გია ვოლსკი

1744999474

ახალი ამბები

ამირან სალუქვაძე უკრაინის ომზე: არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება

არ შეიძლება ასეთი მასშტაბის ომის შეწყვეტა ერთი განკარგულებით, ერთი ხელის დაქნევით, ასე არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც კონფლიქტს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და თან ამდენი დანაკარგი ახლავს, - განაცხადა რუს...

ანალიტიკოსი

1744997500

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი „სირცხვილია“-ს წევრის მხრიდან ღუდუშაურის შეურაცხყოფაზე: ეს არის ნაცური მორალი, ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე

„ეს არის ნაცური მორალი, უფრო სწორად მორალის არქონა. ფაშისტური თავდასხმები ადამიანებზე, მცდელობა, რომ ისინი წყობიდან გამოიყვანონ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ალუდა ღუდუშაუ...

დავით მათიკაშვილი

1744994444

ახალი ამბები

მეუფე შიო: უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის

„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვარ...

მეუფე შიო

1744992913

ახალი ამბები

ხობში 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

ხობში, დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. დაშავებული მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მოზარ...

რუსთავში, დასვენებისა და კულტურის ცენტრალურ პარკში 5 წლის ბავშვი სასრიალოდან ჩამოვარდა, თავი დაარტყა და გაითიშა